უკრაინის ფრონტზე შემოდგომიდან მოყოლებული, პერმანენტული გართულებები ისევ გრძელდება და იმეორებს იმ ლოგიკას, რომელიც რუსული სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ კარგად არის აპრობირებული სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიებზე.
ძირითადი დაძაბულობის ცენტრი დონეცკის ოლქია, რომელიც მნიშვნელოვანია გამომდინარე იქიდან რომ ამ ოლქის ტერიტორიაზე გადის სახმელეთო გზა, ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულისკენ. თითქმის ყოველდღიურად უკრაინული მხარე ხაზგასმით აცხადებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვის შესახებ თუმცა, ასევე ყოველდღიურია პროვოკაციები რუსი სეპარატისტების მხრიდან, რომელიც აიძულებს უკრაინელ მებრძოლებს გახსნან საპასუხო ცეხცლი.
ბოლო დროის ყველაზე დაძაბული და გაუგებარი ლოგიკის მოვლენები ვითარდებოდა ასევე დონეცკის ოლქში, სოფელ კომინტერნოვის ირგვლივ, რომელიც მარიუპოლიდან სულ რაღაც 24 კილომეტრის მანძილით არის დაშორებული. ამ სოფელში რუსი სეპრატისტების შეიარაღებული მებრძოლები ჯავშანტექნიკისა და მძიმე ტექნიკის თანხლებით, 22 დეკემბერს გამოჩნდნენ. ცნობისთვის აღნიშნული დასახლებული პუნქტი ე.წ. "რუხ ზონაში" მდებარეობს, რომელიც ნიშნავს იმას რომ არცერთი მხარის კონტროლ ქვეშ არ არის და შესაბამისად იქ არცერთი მხარის საჯარისო ფორმირებები არ უნდა იმყოფებოდნენ. 22 დეკემბრის შემდეგ კომინტერნოვოს ირგვლივ თითქმის კომიკური სიტუაცია განვითარდა, სეპარატისტები ხან გავიდოდნენ სოფლიდან და ხან დაბრუნდებოდნენ. 23 დეკემბერს სოფელში უეთო-ს დამკვირვებლები შევიდნენ და დაათვალიერეს. მათ რა თქმა უნდა რომ შეიარაღება და 100-მდე მებრძოლო ვერ აღმოაჩინეს რადგან მათ მისვლამდე სოფლიდან გავიდნენ და ახლო-მახლო დაბანაკდნენ. ეუთო-ს დამკვირვებლები სოფელში დილის 10 საათიდან 13 საათამდე იმყოფებოდნენ, მათი გასვლიდან 1,5 საათში სეპრატისტები სრული შემადგენლობით ისევ უკან დაბრუნდნენ ბმული. მომდევნო დღეებში ეუთო-ს სოფელში შეშვებაზე სეპარატისტებმა უკვე უარი განაცხადეს. შემდეგ სეპარატისტებს რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ ამ მიმაირთულებით უკრიანული არმიის პოზიციების გარღვევის, თუმცა ყოველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და უკრაინულმა ძალებმა აღკვეთეს მათი მცდელობები ბმული. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განცხადა რომ კომინტერნოვის შტურმს ვერ მოახდენს, რადგან ეს იქნება მინსკის შეთანხმებების უხეში დარღვევა და მთელი ძალისხმევა ვითარების პოლიტიკური გზით განმუხტვისკენ მიმართა.
