ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხშირად ვწერდი რომ საინფორმაციო სივრცის უდიდესი ნაწილი სასამართლოებში მიმდინარე პროცესებით იყო გაჯერებული, რომელიც თავის მხრივ
განპირობებული იყო ამ პოლიტიკური გუნდის მიერ გალოზუნგებული "სამართლიანობის აღდგენით". რა ბედია ეწია "სამართლიანობის აღდგენას" ყველასთვის ცნობილია. მისი უტოპიურობა ლოზუნგშივე ჩანდა და ისიც გასაგები იყო რომ ამ პროცესით "ქართულმა ოცნებამ" ერთგვარი პანდორას ყუთი გახსნა, რომლის შედეგებსაც რა თქმა უნდა რომ თავად იწვნევდა და აი როგორც ჩანს, დადგა ამ შედეგის მიღების დროც.
განპირობებული იყო ამ პოლიტიკური გუნდის მიერ გალოზუნგებული "სამართლიანობის აღდგენით". რა ბედია ეწია "სამართლიანობის აღდგენას" ყველასთვის ცნობილია. მისი უტოპიურობა ლოზუნგშივე ჩანდა და ისიც გასაგები იყო რომ ამ პროცესით "ქართულმა ოცნებამ" ერთგვარი პანდორას ყუთი გახსნა, რომლის შედეგებსაც რა თქმა უნდა რომ თავად იწვნევდა და აი როგორც ჩანს, დადგა ამ შედეგის მიღების დროც.
ზემოთ ხსნებული ლოზუნგის ფონზე, ელისაშვილის მიერ წამოწყებული პროცესი, ერთობ საინტერესოა თუნდაც იმიტომ რომ გავიგოთ რა დაუჯდა ქვეყანას ეს პოლიტიკური აქცია, რომელიც სანახაობრივი თვალსაზრისითაც კარგად ორგანიზებული იყო. ელისაშვილის მხილების პროცესი წარმოაჩენს სახელისუფლებო გუნდის შემადგენელი ნაწილების მენტალურ თავისებურებასა და მოტივაციას, რომლის გამოც ხელისუფლებაში მოსვლა სურდათ. "სამართლიანობის აღდგენის" პირველი ტალღა, რომელსაც საპატიმროს უზარმაზარ კარებში ბესელია, სუბარი და ფატი ხალვაში გამოუძღვნენ რომ არ იყო მთლად უანგარო, იმაშიც ჩანდა რომ იქ ისეთი ბრალდების მქონე ადამიანები იყვნენ შეყვანილი, რომელთა საქმეების როგორც მინიმუმ საჯარო გარჩევა უნდა მომხდარიყო და დაესაბუთებინათ მათი "პოლიტიკური ნიშნით" დაპატიმრება. ამ ნაწილში ვგულისხმობ რუსეთის მოქალაქე ჯაშუშებს, "ენვერის" მონაწილე მსჯავრდებულებს და მსგავის შინაარსის საქმეებს:
(გავიხსენოთ 2013 წლის 13 იანვრის საინფორმაციო გამოშვება რომელიც მხოლოდ ამ თემას იყო მიძღვნილი, დამეთანხმებით ორგანიზებულობა ეტყობა)
მაშინაც და ეხლაც დარწმუნებული ვიტყავი და ვარ რომ ეს პროცესი ერთერთი მნიშვნელოვანი აქცია იყო რომელიც საგულდაგულოდ დაიგეგმა და რომლის მიზანიც იყო წინა წლებში "რეჟიმის" ფონზე საკუთარი კეთილშიბილების ჩვენება. ბიძინას ტიპაჟიდან გამომდინარე კი მისთვის უფრო მისაღები იქნებოდა თუ ამით ვინმე ფულსაც იშოვიდა, იმიტომ რომ კომპრომეტირებული პოლიტიკოსების უადვილესი სამართავები არიან და ამ შანსს ხელიდან ის არ გაუშვებდა!
