ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომა უმრავლესობა მოქალაქეებისთვის მოულოდნელი იყო და მათ შორის ჩემთვისაც. არაფერი მოასწავებდა იმას რომ ივანიშვილის ხელდასმული ჩინოვნიკი, ასე უაპელაციოდ იქნებოდა ჩამოშორებული ქვეყნის მართვის სადავეებს.
მით უმტეს რომ გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, მაშტაბური პრეზენტაცია გამართა და მოსახლეობას იმ მიღწევებზე ელაპარაკა, რომელთაც თავისი ღრმა რწმენით მიაღწია. პირადად ჩემთვის იმაზე მეტად მნიშვნელოვანი თუ ვინ იქნება შემცვლელი, არის ის თუ რა გახდა მიზეზი და რა სამართლებრივი ან საკონსტიტუციო ბერკეტი გახდა ამ "განთავისუფლების" საფუძველი. თუმცა კი მოლოდინი იმისა რომ ამ კითხვას გაეცემა პასუხი, უპერსპექტივოდ მოსჩანს და ამიტომ მოგვიწევს ვარაუდების კეთება, ვიდრე მოვლენის შინაარსი არ გაცხადდება ისევ სახელისუფლებო გუნდის შიგნიდან.
ამ პროცესს წინ უძღოდა ან უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყოდით რომ დაემთხვა, ერთი ძალზედ უცნაური და ერთი შეხედვით შეთქმულების თეორიის ტოლფასი მოვლენა. 23 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მოახდინა საფრანგეთთან საკრედიტო შეთანხმების რატიფიცირება, რომლითაც ქვეყანამ შეისყიდა ფრანგული წარმოების საჰაერო თავდაცვითი სისტემა წყარო. ალბათ ყველას გახსოვთ რომ ამ სისტემის შესყიდვის მოლაპარაკებებს შეეწირა ხიდაშელის წინამორბედი ირაკლი ალასანია, რომელმაც პრობლემის გამოაშკარავებისთანავე განაცხადა რომ პრობლემა ექმნებოდა ქვეყნის დასავლურ კურსს და მოყვა იმ "ისტერიკის" შესახებ, რომელიც აღნიშნული სისტემის შესყიდვის შესახებ მოლაპრაკებებს თან სდევდა. მაშინ ამ მოვლენამ ურეაქციოდ ჩაიარა და არავინ არავის მოსთხოვა განმარტება თუ რას ნიშნავდა ეს "ისტერიკა" და რა იყო მისი გამომწვევი მიზეზი. უცნაურია მართლაც რომ ამ სისტემის შესყიდვას, მაღალი ჩინების სახლში გაშვებები სდევს თან. ცრურწმენებით გამსჭვალული რომ ვიყო ვიტყოდი რომ დათარსულია მეთქი მაგრამ კიდევ ერთი უცნაურობა, რომელიც სავსებით რეალური და ცხადია, არის ის რომ პარალელურად ამ პროცესისა ბოლო დღეებში საჰაერო თავდაცვითი სისტემის გაერთიანების შესახებ განაცხადეს რუსებმა და სომხებმა წყარო. თუმცა ამ გაერთიანების პრობლემა არის საქართველოს ტერიტორია, რომელიც დახურულია რუსული სამხედრო ტრანზიტისთვის და სრულიად სხვა გეოპოლიტიკურ სივრცეს წარმოადგენს, ნუ ყოველ შემთხვევაში ცდილობს წარმოადგენდეს. საქართველოს ტერიტორიის პრობლემას ხაზი გაუსვა საკუთარ განცხადებაში რუსეთის არმიის გენერალმა, რომელმაც გუშინ კომენტარი გააკეთა სომხეთისა და რუსეთის საჰაერო თავდაცვითი სისტემების გაერთაინების შესახებ წყარო.
ძნელია ამტკიცო არის თუ არა კავშირში ეს მოვლენები და ღარიბაშვილის გადაყენება განაპირობა თუ არა იმან რომ მან ვერ შესძლო ამ შეთანხმების ჩაშლა მაგრამ ფაქტია რომ ყურადსაღებია ის ყველაფერი რაც ხდება ქვეყანის ირგვლივ და ის გამოწვევებიც, რომელიც ყოველდღიურად ახალი კომპონენტებით ივსება. ჩემი ყურადღება ღარიბაშვილის გამოსამშვიდობებელ, პრაქტიკულად არაფრისმთქმელ სიტყვაში, თვალშისაცემი იყო იმ პროცესებზე ხაზგასმა რომელიც დასავლეთს და ქვეყნის დასავლურ კურსს უკავშირდება. აქვე ალბათ "შემთხვევითობას" შეიძლება მივაწეროთ კალაძის მიერ ერევანში გაფორმებული მემორანდუმიც, რომელიც ირანს, სომხეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმდა და რომელიც, ამ ქვეყნების ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს წყარო. დამეთანხმებით რომ მოსკოვში ისეთი შინაარსის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საქართველოსთვის საფრთხის შემცველია და ერევანში გამართული ოთხმხრივი მემორანდუმის გაფორმება, როგორც მინიმუმ ერთმანეთს დროში მაინც უნდა აცილებოდა და კალაძე რომ კოლაბორაციონისტული მიდრეკილებების მქონე არ იყოს, გარკვეული დროით გადადებდა ამ მემორანდუმის ხელმიწერაში მონაწილეობის მიღებას.
ამდენი უცნაურობა, დამთხვევა და შემთხვევითობა, უკვე ძალზედ პრობლემატურია და ისედაც უამრავ პასუხგაუცემელი კითხვების წყებას, კიდევ უფრო ამრავლებს. პრობლემის ხარისხს კი ზრდის ის რომ ყველა ამ "უცნაურობაში" რუსეთი ურევია, რომლის შესახებაც ოფიციალური თბილისი "პეტრუშკის" ყიდვა-გაყიდვის შესახებ მოლაპრაკებების გარდა ყოველგვარ კავშირს უარყოფს!
ასევე წაიკითხეთ:
საქართველო რუსეთის საჰაერო თავდაცვითი სისტემის ალყაშია!
კრიზისებისთვის მოუმზადებელი საქართველო - ვინ აგებს პასუხს?
ნახევრად მხილების ახალი ტრადიცია - ბესელი-კობახიძე-ელისაშვილი და ა.შ.
NATO თურქეთში დამატებით საზღვაო და საჰაერო ძალებს გზავნის!

დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ყოველი შემოწირული თეთრი მოხმარდება ბლოგის განვითარებას, თარგმანსა და ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდების უზრუნველყოფას
ასევე წაიკითხეთ:
საქართველო რუსეთის საჰაერო თავდაცვითი სისტემის ალყაშია!
კრიზისებისთვის მოუმზადებელი საქართველო - ვინ აგებს პასუხს?
ნახევრად მხილების ახალი ტრადიცია - ბესელი-კობახიძე-ელისაშვილი და ა.შ.
NATO თურქეთში დამატებით საზღვაო და საჰაერო ძალებს გზავნის!

Комментариев нет:
Отправить комментарий