Страницы

пятница, 25 декабря 2015 г.

ქართველ უთქმელთა სექტა

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები უცნაური და ძალზედ გაამღიზიანებელია გაუთქმელობითა და დაფარულობის გამო. საქართველოს მეოცნებეთა პარტია, გაუთქმელთა პარტიად გადაკეთდა და მიუხედავად იმსა რომ სახეზეა შიდა არეულობა, არავინ არაფერს გვეუბნება.
არავინ ამბობს მიზეზებს რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა, რა მიზეზი აქვს, რა მიზანი, რას ემსახურება და ა.შ.
დღევანდელმა სახელისუფლებო გუნდმა შესანიშნავი არგუმენტი მოიფიქრა პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად და თანამდებობებიდან მაღალი ჩინების წასვლას, როგორც სასარგებლო მოვლენას ისე გვტენიან. არადა უამრავი ადამიანი იჯერებს ამ პროცესის სარგებლიანობას გამომდინარე იქიდან რომ წასულები, საკუთარ ნაბიჯს აფასებენ ასე და ხსნიან იმით რომ სკამზე ჯდომის მანიაკალური ლტოლვა არ აქვთ! რაც ისეთივე აფსურდია, როგორც ის რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყანა განვითარდა! ამ მიდგომის ეტიმოლოგია ისევ კომუნისტური წარსულიდან იღებს საწყისს და განაპირობა იმან რომ თანამდებობაზე ყოფნა, გასაგები მიზეზების გამო უფრო მეტი სარგებელის მომტანი იყო, ვიდრე პასუხისმგებლობის. ასეთი დამოკიდებულება შენარჩუნებულია და მშვენივრად გაითავისეს აწმყოს ჩინოვნიკებმაც. არადა რომ მოუსმინო სულ ხალხის სამსახურში დგანან და ამავე ხალხს, არ ეუბნებიან იმას თუ რატომ დატოვა ჯერ ივანიშვილმა თანამდებობა და ახლა უკვე ღარიბაშვილმა. ყველა ხვდება რომ რაღაც არ არის ისე როგორც უნდა იყოს მაგრამ არა, არ ამბობენ და ისევ თავგზას უბნევენ მოსახლეობას. მკვიდრდება ეს ნახევრად გათქმულობის ტრადიცია და სახელმწიფოს მართვის სადავეებთან შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები, მხოლოდ იმას გვთხოვენ რომ პრობლემას თვალი ავარიდოთ და მათი გადმოსახედიდან დანახაული სიკეთეები აღვიქვათ ისეთივედ, როგორც ამას თვითონ და საკუთარი გარემოცვა აღიქვამს. კი ბატონო, კარგს არავინ არავის არ უნდა უკარგავდეს მაგრამ რა უყოთ იმ გაფუჭებულ საქმეებს, გაჩერებულ პროექტებსა და გაღატაკებულ მოსახლეობას, რომელიც ამ პრობლემებთან ტრიუმფალური და სასარგებლო, მაღალზნეობრივი თანამდებობის პირების სახლში წასვლის შემდეგ, მარტოდ რჩება და საკუთარი ძალებით უწევს გამკლავება, "ტრიმფალურად წასულთა" შექმნილ პრობლემებთან? ვინ აგებს ამ ყველაფერზე პასუხს? 
 ამ უაპსუხო კითხვებშია ის "ტრიუკი" რომელიც ბიძინამ ჩაგვიტარა თავისი ჭკუით და ამ დრომდე მეტნაკლები წარმატებით ანხორციელებს. პასუხისმგებელი არავინ იქნება ასე ფიქრობს ბიძინა და ამისთვის ზომები, მას რომ ჰკითხო, ალაბთ ჰგონია რომ უკვე მიღებული აქვს. თუმცა ძნელია ასცდეს ამ პასუხისმგებლობას რადგან ვიღაცამ პასუხი უნდა გასცეს ხალხს რატომ რიგდებოდა მილიონები წარუმატებელი საქმეებისთვის მინისტრთა კაბინეტში, რატომ არ იხსნება გახმაურებული საქმეები, რატომ ზიან თანამდებობაზე ის პირები, რომლებსაც არანაირი კომპეტენცია ამ თანამდებობაზე ყოფნის არ გააჩნიათ და ა.შ.? 
