Страницы

понедельник, 28 декабря 2015 г.

ამერიკულმა სპეცრაზმმა თარხან ბათირაშვილი შეიპყრო?!

ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში მებრძოლი და ერთერთი საველე მეთაური თარხან ბათირაშვილი არაერთხელ გამხდარა მადიის ყურადღების ობიექტი და ყოველი მათგანი სარკისებურად აირეკლება
ქართულ საინფორმაციო სივრცეშიც, რაც განპირობებული მისი წარმოშობით. დღეს კვლავ გავრცელდა ამ პიროვნების შესახებ მორიგი დაუდასტურებელი ინფორმაცია.
საინფორმაციო სააგენტოების რუსულ ენოვანი სეგმენტი ავრცელებს ინფორმაციას ამერიკული სპეცრაზმის მიერ, ერაყის კირკუკის პროვინციაში თარხან ბათირიშვილის შეპყრობის შესახებ, რომლის დაპატიმრებაც სპეცოპერაციის ფარგლებში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ამერიკული სპეცდანიშნულების რაზმმა დისანტირება მოახდინა ოპერაციის ჩატარების ზონაში და ბათირიშვილთან ერთად, დააკავა ISIS-ის კიდევ ორი საველე  მეთაური წყარო. გავრცელებული ინფორმაციით ბათირიშვილის დაკავება მოხდა პარასკევს, თუმცა საქართველოში მცხოვრებმა მისმა ნათესავებმა ამ დაკავების შესახებ არაფერი იციან და არც საქართველოში აშშ-ს საელჩო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას წყარო.
ადრეც არაერთხელ გავრცელებულა ბათირიშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, რომელიც როგორც წესი არ დასტურდება ხოლმე და არც ის არის ცნობილი თუ რა გახდა ასეთი ინფორმაციის გავრცელების საფუძველი და რას ემსახურება მორიგი დეზინფორმირება ბათირიშვილის პიროვნებასთან დაკავშირებით, თუ კი ის მართლაც დეზინფორმირებაა. 
უნდა ითქვას რომ თარხან ბათირაშვილი დიდი ხანია არ გამოჩენილა და მისი მოქმედებების შესახებ არაფერი იყო ცნობილი. თუმცა ამბობებნ რომ ის ერთერთი ყველაზე წარმატებული საველე მეთაურია ამ ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში და არაერთი წარმატებული ოპერაცია აქვს ჩატარებული. 
 ბოლო დღეების განმავლობაში აღნიშნული ტერორისტული ორგანიზციის წინააღმდეგ, ერაყის საჯარისო ნაწილებმა მაშტაბური შეტევა დაიწყეს და სრულად გაათავისუფლეს ქალაქი რამადი, რომლის შესახებაც ფოტო და ვიდეო მასალები ვრცელდება ახლო აღმოსავლურ მედიაში წყარო, თუმცა ბათირაშვილის დაკავების შესახებ ამ მასალებში არაფერია ნათქვამი.

დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ყოველი შემოწირული თეთრი მოხმარდება ბლოგის განვითარებას, თარგმანსა და ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდების უზრუნველყოფას

Комментариев нет:

Отправить комментарий