Страницы

понедельник, 14 декабря 2015 г.

რუსეთის საომარი და ბირთვული რიტორიკა ქართველთა პაციფიზმის ფონზე!

საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესებია და მნიშვნელოვანწილად განაპირობებენ თითოეული მოქალაქის ყოფა-ცხოვრებას.
თუმცა ამ პროცესების საგარეო და რეგიონული პოლიტიკის კონტექსტში დანახვაც ძალზედ მნიშვნელოვანი და საკმაოდ სერიოზული საკითიხია, რომელიც სათანადო ყურადღებას საჭიროებს. ძალიან ცდება ის ვინც თვლის რომ საქართველოს ირგვლივ არსებული გეოპოლიტიკური ტურბულენტობა, გვერდს აგვივლის და არ შეგვეხება. ეს ასე ვერ მოხდება იმ მარტივი მიზეზის გამო რომ რეგიონის გეოპოლიტიკური პროცესების აქტორები, ჩვენი უშუალო მეზობლები არიან რომელთა ინტერესების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილიც საქართველოზე გადის და ის გეოგრაფიის მიერ ბოძებული სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც ჩვენი ერთერთი მთავარი ღირებულებაა რეგიონულ პოლიტიკაში, ასევე შეიცავს საფრთხეებს და თუ კი ქვეყნის შიგნით ჯანსაღი ვითარება არ იქნა, სატრანზიტო მდებარეობას მოყოლილი საფრთხეები სულ უფრო მეტად პრობლემატური გახდება, რომელიც ჩვენი შიდა კინკლაობების გამო, დიდი ალბათობით სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.
 რეგიონის ერთერთი მთავარი მადესტაბილიზირებელი რომ რუსეთია, მგონი შეთანხმებულები ვართ (ყოველ შემთხვევაში ჩემი მკითხველთა უმრავლესობა) და ამ მოსაზრებას დამატებითი მტკიცებულებები არ სჭირდება. ჯერ მხოლოდ საკუთარი მისამართით შემქნილი პრობლემები გვყოფნის ამის დასადასტურებლად და ჩვენს გამოცდილებას თუ დღეს რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო და სამეზობლო პოლიტიკურ პროცესებსაც დაუმატებთ, სავსებით ნათელი გახდება მისი პარაზიტული დამიკიდებულება რეგიონში ესოდენ საჭირო სიმშვიდისადმი.  
 ჩვენს რეგიონში არსებული სახელმწიფოები, უახლოესი ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, ერთგვარ შესვენებას საჭიროებენ რათა მოიკრიბონ ძალები და შეივსონ ის მენტალური თუ დემოგრაფიული დანაკარგები, რომელიც რუსეთთან ერთად, საბჭოთა კავშირში თანაცხოვრების შედეგად მიადგათ. გამომდინარე იქიდან რომ საქართველოც ზემოთ თქმული დანაკრგების მქონე ქვეყნა ვართ, ვსაჭიროებთ საკმაოდ ხანგრძლივი სტრატეგიის შემუშავებას, დაკარგულის აღსადგენად და ამისთვის დღეს არსებული (რომელიც 2012 წელს დაიწყო) შიდა პოლიტიკური მოცემულობა ვერ ქმნის შესაბამის საფუძველს. რუსეთი კი ისევ ცდილობს რეგიონის დესტაბილიზებას იმისთვის რომ არ მოხდეს აქ, ჩვენს რეგიონში დასავლური მართველობითი ინსტრუმენტების დანერგვა და არ დავშორდეთ ცივილიზაციურად "რუსულ სამყაროს". ამისთვის ის ერთის მხრივ ახლო სამეზობლოში იყენებს სახმედრო ძალასა და მეროს მხრივ, დასავლეთის შესაკავებლად "ბირთვულ არგუმენტს", რომლის თვალსაჩინო დასაბუთებადაც დღეს, რუსეთის დუმაში დიმიტრი როგოზინის გამოსვლა შეიძლება ჩაითვალოს ბმული. ამ გამოსვლაში როგოზინმა მსოფლიოს გაუგზავნა მესიჯი რომ რუსეთი განიხილავს ბირთვული შეიარაღების გამოყენაბას თუ კი მასზე მოხდება თავდასხმა. ხოლო ის თუ რა შეიძლება ჩათვალოს რუსეთმა თავდახმად არავინ იცის. ასეთად შესაძლოა თუნდაც ჩვენს რეგიონში დასავლეთ კოალიციის ჯარების ნაწილის განთავსებაც ჩათვალოს, რადგან ის ჩვენს ქვეყანასა და ახლო სამეზობლოს, საკუთარი "პრივილეგირებული ინტერესების ზონად" განიხილავს! 