![]() |
| ანტიტერორისტული სპეცოპერაციის რუქა 26.12.2015წელი |
გასული დღეების განმავლობაში არაერთხელ განაცხადა უკრაინულმა მხარემ რომ რუსეთის ხელდასმული სპერატისტები, ყველა იმ მექანიზმს შლიან რომელსაც დასადგურებული სიმშვიდე ეფუძნება და აფრთხილებენ საერთაშორისო საზოგადოებას რომ საბრძოლო მოქმედებების განახლება პრაქტიკულად გარდაუვალია ახალი წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ რაც 31 დეკემბერს მინსკის შეთანხმების ვადა იწურება. ის თუ რა მოხდება და როგორ დარეგულირდება კონფლიქტი 31 დეკემბრის შემდეგ ძნელი სათქმელია რადგან როგორც უკვე ვთქვი, მინსკის შეთანხმებების მოქმედების ვადა სწორედ ამ დღეს იწურება და არცერთ მხარეს აღარ ექნება ვალდებულება დაიცვას ამ შეთანხმების პუნქტები. რამდენიმე დღის უკან მინსკის საკონტაქტო ჯგუფის უკრაინელმა წევრამა, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ განაცხადა რომ შეთანხმების გაგრძელება შესაძლოა სატელეფონი მოლაპრაკებებით მოხდეს წყარო. ერთგვარი უკონტროლო ბუფერი ჩნდება 31 დეკემბრიდან 13 იანვრამდე, როდესაც უნდა გაიმართოს მინსკის საკონტაქტო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა და რომელზეც, დიდი ალბათობით იქნება განხილული მინსკის სამშვიდო შეთანხმების შემდეგი ბედი. მანამდე კი "ნორმანდიული ოთხეულის" სატელეფონი მოლაპრაკება გაიმართება, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ამ შეთანხმებას არანაირი ხელმოწერილი დოკუმენტი არ დააფიქსირებს, შესაბამისად მის მიმართ ნდობა რუსული "პასუხისმგებლიანობის" გათვალისწინებით, არ შეიძელება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არც ის არის არგუმენტი რომ ახალი წლების სადღესასწაულო დღეებში არ მოხდება არაფერი განსაკუთარებული. თუ გავიხსენებთ, გროზნის შტურმი სწორედ 31 დეკემბერს დაიწყო და ახალი წლის დღესასწაულებს ხელი არ შეუშლია რუსული სამხედრო მანქანისთვის.
გამომდინარე ზემოთქმულიდან დაძაბულობის მოლოდინი სრულიად ლოგიკურია და ამაზე მიანიშნებს ის პროცესები რომელიც ვითარდებოდა კანფლიქტის ზონაში. აქვე ალბათ ერთერთ მნიშვნელოვან მონაცემად უნდა ჩაითვალოს ისიც რომ რამდენიმე დღის წინ, რუსეთიდან სეპარატისტებთან ისევ ჩავიდა ნახევრად ცარიელი ე.წ. "ჰუმანიტარული" ავტოკოლონა, რომელთა გამოჩენის შემდეგაც სეპარატისტები გააქტიურდნენ. რაც იმას ნიშნავს რომ ამ კოლონამ, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საჭირო პროდუქტები და ნივთები კი არ ჩაიტანა, არამედ საბრძოლო მასალები წყარო.
ზოგადად სიტაუცია ისეთია რომ ძნელია სეპარატისტების საბრძოლო აქტივობის ლოგიკის მოძებნა გამომდინარე იქიდან რომ ინფორმაცია ზედმეტად სუბიექტურია ორივე მხრიდან. ასევე გაუგებარია ეუთო-ს მონიტორების მოქმედებაც და მათი აქტივობის აზრი, მაშინ როდესაც სეპარატისტების აშკარა პროვოკაციულ ქმედებებს, მათთვის არავითარი შედეგი არ მოჰყვება.
ჩემის აზრით, კონფლიქტის ესკალაცია ყირიმზე სახმელეთო კავშირის გაჭრის მიზნით თუ კი ახალი წლის დღეებში არ მოხდა, მაშინ მომდევნო ესკალაციას უნდა ველოდოთ გახაფზულისთვის, ანუ მას შემდეგ რაც სირიის კონფლიქტსა და ასადის ბედის საკითხში, გარკვეული სიცხადე შევა. მანამდე კი მეტნაკლები ინტენსივობის შეატეკები პერმანენტულად იქნება და სამწუხაროა რომ ამ გაურკვევლ ვითარებას, ადამიანების სიცოცხლე ეწირება.
დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ასევე წაიკითხეთ:



Комментариев нет:
Отправить комментарий