Страницы

четверг, 24 декабря 2015 г.

მერკელმა ბრიტანულ დაზვერვას პუტინის შესახებ ინფორმაცია გადასცა

ასეთი შინაარსის სტატიას აქვეყნებს გერმანული გამოცემა DW.de მასში მოთხრობილია იმ შეხვედრის შესახებ, რომელიც ბრიტანეთის პრემერ-მინისტრის ქალაქგარეთა რეზიდენციაში შედგა და რომელსაც ესწრებოდნენ ბრიტანული დაზვერვის  (MI6, MI5) ხელმძღვანელები.
გამოცემა ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Times-სზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელსაც მიმდინარე წლის ოქტომბერში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ბრიტანთის სადაზვერვო სამსახურებში, საკუთარმა წყარომ მიაწოდა. სამწუხაროდ კონკრეტული შინაარსის შესახებ არაფერია მოთხრობილი და ნათქვამია მხოლოდ ის რომ მერკელმა, ბრიტანელებს მიაწოდა ინფორმცია პუტინის, უკრაინაში და ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე არსებული ვითარების შესახებ. სანაცვლოდ კი ბრიტანელმა მზვერავებმა მერკელს ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც გამოცემის მტკიცებით გერმანიისთვის სასარგებლო აღმოჩნდა წყარო / წყარო - ENG.
 ის თუ რა სახის ინფორმაცია შეიძლება გადაეცა გერმანიის კანცლერს ძნელი სათქმელია რადგან არ არის ცნობილი მისი და ვლადიმერ პუტინის შეხვედრებისას განხილული თემების შინაარსი და ის პოზიციები, რომელსაც ასეთ მოლაპარაკებებზე მხარეები იკავებენ. უკრაინის საკითხებში მერკელის ჩართულობა კი მიუთითებს მისი ინფორმირებულობის ხარისხზე მაგრამ გაუგებარია რა აინტერესებდათ ისეთი ბრიტანელებს, რომელსაც თავად უკრაინული მხარე არ გაუზიარებდა?! 
 ერთი შეხედვით ეს სენსაციური ინფორმაცია, თითქოს საინტერესოა მაგრამ გარკვეულწილად ლოგიკას მოკლებულია და შესაძლოა მიზნად ისახავდეს მერკელისა და პუტინს შორის პრობლემის გაჩენას. ევროპელ პოლიტიკოსებს შორის, ყველაზე ხშირად რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმების შესახებ მოწოდებები, სწორედ გერმანიიდან ისმის (ბმული), რამაც შესაძლოა ბრიტანელებს გაუჩინა შიში რომ მერკელი ამ მოსაზრებებისკენ იხრება და ყოველი შემთხვევისთვის დააზღვიეს სანქცირების ბერკეტის ეფექტურობა რუსეთის წინააღმდეგ.  
 ცნობისითვის გერმანია არ შედის იმ ხუთეულში, რომელთაც სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის ვალდებულება აქვთ ერთმანეთთან და რომელშიც ბრიტანეთი, აშშ, ავსტრალია, ახალი ზელანდია და კანადა ერთიანდებიან. შესაბამისად თუ კი ასეთ ფაქტს მართლაც ჰქონდა ადგილი, მაშინ დასახელებული ქვეყნებისთვის საჭირო და საინტერესო ინფორმაცია უნდა ჰქონოდა გერმანიის კანცლერს რომ გაცვლა მომხდარიყო.

დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ყოველი შემოწირული თეთრი მოხმარდება ბლოგის განვითარებას, თარგმანსა და ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდების უზრუნველყოფას

ასევე წაიკითხეთ:

G20 სამიტი და პარიზის ტერაქტების სერია - შეცვლილი დღის წესრიგი!

დასავლური "დუბინკა" რუსეთისთვის მზად არის!

რას შველიან მერკელი და ოლანდი - მშვიდობას თუ საკუთარ იმიჯს?!

მინსკში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა დაიწყო! (ფოტო/photo/ვიდეო/video) 

Комментариев нет:

Отправить комментарий