რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ტერორისტებისგან ნავთობის შესყდვის საქმეში, თურქეთის შემდეგ აშშ-ც დაადანაშაულა. რუსების მიერ 3 დეკემბერს გამოქვეყენებულ მტკიცებულებაზე აშშ-ს კომენტარს წყარო, ნავთობით უკანონდ ვაჭრობის მფარველბად აცხადებს.
ამერიკელებმა იმ მტკიცებულებაში რომელიც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა არ აღიარეს მყარ მტკიცებულებებად, რაზეც ძალიან გაბრაზდენენ რუსები და ამერიკელებს მიუთითეს იმ სადაზვერვო საშუალებებზე, რომელიც მათ ამ რეგიონში გააჩნიათ. რუსების თქმით ამერიკული სადაზვერვო უპილოტო საფრენო აპარატები იმდენად მძალვრი ოპტიკური საშუალებებით არის აღჭურვილი რომ ავტომატზე დატანებული ნომრის წაკითხვა შეუძლიათ, ამიტომ ჩვეული სულელური გაკვირვება გამოთქვეს რომ ამერიკელები ნავთობის გადამზიდავ კოლონებს ვერ ამჩნევენ. აღნიშნული განცხადება რუსეთის თავდაცვის უწყებამ საკუთარი Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა (ბმული) და საკმაოდ ვრცელი ტექსტია, რომლის სულისკვეთება წინა წლების რუსულ მედიაში გავრცელებული "კონსპიროლოგიური თეორიით" არის გაჟღენთილი. ჯერ კიდევ ღიად დასაველთთან დაპისპირებამდე, რუსულ ემდიაში ხშირად იწერებოდა ავღანეთის ომის შესახებ კონსპიროლოგიური ისტორიები. თითქოს თალიბანი აშშ-ს შექმნილი იყო და ქვეყნის იმ პროვიცნიებში რომელშიც აშშ-ს ხელმძღვანელობას ოპერაციის გავრცობა სჭირდებოდა, საკუთარი ვერტმფრენებით გადაჰყავდა თალიბები. იგივე მოსაზრება ვითარდებოდა ზოგადად ტერორიზმთან დაწყებული ომის შესახებ. თითქოს ეს იყო აშშ-ს მიერ წამოწყებული ომი ქარის წისქვილებთან რომლის მიზანიც მსოფლიოს დაპყრობა იყო და ა.შ. დღეს კი რუსული სახელმწიფო პროპაგანდა, ოფოციალურ განცხადებებში იყენებს მსგავს სტილს და არც იმას აქცევს ყურადღებას რომ მის მიერ წარმოდგენილ ფოტო და ვიდეო მსასლაზე ასახულ ნავთობმზიდებში, ერაყელი ქურთების კუთვნილი გადამზიდავები იქნა ამოცნობილი და ამის შესახებ ღიად განაცხადა ქურთების წარმომადგენელმა ბმული.
შინაარსზე საინტერესო კი ის არის თუ რაში სჭირდება რუსეთს მთელი ეს ისტერიკა, რა მიზანს იმსახურება ის და ვისთვის არის განკუთვნილი. ჩემი ღრმა რწმენით მთელი ეს ბრალდებების კასკადი, განკუთვნილია რუსეთის მოსახლეობისთვის, რომლებსაც უქმნიან წარმოდგენას რომ დასავლეთი საერთაშორისო ტერორიზმის შემქმნელი და მფარველია. ამით კი კრემლი გაამრთლებს ბრძოლას სირიაში, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ჯერ კიდევ გაუგებარ ოპერაციას წარმოადგენს და ვერ ხსნიან რა საფრთხე მომდინარეობდა კონკრეტულად მათთვის სირიიდან. გაამართლებს ყველა იმ ფინანსურ შეზღუდვებს, რომელიც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად გარდაუვალი გახდა და არგუმენტი - რადროს კეთილდღეობაზე ფიქრია, როდესაც ქვეყანა ომშია! ქმედითი იქნება და ისევ კრამლის მესვეურთა წისქვილზე დაასხავს წყალს.
ეს ყველაფერი მოწმობს იმაზე რომ დასაველთსა და რუსეთს შორი ურთიერთობის ესკალაცია კვლავ გაგრძელდება და რუსული პროპაგანდის მიერ შექმნილი ილუზია, თითქოს დასაველთის მოკავშირე ქვეყნები რუსეთთან ანტიტერორისტულ ოპერაციაში რუსეთთან თანამშრომლობას ცდილობენ ნელნელა დაინგრევა. რაც შექმნის "ღალატის" ილუზიას. შედეგად ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი კიდევ უფრო რთული კონფიგურაციის გაახდება რაც გაზრდის ორ ბანაკს შორის შეტაკების რისკებს!
დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ასევე წაიკითხეთ:
Комментариев нет:
Отправить комментарий