Страницы

вторник, 15 декабря 2015 г.

რუსული ფრთოსანი რაკეტის მორიგი წარუმატებელი გამოცდა!

რუსული მედია ინტყობინება რომ დღეს ქვეყნის სარაკეტო ჯარების მიერ გამართული ფრთოსანი რაკეტის გამოცდისას  მიზანს აცდა და გაშვებული რაეკეტა არხანგელსკის ოლქის ერთერთ დასახლებულ პუნქტ ნენოკსის სიახლოვეს ჩამოვარდა წყარო.
რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე მწარმოებელი კომპანიის ექსპერტები მუშაოებნ მომხდარის მიზეზების დასადგენად. მედის ინფორმაციით რომელც თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა, რაკეტის ჩამოვარდნას რაიმე სახის ნგრევა და მსხვერპლი არ გამოუწვევია.
 ასეთი სახის ინფორმაცია საინტერესოა გამომდინარე იქიდან რომ სირიის საბრძოლო მოქმედებებში რუსულმა არმიამ, ასადის მოწინააღმდეგე შეირაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ გამოიყენა ფრთოსანი რაკეტები და ამ მოვლენით მძლავრი პროპაგანდისტული კამპანია შექმნა, რომლის ლაიტმოტივიც რუსეთის სარაკეტო შეიარღების ძლევამოსილების ხაზგასმა იყო. რუსული ფრთოსანი რაკეტების წყალქვეშა ხომალდებიდან გაშვების შემდეგ ითქვა ისიც რომ რუსეთი, მსოფლიო ზესახელმწიფოთა იმ რიგში ჩაიწერა რომელსაც წყალქვეშა ხომალდიდან ფრთოსანი რაკეტების გაშვება შეუძლია. 
 რუსეთის შეირაღების სარაკეტო და კოსმოსური სეგმენტი რომ განსაკუთრებული ყურადღების ობიექტია არავისთვის არის სიახლე. ასეთი ყურადღება კი იმ არაღიარებული შეიარაღებით შეჯიბრის გამო ხდება, რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებობს და რომლის ინიციატორიც თავად რუსეთია.

დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ყოველი შემოწირული თეთრი მოხმარდება ბლოგის განვითარებას, თარგმანსა და ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდების უზრუნველყოფას

ასევე წაიკითხეთ:

რუსული კოსმონავტიკის კიდევ ერთი კრახი - სამხედრო თანამგზავრი ორბიტაზე ვერ გავიდა!

რუსული "Булава"-ს კიდევ ერთი წარუმატებელი გამოცდა! (ვიდეო/video)

რუსეთმა კასპიის ზღვიდან სირიის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში მიიტანა! (ვიდეო/video)

ოკუპირებულ სევასტოპოლში საზღვაო აღლუმი რუსულმა რაკეტამ ჩაშალა! (ვიდეო/video)

Комментариев нет:

Отправить комментарий