Страницы

четверг, 17 декабря 2015 г.

პუტინის მე-11 დიდი პრესკონფერენცია! (ვიდეო/video)

რა უთხრა პუტინმა დღევანდელი პრესკონფერენციით საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას? დასაწყისშივე მის მიერ მოყოლილი ანეგდოტი, წინა წლის ეკონომიკური ვითარების შეფასების შეხსენების შემდეგ, ნიშნავდა იმას რომ შემდეგ მოყვანილი ყველა ის არგუმენტი, რომელიც განვითარების დასაბუთებისთვის მოიყვანა, ტყუილი იყო.
ყოველ წელს რუსეთი გადის კრიზისების ფსკერებს და რატომღაც, ყოველი ფსკერის გავლა მონათლულია აღმავლობად, რომელიც შეუმჩნეველი რჩება რიგითი მოქალაქეებისთვის. ყველაზე მთავარი გზავნილი პუტინის ამ პრესკონფერენციაში იყო ის რომ რუსეთის მოქალაქეებმა უნდა გაღონ გარკვეული თანხები გადასახადების სახით, იმიტომ რომ იარსებოს ადგილობრივმა  სახელმწიფო მართვის ორგანოებმა. არავის გახსენებია ის რომ 2001 წლიდან, ნავთობის გაყიდვებით მიღებული კოლოსალური თანხების ბედი მოეკითხა და დაესვა კითხვა პუტინისთვის თუ სად წავიდა იმდენი ფული და რის განვითარებას მოხმარდა. დაკვირვებული მაყურებელი თუ მსმენელი, შეამჩნევდა რომ პუტინის მიერ ნათქვამი მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმარება, ნავთობის ფასზე 50$ გათვალისწინებით, უკვე მოცემულ მომენტშივე არასწორია და მისი ფასი დღეს 37$-მდეა ჩამოსული. რაც იმას ნიშნავს რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დეფიციტი გარდაუვალი იქნება და შესაბამისად აისახება ქვეყნის მოსახლეობაზეც, რაც თავის მხრივ მათ კიდევ ერთი კრიზისი ფსკერის მოსინჯვის ბედნიერებას მიანიჭებს... 
 საკუთარი მოსალხეობის გარდა დღევანდელ გამოსვლაში პუტინმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო მნიშვნელობის განცხადებები გააკეთა და პირველ რიგში ეს ეხებოდა თურქეთს. რომლის მიმართ აგრესიულობა დაუფარავი იყო და პირდაპირ შეურაცყოფებსაც არ მოერიდა. მაგალითად როდესაც რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შესახებ კომენტარს აკეთებდა:

დარწმუნებული ვარ ეს კომენტარი არ დარჩება უპასუხოდ თურქული მხარის მიერ და თავის შედეგებს იქონიებს იმ დაპირისპირებაზე, რომელიც თურქეთსა და რუსეთს შორის არსებობს. 
 ვერაფრით ვერ აუვლი გვერდს პუტინის განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით და ვერც იმას თუ რა გამოხმურება ჰპოვა ამ განცხადებამ საქართველოში. ღარიბაშვილის მიერ "კონსტრუქციულად" გამოცხადებული პუტინის "აფერისტული" სურვილები ბმული, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე რომ საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად არ დგება იმ საჭირო პოზიციაზე, რომელიც რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს. გასაოცარია თავად ჟურნალისტის კითხვის კონტექსტი, რომელმაც ვერცერთ ნაწილში საქართველოს ინტერესი ვერ წარმოაჩინა და იმ ფონზე, როდესაც ფაქტობრივი ომის მდგომარეობაში ვართ რუსებთან, მისცა საშუალება პუტინს ელაპარაკა ვიზებსა და "პეტრუშკაზე"... ჩემი ღრმა რწმენით რუსეთთან ურთიერთობის ჩვენი გამოცდილება, არ უნდა გვაძლევდეს იმის საშუალებას რომ ჩვენივე მოქალაქეების რუსეთში წასვლის სურვილებს, ასეთი მაშტაბის ღონისძიებებზე გამოვხატავდეთ და ამით რუს ობივატელს უქმნიდეთ ილუზიას რომ სააკშვილისგან გათავისუფლების შემდეგ, ქართველი ერი, სულმოუთქმელად ელოდება რუსეთში უვიზოდ წასვლას! 
 საერთო ჯამში ეს "ცირკი" რომლის ანალოგებსაც ხშირად გვთავაზობდა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებაც, არაფრისმთქმელი იყო. ის რაც მოისმინა რუსმა ერმა საკუთარ თავზე არ იყო და ისინიც, ჩვენი არ იყოს, სხვა "ზეციური რუსეთის" შესახებ ისმენენ ანგარიშებს, რომლის მთავარი მიზანი ილუზიის შექმნა რომ მთავრობა მოსახლეობას აბარებს ანგარიშს გაწეული სამუშაოს შესახებ, რომლმაც ყოველი მათგანის ცხოვრება კიდევ უფრო გააუარესა ვიდრე წინა წელს იყო!

დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ყოველი შემოწირული თეთრი მოხმარდება ბლოგის განვითარებას, თარგმანსა და ინფორმაციის ოპერატიულად მოწოდების უზრუნველყოფას

Комментариев нет:

Отправить комментарий