Страницы

пятница, 27 ноября 2015 г.

რუსი დეპუტატი - ყოფილი სსრკ-ს ტეროტორია ჩვენი ერის საკუთრებაა (ვიდეო/vodeo)

რუსეთის დუმის დეპუტატი "Единая Россия"-დან ევგენი ფიოდოროვი, ერთერთ ინტერვიუში აცხდებს რომ ყოფილი სსრკ-ს ტეროტირები უნდა დაიპყროს რუსეთმა რადგან ეს ტერიტორიები რუსი ერის საკუთრება და სამშობლოა.
ფიოდოროვის ეს განცხადება სიმპტომატურია და კარგად ასახავს იმ დამოკიდებულებას რომელიც ზოგადად რუს პოლიტიკოსებს გააჩნიათ ახლო სამეზობლოს მიმართ. სწორედ ეს დამოკიდებულებაა ჩვენი დაპისპირების საფუძველი რუსულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და ამიტომ ითვლება რომ რუსი როგორც ასეთი, ვერ იქნება ჩვენი მეგობარი რადგან მათი აზრით, ჩვენი ქვეყნის ტერიტორია არის მათი იმეპრიის საკუთრება და არავითარი მეგობრობისა თუ თანასწორუფლებიანი ურთიერთობის იმედი მათგან არ უნდა გვქონდეს. ჩემი მხრიდან ყურადღების გამახვილება ამ კონკრეტული დეპუტატის განცხადებაზე სწორედ იმით არის განპირობებული რომ კარგად გამოხატავს რუსული პოლიტიკური გონის "ველიკოდრეჟავნიკობას", რომელიც პრობლემაა პოსტსაბჭოთა სივრცეში და სწორედ ეს იდეოლოგიური საფუძველია ამ სივრცეში ყველა პრობლემის საწყისი! 
 იმედია რუსოფილებისთვის გარკვეული მინიშნება იქნება ის თუ რას ნიშნავს დეპუტატის ასეთი განცხადება და დაფიქრდებიან საკუთარი პოზიციის მართებულობაზე რუსეთთან ძმობისა და მეგობრობის თვალსაზრისით:   

p.s. შეგახსენებთ რომ საქართველოს სახელმწიფო უფრო ადრე არსებობდა ვიდრე რუსეთის იმპერია შეიქმნებოდა! (ეს მათთვის ვისაც ისტორიული სამართლიანობის არგუმენტები აწუხებს ხოლმე)

ასევე წაიკითხეთ:

Комментариев нет:

Отправить комментарий