ყირიმელი თათრებისგან ყალიბდება მოხალისეთა ბატალიონი, რომლის ერთერთი დამფუძნებელი ლანურ ისლიამოვი აცხადებს რომ ბატალიონის შემქნის მიზანი მდგომარეობს იმაში რომ მოხდეს ოკუპირებული ყირიმის ნახევრკუნძულის სწრაფი გათავისუფლება.
ისლიამოვის თქმით, მათ არ უნდათ 3-4 წელი ლოდინი და მათი სურვილია ყირიმის გათავისუფლება მოხდეს ერთ წელიწადში. სწორედ ამისთვის იქმენა ყირიმელი თათრებისგან მოხალისეთა ბატალიონი, რომლისთვისაც უკრაინის თავდაცვის სამინიტროს ჯერ ნომერი არ მიუნიჭებია, თუმცა ამის მოლოდინი აქვთ და ვიდრე უკრაინის თავდაცვის უწყების გადაწყვეტილებას ელიან, უკვე იღებენ დახმარება თურქებისგან. უკრაინული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში ისლიამოვი აცხადებს რომ ბატალიონის შემადგენლობა პირველ ეტაპზე იქნება 560 მებრძოლი, რომელთათვისაც უკვე მიიღეს თურქეთიდან სამხედრო ფორმების კომპლექტაცია. ბატალიონი დამფუძნებელი აცხადებს რომ მათი დანაყოფი შეასრულებს იმ ამოცანებს, რომელსაც დაუსახავს უკრაინის გენერალური შტაბი, თავდაპირველი დანიშულება კი იქნება საზღვრის დაცვა თავად ყირიმში და საბრძოლო ოპერაციების ჩატარება ყირიმის ტერიტორიაზე. ისლიამოვი ხაზს უსვავს რომ მათმა მებრძოლებმა იციან ყველა ბილიკი ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე და მიტომ არ გაუჭიურდებათ ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე შეღწევა წყარო.
თავისთავად ცხადია რომ ამ განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა რუსულ მედიაში თუმცა შეფასებები არცერთ რუს პოლიტიკოსს არ გაუკეთებია. რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებულ სტატიებში, მხოლოდ ისლაიმოვის ციტირება ხდება ბმული.
ყირიმიელი თათრები და "მემარჯვენე სექტორი", ყირმის სახმელეთო ბლოკადას ანხორციელებენ ა/წ 20 სექტემბრიდან და არაერთხელ იყო გაცხადებული ასევე საზღვაო ბლოკადის შესახებ, რომელიც მეტად შეფასებული იყო როგორც სამხედრო ოპერაცია და არა როგორც აქტივისტთა მშვიდობიანი ღონისძიება, თუმცა ამ პროცესის განხორციელების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა და ყირიმის საზღვაო ბლოკადა არ მომხდარა.
თურქეთ-რუსეთის დაპირისპირების პირობებში ლოგიკურია რომ ყირიმელ თათრებს დახმარება გაუწიოს თურქეთმა. ამ დაპირისპირების გამოაშკარავებამდე თურქები ეცდებოდნენ დაფარულად ემოქმედათ თუმცა რუსული ბომბდამშენისა და ორი ქვეყნის ღია დაპისპირების ფონზე, თურქები აღარ მოერიდებიან რუსეთის საწინააღმდეგო მოქმედებების დაფარვას და უფრო მეტიც, ზიგიერთ ნაწილში შეეცდებიან საკუთარი მოკავშირებიისადმი მხარდაჭერის აფიშირებას. თურქეთსა და რუსეთს შორის დაპირისპირება 24 ნოემბერს არ დაწყებულა. პირველი კრიტიკული შეფასება პუტინის მიმართ ერდოღანმა სწორედ ყირიმის კონტექსტში გააკეთა ა/წ აპრილში. "სომეხთა გენოციდის" შესახებ პუტინის განცხადებაში გამოყენებული იყო სიტყვა "გენოციდი". ერდოღანმა მაშინ პუტინის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა რომ ვიდრე ის (პუტინი) 1915 წლის მოვლენებს უწოდებდეს "გენოციდს", პასუხი უნდა აგოს უკრაინაში საკუთარი ქმედებების გამო ბმული!
ჩემი სუბიექტური აზრია რომ ყირიმელი თათრების ეს აქტივობა ამ ეტაპზე მხოლოდ განცხადებებითა და საოკუპაციო საზღვართან არსებული ბლოკადის მხარდაჭერით შემოიფარგელბა. ალბათ მათაც კარგად ესმით რომ მოცემულ ვითარებაში, სამხედრო ხასიათის მოქმედებების წარმოება ოკუპირებულ ყირმის ტერიტორიაზე, უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება, ნახევარკუნძულზე დარჩენილი თათრებისთვის და მთელი უკრაინისთვის. თუმცა კი აუცილებელია მათგან მოხალისეთა ბატალიონების ჩამოყალიბება და ორგანიზება რადგან არავინ იცის როდის დადგება მათი გამოყენების საჭიროება.
დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ყოველი შემოწირული თეთრი მოხმარდება ბლოგის განვითარებას, თარგმანსა და ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდების უზრუნველყოფას
ასევე წაიკითხეთ:


Комментариев нет:
Отправить комментарий