რუსეთის თვით იზოლაციის პროცესის პარალელურად, მნიშვნელოვანი ხდება მასში შემავალი ცალკეული ეთნოსების ყოფაცხოვრება და იმ პასუხისმგებლობის გაზიარება, რომელსაც რუსეთის პოლიტიკა მათაც აკისრებს რადგან ერთ პოლიტიკურ
სუბიექტს წარმოადგენენ და უნდათ თუ არა მათ ეს, ყველა ის სანქცია რომელიც რუსეთის წინააღმდეგ წესდება, მათზეც პირდაპირ აისახება. დასავლეთთან დაპირისპირების შემთხვევაში ცალკეული ეთნოსების სიმპათიები ვერ იქნებოდა მიმართული კრებითი "დასავლეთის" მიმართ, თუმცა რადიკალურად განსხვავებული ვიათარებაა თურქეთთან დაწყებული კონფლიქტის პირობებში, რადგან რუსეთის ტერიტორიაზე თურქული ეთნიკური ჯგუფები (ეთნო ჯგუფები რუსეთში) ცხოვრებენ და მათგან ყველაზე აქტიური დღევანდელი რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში თათრეთია, რომლის შესახებაც ბოლო დღეების განმავლბაში სოციალური ქსელების მეშვეობით აქტიურად ვრცელდება რუსი ჟურნალისტის მოსაზრება თათრეთის სუვერინეტეტის მოთხოვნის შესახებ, რომელიც თავის მხრივ იმან განაპირობა რომ 25 ნოემბერს თათრეთის დედაქალაქ ყაზანში, გამართა სამეცნიერო კომფერენცია, რომელიც მიძღვნილი იყო რესპუბლიკის მეთაურისთვის "პრეზიდენტის" წოდების შენარჩუნების საკითხს. ცნობისათვის რუსეთის ფერაციის ფედერალურ ერთეულებში 2015 წლამდე უნდა გაუქმდეს "პრეზიდენტის" წოდება და შეიცვალოს სხვა სახელწოდებით. ეს საკითხი თათრეთში კიდევ იმიტომ არის პრობელმატური რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, თათრებმა აირჩიეს სწორედ პრეზიდენტი და არა სხვა ვინმე.
ზემოთ აღნიშნულ კონფერენციის ფარგლებში დელეგატებმა მიიღეს რეზოლუცია რომელიც თათრეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობას სთხოვს აღადგინოს თათრეთის 1992 წლის კონსტიტუციის ის მუხლები რომელიც რესპუბლიკას სუვერნიტეტს ანიჭებს და საერთაშორის პოლიტიკურ სუბიექტად აქცევს წყარო.
ამ კომფერენციის და ზოგადად, თათრების სუვერენიტეტის საკითხის თურქეთ-რუსეთის დაპისპირების მიმდინარე პროცესთან დაკავშირება არ იქნება სწორი რადგან ამ საკითხზე მსჯელობა იმაზე ადრე დაიწყო, ვიდრე თურქები რუსულ ბომბდამშენს ჩამოაგდებდნენ. თუმცა მნიშვნელოვანი გახდა აღნიშნული ინციდენტის შემდეგ იმიტომ რომ თათრებზე გავლენა თურქეთს ნამდვილად აქვს, რომელმაც არ არის გამორიცხული საკუთარი გავლენა გამოიყენოს რუსეთისთვის შიდა პოლიტიკური ვითარების გამწვავებისთვის იმ შემთხვევაში, თუ კი რუსეთი შეეცდება თურქეთისთვის პრობლემების შექმნას ყარაბახის კონფლიქტის სახით ან მოსაზღვრე ქურთებისთვის დახმარების გაწევით. შესაბამისად თურქული ძალისხმევის გაძლიერებით შესაძლოა მართლაც მიეცეს ახალი ბიძგი თათრეთში გარკვეული პროცესებს რომელიც არ არის გამორიცხული მწვავე კონფლიქტში გადაიზარდოს, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ანალოგიური პროცესები ჩრდილო კავკასიაში.
ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია თურქებთან ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების კავშრი და ის გავლენა, რომელიც იქ მცხოვრებ ეთნიკურ ჯგუფებზე აქვს ანკარას.
თუ თურქეთ-რუსეთის დაპირისპირება ირიბი ზემოქმედებების პრინციპებით გაგრძელდა, ასეთი სვლები აუცილებლად იქნება როგორც თურქების მხრიდან - მონათესავე ეთნიკურ ჯგუფებში, ისე რუსების მხრიდან - ქურთებისა და სომხების ნაწილში.
მნიშვნელოვანია რომ რუსეთის ექვსი რეგიონი ფლობს დამკვირვებლის სტატუსს, თურქული კულტურის საერთაშორისო ორგანიზაციაში (wiki-link) რომელთან ურთიერთობების შეწყვეტაც, მოითხოვა რეგიონებისგან რუსეთის კულტურის სამინისტრომ და ამ შინაარსის შესაბამისი წერილებიც დაგზავნა რეგიონების მთავრობებში ბმული.
თუ ყველა ამ ფაქტორს გავითვალისწინებთ და იმ გავლენის შესაძლებლობასაც მხედველობაში მივიღებთ, რომელიც მსგავს ეთნოკავშრებს ახასიათებთ, თათრეთის რუსეთის შემადგენლობიდან გასვლის თემატიკის წამოწევა გარდაუვალი გახდება. ასევე გამომდინარე იქიდან რომ მომავალი თვის ბოლომდე რესპუბლიკის მეთაურისთვის "პრეზიდენტის" წოდების საკითხიც უნდა გადაწყდეს, პოლემიკა გაგრძელდება და დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ რომ თურქეთიდან შესაბამისი განცხადებებიც გავრცელდება, რომელიც თავის მხრივ ბუნებრივად მოახდენს საკითხის აქტუალიზებას. ამის შემდეგ კი ჯერი კრემლზე იქნება და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მოვლენების განვითარების სცენარს ის თუ რას მოიმოქედებს პუტინი და მისი რაზმი!
ასევე წაიკითხეთ:
რუსეთის უახლოესი მომავალი!
ერდოღანი სირიის კომფლიქტის რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელებას წინასწარმეტყველებს!
ასევე წაიკითხეთ:
რუსეთის უახლოესი მომავალი!
ერდოღანი სირიის კომფლიქტის რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელებას წინასწარმეტყველებს!

Комментариев нет:
Отправить комментарий