როგორც ჩანს რუსეთის ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის ეშმაკთანაც კი წავა გარიგებაზე. ამაზე მოწმობს სამი დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის, ზამირ ქაბულოვის განცხადება.
რომელშიც ის ამბობს რომ რუსეთსა და "თალიბანს" აქვთ საერთო ინტერესები ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის თვასლაზრისით. ასევე ქაბულოვმა აღნიშნა რომ "თალიბანსა" და რუსეთს შორის არსებობს ინფორმაციის გაცვლისთვის საჭირო კავშირი წყარო.

რუსი დიპლომატის ეს "ოპტიმისტური" განცხადება, დღეს საპასუხო განცხადებით უარყო "თალიბანმა" და განაცხადა რომ მოლაპარაკებებს რუსებთან აწარმოებენ, მაგრამ არა ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის კონტექსტში, არამედ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიიდან უცხოელთა არმიების განდევნის საკითხში. რითიც პრაქტიკულად გახდა ცნობილი ის რომ რუსები, NATO-ს ძალების წინააღმდეგ, რომელთა რიგებშიც ქართველი მებრძოლებიც იბრძვიან, ჩართულნი არიან ბრძოლაში ფარულად და არავინ იცის ის თუ რეალურად "თალიბებთან" რის სანაცვლოდ მიდიოდა მოლაპარაკებები! "თალიბების" თქმით ISIS-სი არ წარმოადგენს ისეთ ძალას რომ მათ წინააღმეგ ბრძოლაში ვინმეს დახმარება დასჭირდეთ და ნანგარჰარის პროვინციაში გამოჩენილ რადიკალ ისლამისტების მცირე ჯგუფს, თავადაც გაუმკლავდებიან წყარო.
თუ მეამიტურად არ შევხედავთ ამ ინფორმაციას და წარმოვიდგენთ მსგავსი მოლაპრაკებების სტრუქტურას, მაშინ ბუნებრივად იბადება კითხვა - რის სანაცვლოდ წავიდნენ "თალიბები" რუსებთან მოლაპარაკებაზე? მათი განცხადება ადასტურებს იმას რომ მათი მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება განპირობებული იყო საკუთარ ტეროტირაზე არსებული "მტრის" წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარების მიღებით.
ალბათ ყველას გინახავთ ამ დაჯგუფების მებრძოლთა ფოტოები, რომლებშიც ძირითადად რუსული წარმოების იარაღით აღჭურვილი მებრძოლები არიან ასახული და შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ რომ ის რაც შეიძლება "თალიბებს" რუსეთისგან უნდოდეთ სანაცვლოდ, იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ იარაღი და ტყვია-წამალი, რომელიც გამოყენებული იქნებოდა NATO-ს ძალების და შესაბამისად, ქართველი მებრძოლების წინააღმდეგ.

რუსების საერთაშორისო მაშტაბში განხორციელებული მოქმედებები რომ გასულია ცივილიზებულობის საზღვრებს მიღმა, ამას აღარ უნდა დამატებითი ხაზგასმა და ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ "თალიბებთან" გარიგების კიდევ ერთი მოტივი, მიმდინარე ამოცანების გადაჭრის პარალელურად საბჭოთა კავშირის არმიის მარცხისთვის შურსძიებაც შეიძლება გამხდარიყო, თუმცა როგორც ამ ინფორმაციის გამჟღავნებიდან ჩანს, ეს "პროექტი" საწყის ეტაპზე გამოაშკარავებით ჩაიშალა და შესაბამისი ზომები დასავლეთ კოალიციის მიერაც ალბათ უკვე მიღებულია. ხოლო ეს გაცხადება, ჩემის აზრით სწორედ დასწრებაზე მოქმედებას წააგავს რომ დასავლეთის მხრიდან ბრალდებად წაყენების შემთხვევაში, ნაკლები მარგინალიზაცია მოხდეს რუსეთის ხელისუფლების, რომლებიც იტყვიან რომ არც დაუმალავთ "თალიბანთან" მოლაპარაკებები! თავად ფაქტი რომ "თალიბანთან", რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო ებრძვის, რუსები მოლაპრაკებას აწარმოებენ, უკვე მათი მარგინალიზებისთვის საკმარისი არგუმენტია და აზრს უკარგავს რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლთა მიერ გაკეთებულ ანტიტერორისტული შინაარსის განცხადებებს!
დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ყოველი შემოწირული თეთრი მოხმარდება ბლოგის განვითარებას, თარგმანსა და ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდების უზრუნველყოფას
ასევე წაიკითხეთ:
მერკელმა ბრიტანულ დაზვერვას პუტინის შესახებ ინფორმაცია გადასცა
რუსეთმა ISIS-ის მფარველობაში აშშ დაადანაშაულა!
რუსული პროპაგანდის კიდევ ერთი კრახი!
რუსეთმა ტერორისტ ისლამისტთა "კარტის" გათამაშება დაიწყო!
მერკელმა ბრიტანულ დაზვერვას პუტინის შესახებ ინფორმაცია გადასცა
რუსეთმა ISIS-ის მფარველობაში აშშ დაადანაშაულა!
რუსული პროპაგანდის კიდევ ერთი კრახი!
რუსეთმა ტერორისტ ისლამისტთა "კარტის" გათამაშება დაიწყო!

Комментариев нет:
Отправить комментарий