რუსული გამოცემა "РИАновости" იტყობინება რომ ამა წლის 5 დეკემბერს კოსმოდრომ პლისეცკიდან გაშვებულ რაკეტა "Союз-2.1В"-ში ჩამონტაჟებული ორი სამხედრო თანამგზავრიდან ერთს გამყვანი რაკეტისგან დანცალკევების დროს პრობლემები შეექმნა და ვერ გავიდა ორბიტაზე.
გამოცემის ინფორმაციით თანამგზავრები ქვეყნის თავდაცვის უწყებას ეკუთვნის, რომელთა დანიშნულებასაც უწყება არ ასაჯაროებს წყარო. აღნიშნული ინციდენტის შესახებ უწყებაში ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა ის რომ ამ ინფორმაციას "РИАновости"-ი ავრცელებს ნიშნავს იმას რომ ის აუცილებლად დადასტურდება.
რაც შეეხება ინციდენტს, გამოცემის წყაროს თქმით აღნიშნული თანამგზავრები ორბიტაზე გაყვანა ახალი გამყვანი ბლოკის "Волга"-ას მეშვეობით მოხდა, რომელსაც შესაძლოა უკავშირდებოდეს ინციდენტი. რუსეთის კოსმოსური ფრენების მართვის პუნქტში განიხილევან შესაძლებლობას თანამგზავრი და გამყვანი ბლოკი, ორბიტიდან გამოიყვანონ, დედამიწაზე დაუშვან და ჩაძირონ. გამოცემა არ ფლობს ინფორმაციას თუ სად მოხდება კომოსიდან ჩამოვარდნილი გამყვანისა და თანამგზავრის ჩაძირვა.
როგორც წესი ასეთი ინციდენტები ძალიან აქტიური განხილვის საგანი და ხშირად, რუსების დაცინვის თემა ხდება თავად რუსული პროპაგანდის გამო, რომელიც საკუთარ საინჟინრო პოტენციალის "ანალოგის არ მქონედ" შეფასებას ყველა საჭირო და არასაჭირო შემთხვევაში იყენებს.
დაეხმარე ბლოგს: GE07TB7142445063600020
ასევე წაიკითხეთ:

Комментариев нет:
Отправить комментарий