Страницы

пятница, 25 декабря 2015 г.

რუსეთის საპატრიარქოს ვნებანი - ჩაპლინი ალაპარაკდა

რუსეთის საპატრიარქოს შესახებ არაერთი სტატია მაქვს დაწერილი, განსაკუთრებით იმ პერიოდში როდესაც პუტინის "ღამის მგლები" მოტოციკლებით ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიებზე გარბენებს აწყობდნენ და რაღაც გაუგებარი შინაარსის აქციებს აწყობდნენ.
მაშინ ყველაზე კარგად გამოჩნდა ის თუ რა პოზიცია ეკავა რუსეთის საპატრიარქოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და არაერთხელ მითქვამს რომ ის, რუსეთის სახელისუფლები ვერტიკალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვედანაყოფი იყო. ვლადიმერ პუტინის მესამე ვადით აღზევების შემდეგ, რუსეთის სამღვდელოების მიმართ კრიტიკული განცხადებები პრაქტიკულად შეწყდა და დაიხურა ორგანიზაცია ღია განხილვებისთვის. ცალკეული თავგამოდებული აქტივისტები ან უკრაინელები თუ ამხელდნენ სხვდასხვა სახის უსაქციელობაში რუსულ სამღვდელოებას თორემ, პუტინის ვერტიკალის ძალოვნების ზურგს ამოფარებული ეს ორგანიზაცია და მასში მიმდინარე მოვლენები, იმდენად ტაბუდადებული გახდა რომ მისმა კონსპირაციამ ლამის სადაზვერვო სამსახურების ხარისხს მიაღწია. ყირიმის ანექსიამდე და შემდეგ მოყოლებული პერიოდი, რუსეთის საპატრიარქოს როლი ქვეყნის საგრეო პოლიტიკის სფეროში, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიორიაზე მისიონერიზმით განისაზღვრა, რომლის მთავარი შინაარსი იყო რუსი ნაციონიონალობის მქონეთა და მართლმადიდებელთა გარკვეულ ორგანიზაცეიბში გაწევრიანება. ამის საუკეთესო მაგალითი ყაზახეთია რომელშიც ყირიმის ანექსიიდან სამ-ოთხ თვეში უამრავი მართლმადიდებლური ორგანიზაცია და ინტერნეტ საიტი შეიქმნა, ერთდაერთი დანიშნულებით - გავრცობილიყო რუსული პოლიტიკური გავლენა მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომელიც რუსული გავლენის მიმართ ლოიალურად არის განწყობილი. ალბათ ყველასთვის ცნობილია რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლების მოქმედება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში კონფლიქტის დაწყების წინ და ის პარტიზანული მოქმედებები რომელიც ამ ტერიტორიაზე ორგანიზაციის წარმოადგენლების მხრიდან ხორციელდებოდა.
 როგორც წესი ასეთი შინაარსის ორგანიზაციების წიღში მიმდინარე მოვლენები მაშინ ხდება ცნობილი, როდესაც მისი რომელიმე ჭანჭიკი გამოიცვლება და ეს ჭანჭიკი თავს უსამართლოდ გამოცვლილად იგრძნობს ანუ ციხე, ხალხური თქმისა არი იყოს, შიგნიდან ტყდება და ასე მოხდა რუსეთის საპატრიარქოს შემთხვევაშიც. რუსეთის საპატრიარქოს სინოდის ეკლესიისა და საზოგადოების ურთიერთობის განყოფილების მმართველი ვსევოლოდ ჩაპლინი, მაშინ ალაპარაკდა, როდესაც ციხის მაღალი გუმბათიდან გადმოისროლეს. ყოფით მაშტაბში შემცირებული ჩაპლინი, რუსული მედიის წარმომადგენლებს განმარტებებს აძლევს საკუთარი გათავსუფლების შესახებ და აცხადებს რომ მიზეზი გახდა მისი