დიდი ალბათობით ელისაშვილის მიერ წამოწყებული მხილების პროცესი დიდხანს გასტანს და სავსე იქნება სახელმწიფო აპარატის მანევრებით. თუმცა ოპერაცია "ბესელიას და კობახიძის გადასარჩენად" ადრე თუ გვიან მაინც მივა ლოგიკურ კრახამდე და გასაჯაროვდება მათი ნამოქმედარი.
ფაქტი იყო რომ ამ ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ცდუნებას არ მოეხდინა შურისძიება და არ შეექმნა ის ვითარება რომ მათი ნამოქმედარი, მომავალ ძალაუფლების მქონე გუნდის მხრიდან არ გამხდარიყო სხვაგვარი "სამართლიანობის აღდგენის" მოტივატორი. როგორც ჩანს ამ ზღვარს გადავიდნენ და ამაზე ისიც მოწმობს რომ ყველა არასახელისუფლებო ძალა, გარდა ღიად პრორუსული ძალებისა, მათთან დაპისპირებულია. შესაბამისად აუცილებლად დაისმევა კითხვები პრორუსული ძალებისთვის სასრგებლო ნიადაგის შექმნისა და სახელმწიფოს მტრების ციხეებიდან გამოშვების გამო. მით უმტეს აქტუალური გახდება ეს თემა იქიდან გამომდინარე რომ ხელისუფლებაში ყოფნის 4 წლის განმავლობაში, იდეოლოგია ვერ ჩამოაყალიბეს და ქვეყანა დეპრესიულ ჩიხში შეიყვანეს. "ბესელია-კობახიძის მხილებას" თავისთავად მოჰყვება ეს კითხვები და დღევანდელ ძალაუფლების საჭეთ მპყრობელებს, მოუწევთ პასუხების გაცემა ამ კითხვებზე!
ელისაშვილის მხილების პროცესში არ მომწონს ის რომ ისიც აგრძელებს ბოლო დროს დამკვიდრებულ ნახევრად გასაჯაროებული სიმართლის ტრადიციას და ბოლომდე არ აცნობს საზოგადოებას იმ სახელებსა და გვარებს, რომელთა დანაშაულზეც ყველას გააგებინა რიგით მოქალაქეთა გარდა, არ ასახელებს კონკრეტულ საქმეებს და ა.შ რაც მგონი რომ არ უნდა იყოს მთლად ჯანსაღი პროცესი. ეს რაღაც გაუგებარი ნახევრად მხილება ცოტა გამაღიზიანებელია - რატომ მიიჩნევა და აღიქმება საზოგადოების მხრიდან ეს ნორმალურად ვერ ვხდები. ისინი პოლიტიკაში მოსვლით საჯარო პირები გახდნენ რომელთაც ხელფასებს უხდით ჩვენ და ესეც რომ არ იყოს, ჩვენი ყოფა-ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე ზემოქმედებენ. იგივე უკმაყოფილების გრძნობა დამეუფლა რაგბის პრეზიდენტსი არჩევნებთან დაკავშირებულ პრობლემაზე, ფეხბურთის ფედერაციის და ა.შ.
და ბოლოს, საზოგადოებრივი ინტერესი ბესელია-კობახიძის მხილების მიმართ, იმ ნაწილისთვის რომელსაც პოლიტიკური ანტიპათია მოტივაციად არ აქვს, იმით არის განპირობებული რომ დიდ ფულზე, მილიონებზეა ლაპრაკი. სამწუხაროა რომ ისინი იმაზე კი არ ბრაზობენ ამ შესაძლო თანამდებობეის ბოროტად გამოყენებით ათას ჯურის გარეწარი რომ გამიუშვეს გარეთ, არამედ იმით რომ "დიდ ფული" წაიღეს!
დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ყოველი შემოწირული თეთრი მოხმარდება ბლოგის განვითარებას, თარგმანსა და ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდების უზრუნველყოფას

Комментариев нет:
Отправить комментарий