ინგლისურ ენოვანი ირანული და რეგიონის სხვა ქვეყნების გამოცემები იტყობინებიან რომ სირიაში, ქალაქ ჰომსთან რუსეთი ახალ საავიაციო ბაზას აშენებს. რუსი სპეციალისტების უკვე შეუდგნენ სამუშაოების შესრულებას.
ბაზის მოსაწყობად საჭირო სხვა საინჟინრო სამუშაოებთან ერთად, რუსული კონტიგენტი ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობითაც არის დაკავებული. გამოცემები ინფორმაციას სხვადასხვა სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ რმელთა თქმით, ახალი საავიაციო ბაზის გახსნა გამოწივევს ასევე რუსული არმიის ცოცხალი ძალის მეტებას და წინასწარი ვარაუდით რუსული კონტიგენტის რაოდენობის გაზრდა 1000 მებრძოლით მოხდება.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს დასავლური მედიაც და მათი ინფორმაციით ჰომსის სიახლოევს მდებარე შაირათის ბაზაზე, სამუშაოები ერთი თვის წინ დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით ახალი ბაზის მშენებლობისათვის გადასრილილია ტექნიკა და რუსი სპეციალისტების კონტიგენტი, რომელთა უსაფრთხოებისთვის იქ უკვე მობილიზებულია რამდნეიმე ვერტმფრენი რომლებიც სპეციალისტების უსაფრთხოებას ჰაერიდან იცავენ.
ამ ავიაბაზის დანიშნულება გამოცემების მოსაზრებით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მიმიდნარე სახმელეთო ოპერაციის მხარდაჭერაა რომლის ფარგლებში ასადის არმიის შენაერთები ცდილობენ ქვეყნის ერთერთ უძვლელსი ქალაქის, პალმირას დაბრუნებას. რომლის აღებაც, გარდა სრატეგიული მნიშვნელობისა ასევე "პროპაგანდისტული მნიშვნელობისაც" იქნება და ამას პირველ რიგში რუსეთი გამოიყენებს ბმული.
სირიელი სამხედროების თქმით, რუსეთი დაპირებულია რომ საფრენი აპარატების რაოდენობას გაზრდის ას ერთეულამდე. ამჟამად სირიის ტერიტორიაზე, კერძოდ კი ლატაკიის ავიაბაზაზე, სულ რუსეთის 35 სხვადასხვა მოდიფიკაციის სამხედრო თვითმფრინავია განთავსებული.
ადგილობრივი წყაროები იტყობინებიან რომ რუსული ვერტმფრენები გამოჩნდნენ პალმირასთან, რომელიც ლატაკიდან საკმაოდ დაშორებულია და გამოთქმული იყო ვარაუდი რომ ხომსთან მშენებარე ახალ საავიაციო ბაზაზე განთავსებული ვერტმფრენები, გარდა სამუშაოების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა, ასვე მონაწილეობას იღებენ საბრძოლო ოპერაციებშიც პალმირასთან და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე შეტაკებებშიც. ასვე გამოთქმული იყო ვარაუდი რომ აღნიშნულ ავიაბაზაზე უკვე განთავსებულია მცირე რაოდენობის რუსული ბომბდამშენები.
საავიაციო ბაზა შაირათი ძველი აეროდრომია რომლის ტერიტორიაზე მოწყობილია 45 ანგარი, რომელთაც შეუძლიათ უზრუნველყონ რუსული საფრენი აპარატების დაცვა დაბომბვის ან ბაზაზე იერიშის მიტანის შემთხვევაში. ასევე აეროდრომზე მოწყობილი იყო ერთი ასაფრენი ზოლი და რუსი სპეციალისტები სავარაუდოდ მისი აღდგენითა და სათადარიგო ასაფრენი ზოლის მშენებლობით უნდა იყვნენ დაკავებულები. გავრცელებული ინფორმაციით შაირათის ბაზაზე, საავიაციო კონტიგენტის გარდა ასევე განთავსდება სადაზვერვო დანაყოფი და სპეცდანიშნულების რაზმი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ინფორმაცია ახალი ბაზის გახსნის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა რამდენიმე დღის წინ, განსაკუთრებით თურქების მიერ ბომბდამშების ჩამოგდების შემდეგ, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ რუსეთი აპირებს სირიაში საკუთარი სამხედრო კონტიგენტის გაზრდას და ასეთი საჭიროების განხილვას მიაწერდნენ რუსეთის გენერალურ შტაბს.
ეს ყველაფერი მოწმობს იმაზე რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი ჯერ კიდევ მზარდი ტენდენციისა და მისი ესკალაციის ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდა თურქების მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებისა და შედეგად მოყოლილი პროპაგანდისტული ისტერიკით. დიპლომატიური ძალისხმევა რომელსაც დასავლეთი ანხორციელებს, ჯერჯერობით შედეგებს არ იძლევე და რუსეთი ჯიუტად ცდილობს რეგიონის მაქსიმალურ დესტაბილიზაციას, რომელიც უცნაურად ემთხვევა ნავთობის ფასების ვარდნას.
ასევე წაიკითხეთ:


Комментариев нет:
Отправить комментарий