19 დეკემბერს შვეიცარიის ქალაქ ბერნში, გაიმართა აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელსაც წინ უძღოდა კონფლიქტის ზონაში დაძაბულობა და შეტაკებები.
დღის ბოლოს ცნობილი გახდა პრეზიდენტების შეხვედრის შედეგების შესახებ, რომელიც როგორც მოსალოდნელი იყო კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა და განსხვავებები პოზიციებში კვლავ შენარჩუნდა. ასეთი შეხვედრების დროს ტრადიციულად დეკლარირებული მოლაპარაკებების გზით, კონფლიქტის გადაჭრის უალტერნატივობის შესახებ განცხადებები ისევ გაკეთდა და ისევ დაიდო პირობები რომ დაპისპირებულ მხარეთა ლიდერები, შეეცდებიან არსებული ვითარების დეესკალაციას. რამდენად იქნება შესრულებული ეს დანაპირები ამას უახლოესი დღეები აჩვენებს. შუამავლები ტრადიციულად აცხადებენ რომ შეხვედრა კონსტრუქციული იყო და რომ საჭიროა დიალოგის გაგრძელება, თუმცა საინტერესოა ის რომ "დიალოგი" აზერბაიჯანელ და სომეხ ლიდერებს შორის, წელიწადზე მეტ ხანს იყო შეჩერებული. წინა შეხვედრა ლიდერებს შორის 2014 წლის ოქტომბერში, საფრანგეთის დედეაქალაქში შედგა და ვერავინ იტყვის რომ რაიმე კნკრეტული შედეგი ჰქონდა. ამჯერად ეუთოს ეგიდით შუამავლებმა შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნეს რომ შეხვედრა, სადღეგრძელოთი დასრულდა!? (წყარო)
ის რომ მხარეთა შორის აზრთა სხვადასხვაობა პრობლემატურია მოწმობს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ ნალბანდიანის განცხადებაც, რომელიც შეხვედრის დასრულების შემდეგ სომხურ ტელევიზიებთან კომენტარისას გააკეთა. მისი თქმით მხარეების პოზიციებს შორის საგრძნობი განსახვავებია და ამ შეხვედრის შედეგად პოზიციათა დაახლოვება არ მომხდარა წყარო.
აზერბაიჯანული მხრიდან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაბალი ინტენსივობით ვრცელდება რაც აზერბაიჯანული მხარის უკმაყოფილებაზე მიუთითებს. ამის დასტურად აზერბაიჯანელი დეპუტატის რასიმ მუსაბეკოვის მიერ გაკეთებული შეფასება და ამ შეფასებაში დასმული კითხვაც მოწმობს - ღიირს კი ასეთი შედეგებისთვის პრეზიდენტების შეხვედრა? სვავს კითხვას დეპუტატი და იმ უშედეგობაზე საუბრობს, რომელიც შეხვედრის "შედეგად" შიძლება იქნას მიჩნეული წყარო.
![]() |
| სომხეთის თვდაცვის მინისტრი ფრონტის ხაზზე |
ამ შეხვედრის ფონზე უცნაური იყო ის რომ პარალელურად, სომხეთის თვადაცვის მინისტრი სეირან ოგანიანი გაემგზავრა კონფლიქტის ზონაში და ჟურნალისტების ფოტო კამერების წინ, ლურჯ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი დურბინდით ხელში პოზიორობდა რაც უნდა ითქვას რომ არასათანადო ჟესტი იყო სომხების მხრიდან, ასეთი დონის შეხვედრის პარალელურად და დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ აზერბაიჯანული მხარის მიერ, ამ ფაქტს შესაბამისი შეფასება აუცილებლად მიეცემა წყარო.
შეხვედრის წინა ღამეს ე.წ. ყარაბახის თვადაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკმაოდ აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. მათი თქმით გამოყენებული იყო ტანკი, რომელმაც სომხური მხარის პოზიციების მიმართულებით სამი გასროლა მოახდინა. საერთო ჯამში აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით 18-დან 19 დეკემბრის ღამეს, სხვადასხვა კალიბრის (მინიმალური 60მმ) ნაღმტყორცნებიდან სულ 3500 გასროლა მოხდა წყარო. ასეთი ესკალაციისა და ორმხრივად აღიარებული უშედეგობის ფონზე, სომხეთის პრეზიდენტი დღეს ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობა უნდა მიიღოს ОДКБ-ს სხდომაში წყარო.
შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ რომ ყარაბახის კონფლიქტის ზონაში სტაბილური დაძაბულობა შენარჩუნებული იქნება და არავითარი გარდატეხა პრეზიდენტების შეხვედრის გამო არ მოხდება. ასევე ისიც უნდა ვთქვათ რომ არცერთ მხარეს მაშტაბური საბრძოლო მოქმედებების განახლების სურვილი არ აქვთ. ეს რომ ასე არ იყოს, ამ დრომდე უამრავი ისეთი მაშტაბის ინციდენტი მოხდა რომელიც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო ფართომაშტაბიანი სამხედრო ოპერაციის წამოწყების მიზეზად.
შესაბამისად სხვა კონფლიქტური წერტილების რიგში ყარაბახის კონფლიქტიც ჩადგება და პერიოდული ესკალაციით შეავსებს პოლიტიკური ზემოქმედების ინსტრუმენტთა არსენალსა და საინფორმაციო სივრცეს.
დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ყოველი შემოწირული თეთრი მოხმარდება ბლოგის განვითარებას, თარგმანსა და ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდების უზრუნველყოფას


Комментариев нет:
Отправить комментарий