Страницы

пятница, 27 ноября 2015 г.

სირიაში რუსული ავიაბაზა არტილერიით დაბომბეს!? (ვიდეო/video)

მთელი დღეა უკრაინული რუსულენოვანი ინტერნეტ საიტები აქვეყნებენ ინფორმაციას, რომელიც თურქული გამოცემა hurriyet.com-ის მეშვეობით გავრცელდა და რომელშიც რუსულ საავიაციო ბაზა ჰმეიმიმზე თავდასხმის შესახებ არის მოთხრობილი.
თურქული გამოცემის ინფორმაციით, 26 ნიოემბერს რუსულ ბაზაზე თავდასხმა განახორციელა დაჯგუფება აჰრარ აშ-შამიმ, რომელიც ბაშარ ასადის მოწინააღმდეგე ძალების მოკავშირე, სალაფიტური დაჯგუფებაა. 
 თურქული გამოცემის ადგილობრივი წყაროების მიერ, თავდასხმა დადასტურებულია და მათივე თქმით, რუსული ბაზის პირადი შემადგენლობის რიგებში არის მსხვერპლი, დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. პირველწყაროში ასევე ნათქვამია რომ დაბომბვის შემდეგ არცერთი რუსული ბომბდამშენი არ აფრენილა ბაზიდან. აღნიშულ ინიციდენტს არანაირი გამოხმაურება არ მოჰყოლია რუსულ საინფორმაციო სივრცეში და არც რომელიმე ოფიციალურ პირს გაუკეთებია კომენტარი - ანუ არც უარყვიათ ინციდენტი და არ დაუდასტურებიათ. 
 ერთერთი უკრაინული გამოცემის თანახმად მათმა წყარომ ისრაელში, დაადასტურა რუსულ ბაზაზე თავდასხმის ფაქტი წყარო. მოგვიანებით კი თავად თავდასხმის მომწყობმა დაჯგუფებამ გაავრცელა ვიდეო, რომელზეც მათი მტკიცებით სწორედ ის გასროლებია დაფიქსირებული, რომელიც რუსულ ბაზის დაბომბვისას განხორციელდა.
გავრცელებული ვიდეოს მიხედვით, ძნელი სათქმელია მართლაც რუსული ბაზის მიმართულებით წარმოებს ცეცხლი თუ არა, რადგან მხოლოდ გასროლის ადგილია დაფიქსირებული და არ არის მასზე აღბეჭდილი დაბომბვის ადგილი ან იქ განვითარებული მოვლენები: 


ასეთი თავდასხმების გამორიცხვა არაფრით არ შეიძლება და მოსალოდნელიც იყო რომ გარკვეულ ეტაპზე, რუსი სამხედროების დისლოკაციის ადგილებზე თავდასხმები მოხდებოდა. მას შემდეგ კი რაც თურქეთთან ღია დაპირისპირებაში შევიდა რუსეთი და СУ-24-ის გამო შურისძიების მიზნით თუ "შეცდომით", თურქული ჰუმანიტარული კოლონა დაბომბა წყარო, გამორიცხული უკვე აღარაფერია!

ასევე წაიკითხეთ:



Комментариев нет:

Отправить комментарий