 თუ დაუკვირდებით საინფორმაციო სიუჟეტებეში ხშირად გაიგებთ ფრაზას - "არც უარყოფს და არც ადასტურებს", კითხვა უპასუხიდ დატოვა და ა.შ.   ამავე დროს კი ნებისმიერი მინისტრი თუ თანამდებობის პირი, რომელსაც ანგარიშვალდებულების ვალდებულება გააჩნია ხალხის წინაშე, დაუფიქრებლად გიპასუხებთ რომ ის "ხალხის სამსახურში" დგას! საინტერესოა მათი გადმოსახედიდან რას ნიშნავს "ხალხის სამსახურში დგომა"... ნუთუ იმას რომ არაფრის კეთებასა და ბიძინას ერთგულებაში აიღოს ხალხის კუთვნილი ბიუჯეტიდან ფული? ის რომ თანამდებობის პირი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ არ აკეთებს განმარტებას, ნიშნავს იმას რომ ის არაკეთილსინდისიერია ამ საქმეში, სხვა მიზეზი არ არსებობს ასეთი დაფარულობისთვის. მათ შორის არგუმენტი რომ "გუნდს ზიანი არ მიადგეს", ისეთივე პრობლემატურია რადგან ესეც ნიშნავს იმას რომ ეს გუნდი არასწორ გზას ადგას და არაკეთილსინდისიერად იყენებს, მისთვის მოსახლეობის მიერ მინიჭებულ ნდობას!
 ჟურნალისტების კითხვებზე რეაქციებში, ხშირად შემიმჩნევია რომ დასმულ კითხვას არ აღიქვამენ როგორც საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვას და მასზე პაუხის გაცემას განსაზღვრავენ იქიდან გამომდინარე თუ რომელ მედია საშუალებას წარმოადგენს ჟურნალისტი. შემდეგ კი იმაზე სწუხან რომ სათანადოდ არ შუქდება "კარგი საქმეები". ესეც მათივე უმეცრების მიზეზით არის განპირობებული. ყველას გახსოვთ ალბათ რომ პირველივე დღეებში მთელი მეოცნებეთა პარტია ერთხმად გაჰკიოდა - "ჩვენ პიარით არ დავკავდებითო"! ხომ გახსოვთ? ხოდა ეს ნიშნავს იმას რომ მათ პიარი "გაუკეთებელი საქმეების" შესახებ შექმნილი საინფორმაციო კამპანია ეგონათ და როდესაც სახელისუფლებო კაბინეტებში შეაბიჯეს, მიხვდნენ რომ დიდი შეცდომა დაუშვეს, თუმცა ამ შეცდომის გაცნობიერებისთვის დიდი დრო დასჭირდათ!
 თავმოყვარე საზოგადოება, ჯერ იავანიშვილსა და შემდეგ ღარიბაშვილს, ყველა იმ მინისტრებისა თუ თანამდებობის პირების ჩათვლით, რომლებიც კუკუ-დამალობანას ეთამაშებიან ხალხს, ეშაფოტზე გაიყვანდა პასუხისმგებლობისთვის თავის არიდების გამო და სამუდამო განაჩენს გამოუტანდა მათ როგორც აფერისტებს და სახელმწიფოსთვის მავნე ელემენტებს, მაგრამ მშიერი ხალხის იმედი, ისევ შვიდ მილიარდიანი ტომრიდან გავარდნილ გროშებზე ოცნებაშია და ამართლებენ ამ  გაქცევებს თანამდებობებიდან. იმას აღარ უსვავ ხაზს რომ ღარიბაშვილის გაქცევამ ქვეყნის კულისებს მიღმიდან მართვა დაადასტურა და მგონი რომ აღარავის შერჩა ილუზია იმაში რომ ბიძინა, აბსულუტურად უსტატუსო ადამიანი მართავს სახელმწიფოს ერთგული მარიონეტების მეშვეობით!
 ამ ყველაფერმა შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე რომ ერთ მშვენიერ დღეს, ქვეყანა თავზე ისე დაგვემხოს, ვინ იქნება დამნაშავე არ გვეცოდინება. ის ბრძენი კაცი კი სადმე ოკეანეთში, მწვანე კუნძულზე იჯდება და დაწერს მთავარ წიგნს - ადმიანის თვითგადარჩენის ინსტიქტის მოქმედების შესახებ... ჩენ კი ამ დროს რუსთაველის გამზირის ნგრევასა და ერთმანეთისკენ თოფების სროლით ვიქნებით დაკავებულები!

დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ყოველი შემოწირული თეთრი მოხმარდება ბლოგის განვითარებას, თარგმანსა და ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდების უზრუნველყოფას

Комментариев нет:

Отправить комментарий