 პრინციპი - თუ გსურს მშვიდობა, ემზადე ომისთვის! ჯერ კიდევ არ არის ძალადაკრგული მტკიცებულობა და უაზრობაა იმის მტკიცება რომ ისეთ აგრესიულ ქვეყანასთან, როგორიც არის რუსეთი, შესაძლებელია დიპლომატიით ფონს გასვლა, მის ინტერესებს დაყოლიება და ამით დროს მოიგებ განვითარებისთვის. შედარებისთვის, რუსეთთან ნებაყოფლობითი თუ იძულებითი მეგობრობის უამრავი მაგალითი გვაქვს და ვერცერთი მათგანი ვერ გამოდგება იმის დასტურად რომ ისინი პროგრესირდნენ. არაერთხელ დამიწერია რუსული პოლიტიკური "მეგობრობის" თავისებურებასა და სპეციფიკაზე, რომელიც ერებს როგორც ასეთს არფრად აგდებს და მთელი მისი ტაქტიკა პოლიტიკური ელიტის ჯერ კომპრომეტირებზე, შემდეგ კი მოსყიდვაზეა დაფუძნებული.  
 არ მინდა ვიფიქრო და დაუშვა რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება მთლიანად დაქვემდებარებულია რუსული გავლენის ამ ინსტრუმენტებს, თუმცა ფაქტია რომ საუკუნეებით დაგროვილ გამოცდილებას რუსეთთან ურთიერთობაში, დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება არ ითვალისწინებს და გაურკვეველ პროცესებს ქმნის მასთან ურთეირთობის დარეგულირებისთვის, რომელიც არავითარ შედეგს არ იძლევე გარდა იმისა რომ ერის თვითშეფასებას დაბლა სწევს და ვითარებისთვის შეუფერებელ, უფრო სწორედ კი საშიშ განწყობებს აყალიბებს. 
 ამ მოცემულობაში ის რომ ქართველებმა დაუშვით ორ ნაწილად გაყოფა და მტრის მხარდამჭერების მიმართ, ლოიალური დამოკიდებულების არსებობა, უკვე დიდი პრობლემაა და ცოტათი მაინც თუ დავფიქრდებით ამ კუთხით, დავინახავთ რომ დღეს ქართველი ერი, საკუთარი ერვონული ინტერესების დასაცავად მზად არ არის. მზად კი არადა სურვილიც არ აქვს, რადგან ზუსტად არც იცის თუ რა არის მისი ეროვნული ინტერესები! ერის ეროვნული ინტერესების გზა, ჯერ კიდევ კუჭზე გადის და ეს სიმპტიმატურია საბჭოთა გულაგ გამოვლილი ერისათვის.
 გავეშებული რუსეთის პირობებში, როდესაც ყველას და ყველაფერს ემუქრება ირგვლივ, საჭიროა მეტი კონსოლიდაცია და სახწლმწიფოებრიობის დაცვისათვის მზაობის ღია დემონსტრირება. უნდა გავაცნობიეროთ რომ არც ამერიკელი და არც ევროპელი ჩვენს მიწა წყალს რუსული აგრესიისგან არ დაიცავს და ვერ დაიცავს, თუ კი ჩვენ თავად არ ვაჩვენებთ რომ ბოლო კაცამდე გავწყდებით და მტერს ქვეყანას არ დავანებებთ. ასეთი განწყობის ჩვენება გარდა იმისა რომ მოკავშირეების მხარდაჭერას გაამტკიცებს ჩვენს მიმართ, ასევე აჩვენებს რუსეთს რომ ბრძოლა საქართველოსთვის და ზოგადად ამიერკავკასიითვის, ძალზედ ძვირი დაუჯდება, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვება მისთვის. სხვა სტრატეგიული შესაძლებლობა დღეს საქართველოს არ გააჩნია და ამიტომ სხვა ყველა შემოთავაზება რომელსაც პოლიტიკოსები გვთავაზეობენ, უბრალოდ თავის მოტყუებაა!

დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ყოველი შემოწირული თეთრი მოხმარდება ბლოგის განვითარებას, თარგმანსა და ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდების უზრუნველყოფას

Комментариев нет:

Отправить комментарий