სირიაში მიმდინარე ომი უამრავი ადამიანისთვის გაუგებარი კონფიგურაციისა, რომელშიც ვერ გაიგეს ვინ ვის ებრძვის და რატომ, რა ინტერესებისთვის.
ხშირად ამბობენ რომ ეს ომი არის ყველა ყველას წინაღმდეგ და მისი სტრუქტურა გასაგები მაშინ ხდება, როდესაც რეგიონის ეთნო-რელიგიურ ნიუანსებსა და იქ არსებული გეოპოლიტიკური შინაარსების ლაბირინთში გაერკვევი. ასეთ ვითარებაში სირიის კონფლიქტის აქტორების წინაშე ყოველდღიურად დადგება რაღაც ახალი ამოცანები, რომელიც გადაჭრას საჭიროებს და სავარაუდოდ სწორედ ასეთი ამოცანის გადაჭრას უნდა ნიშნავდეს დასაველთ კოალიციის მიერ ის "შემთხვევითი" თუ "შეცდომით" მიტანილი იერიშები ასადის არმიის ბაზებზე, რომელსაც ბოლო დღეებში უკვე მეორედ ჰქონდა ადგილი.
6 დეკემბერს დასავლეთ ანტიტერორისტული კოალიციის თვითმფრინავებმა, პროვინცია დერ აზ ზორში ასადის არმიის ბაზაზე იერიში მიიტანეს, რომლის დროსაც დაიღუპა 4 და დაიჭრა 16 მებრძოლი. კოალიციის განცხადებით იერიშის მიტანა შეცდომით მოხდა და სამიზნე ტერორისტების ბაზები იყო. ასადის ხელისუფლების საგარეოს საქმეთა სამინისტრომ აღნიშულის გამო პროტესტი გამოთქვა და გაეროს უშიშროების საბჭოსაც მიმართა საპროტესტო ნოტით.
ანალოგიური შემთხვევა მოხდა ისევ იგივე პროვინციაში, სავარაუდოდ გუშინ. ახალი ინციდენტის შეასხებ სირიელი გენერალის ალი მეიჰუბის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით რუსული მედია იტყობინება. გენერლის თქმით განმეორებით დაბომბვას სამი სამხედრო შეეწირა და ოცდაათამდე დაიჭრა. ასევე განადგურებულია სამხედრო ტექნიკა და ამუნიცია წყარო.

დასავლეთ კოალიციის წარმომადგენლებს აღნიშნულის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ და არ არის ცნობილი რომელი ქვეყნის ბომბდამშენებმა მიიტანეს იერიში ასადის არმიის ბაზაზე.
ბოლო კვირების განმავლობაში აღნიშნულ პროვინციაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა, რომელშიც გავრცელებული ინფორმაციით სირელებთან ერთად, ირანელი სამხედროებიც იღებენ მონაწილეობას. იმყოფებოდნენ თუ არა განადგურებულ ბაზე ირანელი სამხედროები, უცნობია.
მიუხედავად იმისა რომ სირიაში უახლესი რუსული ჰაერთავდაცვითი სისტემები C-400-ბია განთვასებული მათი რადარები ვერ წვდება აღნიშნულ პროვინციამდე და ამიტომ რუსული დახმარება უძლური აღმოჩნდა ამ საფრთხისგან თავდაცვისთვის. თუმცა, წინა წლებში რუსების მიერ ასადის რეჟიმისთვის მიწოდებული სისტემების გამოყენების შემთხვევაში არ უნდა გასჭირვებოდათ საჰაერო სივრცის კონტროლი მაგრამ როგორც ჩანს, ასადის თავდაცვითი სისტემა მოშლილია და გარდა უშუალო სახმელეთო საბრძოლო ოპერაციებისა, სხვას ვერაფერს აკეთებენ.

დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020

Комментариев нет:
Отправить комментарий