თურქების მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდება რომ უკვალოდ არ ჩაივლიდა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაუარესების თვალსაზრისით, ფაქტი იყო. თუმცა წინა პეროდის რუსული პროპაგანდის გათვალისწინებითა თუ შექმნილი წარმოდგენის გამო, მოლოდინი სულ სხვაგვარი იყო.
როგორც კი გავრცელდა ინფორმაცია რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შესახებ, მაშინვე გაჩნდა მოსაზრებები რომ ეს იქნებოდა მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი, ნუ მსოფლიო ომის თუ არა, მინიმუმ ახალი თურქეთ-რუსეთის ომს დაიწყებდა კრემლი. შესამჩნევი იყო რუსეთის პოლიტიკური ელიტის (მათ შორის პროპაგანდორების) დაბნეულობა და ჩამოუყალიბებლობა საპასუხო რეაქციაში. იმ რიტორიკიდან გამომდინარე, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა, ლოგიკურად ყველა მკაცრ და მყისიერ რეაქციას ელოდა მაგრამ არა, ვერ გამოუვიდათ რუსებს იმ რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც საინფორმაციო ბრძოლის ცარიელ მოედანზე თამაშისას იყენებდნენ უაპელაციოდ და მსოფლიოს ძლევამოსილ მხსნელებად მოჰქონდათ თავი! რუსული პასუხის კონტურები მეორე დღეს გამოიკვეთა, მას შემდეგ რაც პუტინმა გააკეთა განცხადება და არ დამალა რომ ბომბდამშენი თურქულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო. მთელი დღის განმავლობაში რუსულ მედიაში ლაპარაკი იყო რომ თვითმფრინავი, მიწიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ჩამოვარდა და არა თურქული ავიაციის მონაწილეობით. იმ დღესაც და მას შემდეგაც, არის მცდელობა ეს ინციდენტი მოხსენიებული იყოს "კატასტროფად" და არა საბრძოლო ეპიზოდში დამარცხების შესაბამისად, ნუ ესეც გასაგებია და ზემოთ აღნიშნული რიტორიკის შენარჩუნების მცდელობაა, ოდნავი სახეცვლილებით რომელიც გულისხმობს რუსეთის მსხვერპლად წარმოჩენას რადგან შურისმაძიებლების როლში შესვლა, ამ ეტაპზე არ გამოუვიდათ.
ზოგადად 24 ნოემბერი რუსეთისთვის ცუდი დღე აღმოჩნდა რადგან ბომბდამშების ჩამოგდების გარდა, მათ დაკარგეს ერთი ვერტმფრენი, განიცადეს დანაკარგები ცოცხალ ძალაში და ბოლოს, რუსი ჟურნალისტების ავტომობილს რომლითაც ასადის არმის პოზიცებისკენ მიემართებოდნენ, ტანსკსაწინააღმდეგო ჭურვი მოხვდა, თუმცა 24 ნოემბრის დღისა და შემდეგი დღეების მთავარ თემად ჩამოგდებული СУ-24 გახდა.
შედეგად რაც მოახერხეს რუსებმა ეს იყო ეკონომიკურ ფრონტზე მაშტაბური შეტევის დაწყება და ყველა იმ თანამშრომლობის ხაზის გაწყვეტა, რომელიც თურქებთან აკავშირებდათ. პირველი დარტყმა ტურისტულ ბიზნესზე მოვიდა. პრაქტიკულად მეორე დღიდან, რუსეთის ყველაზე მსხვილმა ტუროპერატორებმა შეწყვიტეს თურქული კურორტების საგზურების გაყიდვა, შემდეგ მოხდა თურქული ხორცპროდუქტების ამოღება სავაჭრო ქსელებიდან და მათი ლაბორატორიული შემოწმება, რომელმაც რა თქმა უნდა რომ დაავადებათა მთელი "თაიგული" აღმოაჩინა და შედეგად რუსული მედიის ინფორმაციით, 27 ნოემბრისთვის რუსეთის საზღვრებიდან უკან მიბრუნებული იყო 57 000 ტონა თურქული საკვები პროდუქტები. საინტერესოა რუსეთის მოსახლეობას არ დაებადა კითხვა ამ ინციდენტამდე რატომ აძლევდა კრემლი, საკუთარი მოსახლეობის მოწამვლის უფლებას თურქ მწარმოებლებს?!
