Страницы

понедельник, 28 декабря 2015 г.

რუსი დეპუტატები პოლიგონზე საბრძოლო მომზადებას გადიან

რუსეთში საომარი რიტორიკა როგორც ჩანს მიზანმიმართულად მძაფრდება და ამ პროცესში, რიგითი ჯარიკსებისა თუ პროფესიონალი სამხედროების გარდა, რეგიონული საკანონმდებლო ორგანოების დეპუტატებიც ერთვებიან.
მაგალითისთვის გასულ დღეს სტავროპოლის დუმის დეპუტატბმა და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა საბრძოლო მომზადება გაიარეს ერთერთ პოლიგონზე, სადაც ივარჯიშეს ტყვიამფრქვევებიდან, ავტომატებიდან და სნაიპერული  შაშხანებიდან სროლაში. ასევე გავრცელებული ინფორმაციით დეპუტატებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს განუმარტეს იმ საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებისა და საფრთხეების შესახებ, რომელიც უკავშირდება რუსეთს და ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, შესაძლო კონფლიქტის შესახებ. როგორც გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, მსგავსი შეკრებები ტრადიციული გახდება სახელმწიფო აპარატის ჩინოვნიკებისთვის და მიზნად ისახავს სახელმწიფოს ადმინისტრაციის თანამშრომელთა მომზადებას მაშტაბური კრიზისებისთვის წყარო.
 უნდა აღინიშნოს რომ მსგავის წვრთნები მიუთითებს იმ შესაძლო გართულებებზე, რომლის შესახებაც რუსეთის შესაბამისი სამსახურები ალბათ საქმის კურსში არიან ან თავად გეგმავენ და ასეთ ინიციატივის "თვითაქტივობად" ჩათვლა, უბრალოდ სიბრიყვე იქნება.  
 მგონი რომ საქართველოში, როგორც კონფლიქტისა და საერთო საზღვრის მქონეს რუსეთთან, ყურადღებას უნდა ვაქცევდეთ მსგავს აქტივობებს რუსეთში, რომელიც პირველი მინიშნება არ არის მაშტაბური კონფლიქტისთვის მზადების თვალსაზრისით და თუ კი იმ რიტორიკასაც დაუმატებთ, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის განცხადბებში ისმის, შეშფოთების საფუძველსა და კონტრზომებისთვის მზაობის აუცილებლობას, ნათლად დავინახავთ.  ძალზედ ელემენტარულია ის რომ საქართველოს დღეს არ აქვს სიმშივდისა და პაციფიზმის გაფურჩქვნის შესაძლებლობა, მაშინ როდესაც რუსეთის სახით მეზობელი გყავს და თანაც მასთან საერთო საზღვარი გაქვს. თავი  რომ დავანებოთ ჩენს პრობლემებს რუსებთან, რომელიც სეპარატიზმის ხელშეწყობის გამო გვაქვს შექმნილი, გამოკვეთილი სამხედრო პოლიტიკური აქტივობა ახლო აღმოსავლეთში, ჩვენი ქვეყნის ინტერესების ზონებში გადის და ზოგიერთ შემთხვევაში (მაგ. სომხეთის), პირდაპირ ჩვენს ტერიტორიაზეც კი გაედინება. არაერთხელ დამიწერია ამ მდგომარეობის შესახებ და ვთვლი რომ ქართული საზოგადოება, სრულიად მოუმზადებელია მაშტაბური კრიზისებისთვის, რომლისთვისაც რუსეთი აქტიურად ემზადება. ამ სამზადისში, რუსი პოლიტიკოსები და სამხედრო სტრატეგები ბოლო დროს ხშირად ახსენებენ ბირთვულ შიარაღებას, რომლის გამოყენების შემთხვევით წარმოქმნილი ვითარების პირობებში მოქმედების, არანაირი ინსტრუქცია არ შეუქმნია საქართველოს არცერთ ხელისუფლებას და არც ის იცის მოსახლეობამ, თუ როგორ უნდა მოიქცეს, რა ზომებს მიმართოს და ა.შ. აღარაფერს ვამბობ სამოქალაქო თავდაცვითი ინფრასტრუქტურის არ არსებობის შესახებ, რომელიც განხილვის საგანი 2008 წლის ომის შემდეგ გახდა, თუმცა ახალი ხელისუფლების პირობებში, სრულად მივიწყებული იქნა და არავინ იცის რა ხდება ამ სფეროში. 
 ჩემი ღრმა რწმენით, ასეთი საერთაშორისო ვითარების გამო, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განაახლოს რეზერვისტების მომზადება და შექმნას ინსტრუქტაჟი სამოქალაქო თავდაცვითი ღინისძიებების შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მოქალაქისთვის. მოხდეს საფრთხეების რეალური შეფასება და მიუხედავად პირდაპირი მუქარის არ არსებობისა, განახორციელოს ღონისძიებები მოსახლეობისა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების სისტემის შექმნისთვის.  
 ფაქტია რომ ამ ვითარებებისთვის მზადება გარდაუვალი აუცილებლობაა და გვიანი იქნება კრიზისის დადგომის პირობებში, მსგავსი საკითხების გადაჭრაზე ფიქრი და მოქმედების დაწყება!

დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ყოველი შემოწირული თეთრი მოხმარდება ბლოგის განვითარებას, თარგმანსა და ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდების უზრუნველყოფას

ასევე წაიკითხეთ:

რუსეთის საომარი და ბირთვული რიტორიკა ქართველთა პაციფიზმის ფონზე!

კრიზისებისთვის მოუმზადებელი საქართველო - ვინ აგებს პასუხს?

ოკუპირებულ ტერიტორებზე რადიაცული დაბინძურების პირობებში მოქმედების წვრთნები ჩატარდა!

რუსული პროპაგანდის საომარი რიტორიკა და საქართველო!

რუსეთი ბირთვული ომისთვის ემზადება - უშიშროების სხდომის დღის წესრიგი! (ვიდეო/video)

საქართველო რუსეთის საჰაერო თავდაცვითი სისტემის ალყაშია!



Комментариев нет:

Отправить комментарий