საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო ჯარების მაშტაბური წვრთნა გაიმართა წყარო.
რომელიც მხოლოდ ჩვენს ტერიტორიებს არ მოიცავდა და მასში მთლიანად რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქი იყო ჩართული, რომლის მეთაურობის დაქვემდებარებაშიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული ნაწილებიც შედიან. ინფორმაცია გამართული წვრთნების შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 3 დეკემბერს გამოაქვეყნა რომელშიც მისი გამართვის თარიღი მითითებული არ არის, თუმცა ეს წვრთნა სხვა დანარჩენი წვრთნებისგან იმით არის განსაკუთრებული რომ რუსი ჯარისკაცები ვარჯიშობდნენ და აბარებდნენ ნორმატივებს, პირობითი მოწინააღმდიგის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების პირობებში მოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებებში. აღნიშნული წვრთნის ფარგლებშიც გამოიცადა, შესაბამის ვითარებაში გამოყენებადი აპარტურა, რადიაციის მზომები, სადაზვერვო ჯავშანმაქანები და ა.შ. ასევე სხვადასხვა დანაყოფებმა (საარტილერიო, სარაკეტო და ა.შ.) ჩააბარეს ნორმატივები დაბინძურებულ ტერიტორიაზე მოქმედების შემდეგ, ტექნიკის დამუშავებაში წყარო.
ამ ტიპის წვრთნები ჩატარდა მხოლოდ სამხრეთ სამხედრო ოლქში და სხვა არცერთი ოლქის საჯარისო ნაწილებს არ შეხებიათ, რაც ამ მიმართულებით შექმნილი საერთაშორისო ვითარების კონტექსტში მეტად დამაფიქრებელია. მით უმტეს რომ რუსეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული აღნიშნული წვრთნები გეგმიური იყო თუ არა, რომელიც ტრადიციულად ერთვება წვრთნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას თუ კი წვრთნა რეგულარულ საფუძველზე იმართება.
ჩვენს რეგიონში ასეთ წვრთნების ჩატარებამ გამახსენა, მოსკოვში ზუსტად ერთი თვის წინ გამართული უშიშროების გაფართოებული სხდომა. რომელზეც ვლადიმერ პუტინმა შეკრებილ სახელმწიფო ჩინოვნიკებთან განიხილა ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოების საკითხები. დაავალა სამინისტროებს რადიაციული დაცვის ინდივიდუალური კომპლექტების აღწერა მთელი ქვეყნის მაშტაბით და უვარგისების ახლით შეცვლა. ასევე სხვადასხვა უწყებებს დაევალათ მოქმედებათა კოორდინაციის გეგმის შემუშავება, საგანგებო სიტუაციების პირობებში!? წყარო
ამ ყველაფერს დამატებული ის ბირთვული რიტორიკა, რომელიც ხშირად ისმის რუსეთიდან და გასული ერთი წლის განმავლობაში რუსეთის მიერ ბირთვულ შეიარღებასთან დაკავშირებული განცხადებები (იხ. ქვემოთ მოცემული ბმულები), საკმაოდ დამაფიქრებელია. მაღალ ბირთვული საფრთხის ალბათობაზე მოუთითებს ისიც რომ დასავლეთში, რუსეთთან დაკავშირებული საკითხების კომენტირებისას ექსპერტები უშვებენ იმ აზრს რომ რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს ბირთვული იარაღი. რამდენად მოახერხებს ამას ეს ცალკე საკითხია მაგრამ ფაქტია რომ ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხი, ისევ დადაგა დღის წესრიგში და ის განიხილება არა როგორც ჰიპოთეტური შესაძლებლობა, არამედ როგორც რეალურად გამოყენებადი საბრძოლო მასალა! რუსეთის ბირთვული რიტორიკის აქტიურ გამოყენებაზე მიუთითებს ისიც რომ ხვალ, 4 დეკემბერს ჩელიაბინსკში იხსნება ატომური ბომბების გამოფენა "რუსეთის ბირთვული ფარი", რომელიც 2016 წლის 3 აპრილამდე გასტანს წყარო.
ასევე წაიკითხეთ:
რუსეთი ბირთვული ომისთვის ემზადება - უშიშროების სხდომის დღის წესრიგი! (ვიდეო/video)
დასავლური "დუბინკა" რუსეთისთვის მზად არის!
რუსეთი დასავლეთის მიმართ ღია ბირთვულ მუქარაზე გადავიდა!
რუსეთი საკუთარ თავს აძლევს უფლებას პირველმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი!
დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ასევე წაიკითხეთ:
რუსეთი ბირთვული ომისთვის ემზადება - უშიშროების სხდომის დღის წესრიგი! (ვიდეო/video)
დასავლური "დუბინკა" რუსეთისთვის მზად არის!
რუსეთი დასავლეთის მიმართ ღია ბირთვულ მუქარაზე გადავიდა!
რუსეთი საკუთარ თავს აძლევს უფლებას პირველმა გამოიყენოს ბირთვული იარაღი!

Комментариев нет:
Отправить комментарий