Страницы

понедельник, 21 декабря 2015 г.

ოსი სეპარატისტები პანკისიდან მომდინარე საფრთხეზე შფოთავენ!?

ფოტოს წყარო
მიმიდნარე წლის 16 დეკემბერს, ერგნეთში გაიმართა ინციდენტებზე პრევენციის ჯგუფის შეხვედრა, რომელიც როგორც წესი სამაჩაბლოში, ოკუპაციის ხაზის გასწვრივ შემქნილ ვითარებას და იმ ინციდენტებს ეხება, რომელიც ოკუპაციის ამ ზონაში ხდება.
ამ შეხვედრებზე ირკვევა გატაცებული ქართველების ბედი და ხდება უგზოუკვლოდ დაკარგულთა შესახებ მოპოვებული ინფორმაციების გაცვლა. როგორც წესი ამ შევხედრების შესახებ კეთდებოდა სიუჟეტები და მოკლე საინფორმაციო შეტყობინება, სხვდასხვა ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებში, თუმცა ბოლო დროს ეს ტრადიცია დაირღვა და საქართველოს მოსახლეობას ამ შეხვედრების შესახებ ინფორმაცია აღარ მიეწოდება. სამაგიეროდ ყოველ შეხვედრას დეტალურად აშუქებს ოსი სეპარატისტების მედია.
 ამჯერად ყველა სხვა შეხვედრისგან განსხვავებული ეს შეხვედრა იმით იყო რომ ოსი სეპრატისტების წარმომადგენლებმა, ქართულ მხარესთან შეხვედრისას დააყენეს პანკისში მითიური ISIS-ის მებრძოლების საკითხი, რომელიც მათი აზრით ემუქრებიან სეპარატისტული რეჟიმის უსაფრთხოებას. დავით სანაკოევმა განუცხადა ქართველებს რომ ამ ინფორმაციას მთელი სერიუზულობით მოეკიდნონ რადგა მისი თქმით, ისინი "ფლობენ უტყუარ ინფორმაციას" პანკისის ხეობაში ტერორისტების არსებობის შესახებ და აცხადებენ რომ დიდი ალბათობით საახალწლო დღესასწაულების დღეებში, ისინი გეგმავენ შეიარღებულ პროვოკაცის ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე წყარო.  osradio.ru-ს საკუთარ მსალაში ინფორმაციის სიზუსტის მტკიცებულებად მოშველიებული აქვს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ 15 დეკემბერს გამოქვეყნებული მასალა, რომელშიც მოყვანილია იუსუფ ბორჩაშვილის სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ მტკიცებულბედ წარმოდგენილი ფარული ვიდეო ჩანაწერის სტენოგრამა. სადაც ბორჩაშვილი ISIS-თან კავშირებზე ლაპრაკობს სუსის მაღალჩინოსანთან წყარო. განსხვავება ოსი სპარატისტების მტკიცებასა და ამ მასალას შორის არის ის რომ სეპარატისტები ამტკიცებენ, თითქოს პანკისში სირიიდან დაბრუნებული "ბოევიკები" არიან მობილიზებულები, რომლებიც ცხინვალის რეგიონში შეჭრასა და იქ შეიარაღებული პროვოკაციის მოწყობას გეგმავენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მასალაში კი საუბარია მხოლოს იმაზე თუ რა ფუნქციის მატარებელი იყო ბორჩაშვილი, როგორც ISIS-ის წარომამდგენელი საქართველოში . 
 პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის თუ ვისგან მიწოდებული ინფორმაციის გაჟღერება მოხდა ამ შეხვეედრაზე სეპარატისტების წარმომადგენლის მხრიდან. დიდი ანალიტიკური უნარები არ უნდა იმის მიხვედრას რომ პანკისის თემით აპელირება, რუსული კოზირია საქართველოს წინააღმდეგ და ოსმა სეპრატისტებმა ის უბრალოდ კიდევ ერთხელ გააჟღერეს. ამ თემის აქტივაციას საქართველოში ღიად მოქმედი პრორუსი ორგანიზაციები და ექსპერტ-პოლიტოლოგებად წოდებული კოლაბორაციონისტებიც ცდილობენ, რომელიც რა თქმა უნდა რომ კონკრეტულ მიზანს ემსახურება და მართულია ლუბიანკიდან. დიდი ალბათობით ამ სერიიდან უნდა იყოს დღეს რუსული სააგენტო lifenews.ru-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, საქართველოში ტერორისტებთან კავშირში მყოფი 21 წლის ქალის ყოფნის შესახებ, რომელიც მათი მტკიცებით ეგვიპტეში იქნა გადაბირებული და ეხლა ცდილობს რუსეთში დაბრუნებას ტერორისტული აქტის მოსაწყობად წყარო.  
 უცნაურია ის რომ ასეთ საინფორმაციო კამპანიაზე, არავითარი რეაგირება არ შეიმჩნევა ქართული მხარიდან და არავინ იცის როდის წამოყოფს ეს პრობლემა თავს. რუსულ საინფორმაციო პოლიტიკას თუ დაუკვირდებით, ეთნიკური რუსებისა და რუსეთის პასპორტების მქონე პირთა დავცის არგუმენტი, მეზობელ ქვეყნებში ინტევენციის გამართლებისთვის ტერორისტული საფრთხეებით შეიცვალა და შესაბამისად ასეთი კამპანიის წარმოება საქართველოს წინააღმდეგ, მეტად საშიში ფაქტორია. ამას თუ იმ დაპირისპირებასაც დაუმატებთ, რომელიც თურქეთსა და რუსეთს შორის არსებობს და ამ კონტექსტში რამდენიმე დღის წინ ჩვენს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის განხილვას გავიხსენებთ ბმული, ეს საინფორმაციო "შეტევა" კიდევ უფრო ცხადი საფრთხე გახდება, რომელიც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.

დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ყოველი შემოწირული თეთრი მოხმარდება ბლოგის განვითარებას, თარგმანსა და ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდების უზრუნველყოფას

ასევე წაიკითხეთ:

რუსოფილი ექსპერტების უცნაური ანალიტიკა და კადიროვი ჩვენს საზღვრებთან!

ვლადიმერ ხომერიკი: რუსეთი "რბილ ძალას" არასაკმარისად იყენებს ! (ვიდეო/video)

პაციფიზმი თუ სიბრიყვე - რომელი უფრო გვჭირს?

რუსული პროპაგანდის საომარი რიტორიკა და საქართველო!

Комментариев нет:

Отправить комментарий