Страницы

вторник, 1 декабря 2015 г.

რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება - "აბრეშუმის გზის" რეანიმაცია!

საერთაშორისო პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი შიდა უბედურებისა თუ საქართველოს ხელისუფლების ჯიუტი დუმილის გამო, თურქეთ-რუსეთის დაპირისპირების ფონზე, ძალზედ მნიშვნელოვანი მოვლენა გამოგვრჩა მხედველობიდან, რომელიც ჩვენთვის
ძალზედ მნიშვნელოვანი პროექტის, ბაქო-თბილისი-ყარისის მომავალ პერსპექტივას ეხება და აღნიშნული დაპირისპირების ფონზე, მისი სრული დატვირთვით ამუშავების დაჩქარების პერსპექტივას ზრდის. ლაპარაკია ჩინეთიდან ევროპაში (და პირიქით) ტვირთების წამოღებაზე, ჩინეთი-ყაზახეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მარშუტით, რომლის გამოც აღნიშნული ქვეყნების მიერ სპეციალური კონსორციუმი შეიქმნა და სადამფუძნებლო სხდომაც გაიმართა სტამბოლში, მიმდინარე წლის 19 ნოემბერს. საქართველოს მხრიდან ამ კონსორციუმში "საქართველოს რკინიგზა" მონაწილეობს და ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე, 27 ნოემბერს არის გამოქვეყნებული წყარო.
 ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის ძირითადი ნაწილი დასრულებულია და დარჩენილია თურქული მხარის ნაწილის დასრულება, რომელიც რატომღაც ჭიანურდებოდა და ჩვენგან განსხვავებით, თურქებს ამ პროექტით აღტკინება მაინცდამაინც არ ეტყობოდათ. შესამჩნევი იყო რომ ეს თავშეკავება გარკვეული პოლიტიკური ნიუანსებით იყო განპირობებული და ჩვენი მხრიდან ანუ საქართველო-აზერბაიჯანის მხრიდანაც ეს ნიუანსები გათვალისწინებული იყო. ამიტომაც არ ხდებოდა ყურადღების გამახვილება თურქული მონაკვეთის მშენებლობის დაგვიანების საკითხზე. ეხლა კი "საქართველოს რიკინიგზის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე რუსული მედიის დაგვიანებული რეაქცია, მიანიშნებს იმაზე რომ ამ საკითხმა ახალი დატვირთვა შეიძინა და ეს პრობლემატურია რუსეთისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი რეაქცია არ მოჰყვებოდა, თანაც სამი დღის დაგვიანებით ბმული და ჩაივლიდა მორიგი პექრსპექტიული პროექტის განხილვის შესახებ ჩვეულებრივ შეტყობინებად. ამ თემაზე წერს ყველა რუსული გამოცემა რაც საკითხის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.
 რა თქმა უნდა რომ ამ პროექტის ამოქმედება და თურქეთ-ჩინეთს შორის, 22 მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვის შემცველი ტვირთების ბაქო-თბილისი-ყარსის მეშვეობით გადაზიდვა, მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელია, რომელსაც საქართველო სხვა მეზობლებთან ერთად მიიღებს მაგრამ ეკონომიკურზე მეტად, დღეს არსებული საერთაშორისო პოლიტიკური კონტექსტის გათვალსიწნებით, მისი პოლიტიკური მნიშვნელობა უფრო მნიშვნელოვანია. იმის გათვალისწინებით რომ აღნიშნულ მარშუტზე აღმოსაველთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებიც გარკვეულ იმედებს ამყარებენ და მისი მეშვეობით აპირებენ მსოფლიო "ქარხნიდან" პროდუქციის მიტანას საკუთარ ტერიტორიამდე, საქართველოს როგორც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის სტატუსის შექმნას განაპირობებს და შესაბამისად, უსაფრთხოების საკითხებისადმი დასავლეთის ყურადღების გამახვილებასაც გარდაუვალს გახდის. 
 თურქეთი დღეს უკვე დაინტერესებულია ამ მარშუტის ამოქმედებაში და ამას განაპიროებებს ის დაძაბულობა, რომელიც მასა და რუსეთს შორის შეიქმნა. აღნიშნული მარშუტი მნიშვნელოვანი ხდება იმითაც რომ ნავთობსადენების გარდა, ამიერკავკასიაში თურქეთ-ევროპა-ჩინეთის დამატებითი ინტერესების გაჩენას განაპირობებს, რომელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაც სწორედ თურქეთის პრეროგატივა იქნება, რომელსაც პოლიტიკური ზურგი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამაგრებული ექნება.
 ეს ყველაფერი საინტერესო ეკონომიკური ფაქტორია იმ შემთხვევაში, თუ კი თურქეთ-რუსეთის დაპირისპირება ირიბი ზემოქმედების ფორმატში დარჩა და ცხელ ფაზაში არ გადავა, რისი ნიშნებიც უდაოდ შეინიშნება. თუ კი ეს კონფლიქტი მაინც გაჩაღდა, მაშინ ეს ბრძოლა საქართველოს უბრალოდ გვერდს ვერ აუვლის რადგან თურქეთისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება სომხეთის ბლოკირება, რადგან იქ არსებული რუსული 102-ე ბაზა დიდი საფრთხის შემცველია პირველ რიგში თურქეთისთვის. თავის მხრივ კი რუსებისთვისაც ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება სომხეთზე სახმელეთო გასასვლელის შენარჩუნება და თუ კი აქამდე ვერ ხვდებოდნენ საქართველოში, რას ემსახურებოდა გასულ ზაფხულს რუსეთის სარკინიგზო ჯარების კონტიგენტის მეშვეობით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზის გაწმენდითი სამუშაოები, ეხლა შეუძლიათ სრულად გააცნოებიერონ რისთვისაც ამზადებდა ამ ხაზებს რუსეთი.
 ყველაზე მეტად რეალისტური, ამ პროქეტისადმი ყურადრების გამხვილების მიზეზთა შორის, ჩემის აზრით არის ის რომ თავად რუსეთის ტერიტორია ხდება არასანდო მსგავის გადაზიდვებისთვის და ეს შესაძლოა არ იყოს გამოწვეული მხოლოდ გეოპოლიტიკური ბრძოლით ან რუსეთის მხრიდან ეკონომიკურ საკითხთა პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტად გამოყენებით. დიდი ალბათობით ეს შესაძლოა იყოს განპირობებული თავად რუსეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი არასტაბილური ვითარების შექმნით, რომელიც კონფლიქტური კერების გაჩენასაც შეიძლება გულისხმობდეს და ამიტომაც ყველა მხარე გარდა რუსეთისა, დაინტერესებულია რუსეთის შემოვლითი მარშუტის რეაბილიტირებით.
 ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზთა შორის რომელია ყველაზე რეალისტური, უახლოესი მომავალი და ბაქო-თბილისი-ყარისის სარკინიგზო მაგისტრალის საკთხთან დაკავშირებით განვითარებული პროცესები აჩვენებს. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა ერთი რამ ნათელია - შექმნილი ვითარება საქართველოსთვის გარკვეულ პერსპექტივებს აჩენს და ამ პერსპექტივის გამოყენება საქართველოში პროდასავლური ორიენტაციის გაძლიერებაზე იქნება დამოკიდებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საოცნებო "აბრეშუმის გზა" გარდაიქმნება რუსეთ-იარანის "ბოროტების გზად" და საქართველოს სუვერენიტეტის დაკარგვად.    

Комментариев нет:

Отправить комментарий