ესეც არ იკმარეს და გაისმა განცხადებები რომ ტექსტილის სფეროსაც დაარტყავდნენ, რამაც კიდევ ერთი კითხვა გააჩინა - საიდან შეიტანენ რუსები ტანსაცმელს? რეგიონში თურქებზე დიდი ტექსტილის მწარმოებელი არცერთი ქვეყანა არ არის და მისი ჩანაცვლება რუსეთისთვის მხოლოდ ბანგლადეშს შეუძლია, რომელიც ასევე დასავლური ტანსაცმლის მწარმოებელი გიგანტების საწარმოო სიმძლავრეა და დიდი ალბათობით იქ რუსებისთვის ექსკლუზიური ფასებითა და დიზაინებით არავინ არაფერს შეკერავს! შემდეგ როდესაც ცოტა გონს მოეგნენ რუსები და გადაწყვიტეს რომ ეხლა ომს ვერ დავიწყებთო, საქმეში რუსეთის საგადასახადო ჩაერთო და იმ სავაჭრო ცენტრებსა თუ კომპანიებს დაერივნენ, რომლებიც თურქეთის მოქალქეების საკუთრებაშია.
მოკლედ მთელი რუსეთი ანტითურქულმა ისტერიკამ მოიცვა, იქმადეც კი მივიდნენ რომ ერდოღანის ფიტულიც დაწვეს...
პარალელურად კი რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ, ავტონომიურ რეჟიმზე მიშვებული პროპაგანდისტული გამოცემებიც მოვიდნენ გონს, შურისძიების სულისკვეთებითა და მუქარით გაჯერებული სტატიებით აივსო მათი გვერდები, რომელთა შინაარსიც ერთ ხაზს ატარებდა - რუსეთი აუცილებლად იძიებს შურს, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა და თანაც ეს შურისძიება ძალან სასტიკი, მტკივნეული და მოულოდნელი იქნება თურქებისთვის! ნუ რა თქმა უნდა რომ ამ სტატიების შინაარსი ძირითადად მძაფრდება სამხედრო თემატიკით და ისტორიულ ეპიზოდებით, რომელიც რატომღაც რუს "ველიკოდერჟავნიკთა" სუსლისკვეთებას ამაღლებს და ელემენტარული ლოგიკური კითხვის დასმამდე არ უშვებს - რატომ ეხლავე არა?!
ამ ისტერიკამ, რუსული შიდა პოლიტიკური ბერკეტების არსენალი და უძლურება გამოააშკარავა. ყველა ის სანქცია რომელიც თურქების წინააღმდეგ მიიღეს თავად რუსულ სამომხმარებლო ბაზარს უქმნის პრობლემას და წარმოუდგენელია მოხდეს ჯერ დასავლური და შემდეგ თურქული პროდუქციის სრულყოფილი ჩანაცვლება. ყველაფერი კი მაინც სამხედრო დაპისპირებამდე მივა და ეს პირველ რიგში რეგიონულ კომფლიქტებზე აისახება. ეს ისტერიკა ძალიან გავს იმ რიტორიკას, რომელიც წინა საომარი მდგომარეობისთვის არის დამახასიათებელი და თუ კი რუსეთმა პოლიტიკური დარეგულირების გზა აირჩია, ჩაითვლება რომ მან უკან დაიხია რადგან ისევდაისევ საკუთარი პროპაგანდის რიტორიკის ტყვეობაში რჩება, რომელიც ქმნის ასეთი შეფასების საფუძველს - ხშირად ამიტომაც ვიძახი რომ რუსეთი საკუთარი პროპგანდისტული აქტივობით ვა-ბანკზეა წასული!
ამ კომფლიქტს, კიდევ მრავალი წახნაგი გამოუჩნდება და ბევრი მათგანი, თავად რუსეთის ტერიტორიაზე განვითარდება. იმას რასაც დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ, მხოლოდ საწყისი ეტაპია. მისი განვითარება კი მხოლოდ რუსეთსა და თურქეთზე არ არის დამოკიდებული და იმ მრავალსვლიანი თამაშის ერთი ეპიზოდია, რომელმაც რუსეთი სირიის კომფლიქტში შეითრია!
ასევე წაიკითხეთ:

Комментариев нет:
Отправить комментарий