და პატრიარქ კირილის უთანხმოება წყარო. მისი თქმით პატრიარქი კირილი ერთპიროვნულად და სპონტანურად, ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს, ასევე ჩაპლინის თქმით მისი უთანხმოების ერთერთი ძირითადი მიზეზი ყოფილა ის რომ მისი აზრით ეკლესია უნდა გამიჯვნოდა ხელისუფლებას და ყოფილიყო კრიტიკული მის მიმართ, არ დაეფარებინა ხელის კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის და ა.შ. რაც პრაქტიკულად ადასტურებს ჩემს მიერ ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას რომ რუსეთის საპატრიარქო ქვეყნის პოლიტიკური ადმინისტრაციის ერთერთი ქვედანაყოფია.
თავად ჩაპლინის შესახებ ხშირად ვრცელდებოდა სხვდასხვა სახის მამხილებელი ფოტო თუ ტექსტუალური მასალები. რომელშიც მღვდელმსახური ხან სიგარეტით ხელში იყო ასახული და ხან McDonalds-ის გემრიელობებს შექცეული. სწორედ McDonalds-ში მარხვისას გადაღებული ფოტო გახდა ერთერთი ბოლო მხილება, რომელსაც მრავალთა აზრითაც შეეწირა კიდევაც და გახდა მისი საპატრიარქოდან გაშვების მიზეზი.
ამ დღეებში ვსევოლოდ ჩაპლინის მიერ გაკეთებული განცადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ის კიდევ ბევრ შიდა ამბავს გათქვავს და ამის ნიშნები შეინიშნება მის ამჟამინდელ კომენტარებში სადაც "იმუქრება" რომ პატრიარქი კირილის ხმა არ იქნება ერთდაერთი რუსულ ეკლასიაში.  უკვე თქვა რომ მრავალი მღვდელმსახური უკმაყოფილოა პატრიარქის აპარატის გრანდიოზულობითა და ხარჯებით რომელსაც ეს აპარატი ხარჯავს.
 პრინციპში ჩაპლინის მხილების გარეშეც თვალსაჩინოა ის ფუფუნება რომელშიც რუსეთის პატრიარქი და ზოგადად სამღვდელოება ცხოვრობს. ერთერთი ყველაზე გახმაურებული და პრობლემატური საკითხი პატრიარქ კირილთან დაკავშირებით კრასნოდარის მხარის საზაფხულო რეზიდენციაა, რომელიც უნიკალური ტყეპარკის ტერიტორიაზე გაშენდა და ამისთვის ათი ჰექტარი ტყე გაიჩეხა, მოსახლეობისთვის გზები ჩაიკეტა და ა.შ.  წყარო.  ასევე მითქმა-მოთქმის საგანი გახდა პატრიარქის იახტა, რომელიც რამდენიმე მილიონი დოლარის ღირებულებისაა წყარო.
 რუსული მართლმადიდებლური ინტერნეტ საიტები ხშირად წერენ რომ რელიგიას დაცვა სჭირდება დასავლური "შემოტევებისგან" მაგრამ ამათი შემხვედვარეს, უნებურად გიჩნდება აზრი რომ პირველ რიგში ამათგან არის დასაცავი და არა დასავლეთის გავლენებისგან.

დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ყოველი შემოწირული თეთრი მოხმარდება ბლოგის განვითარებას, თარგმანსა და ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდების უზრუნველყოფას

ასევე წაიკითხეთ:

როგორ გარდაქმნა რუსეთის საპატრიარქომ რუსი ერი! (ვიდეო/video)

მართლმადიდებლური ჩეკიზმი უკვე ბელორუსებსაც აშფოთებთ!

რუსებმა სამხედრო მღვდლებისთვის სპეციალური ფორმა შემქნეს!

კიდევ ერთი რუსული მარაზმი: პირველი ჯვაროსნული მოტომსვლელობა!

რუსული არმიის წვრთნების რელიგიური კომპონენტი!



Комментариев нет:

Отправить комментарий