Страницы

пятница, 27 ноября 2015 г.

რუსული პროპაგანდის საომარი რიტორიკა და საქართველო!

კრემლის პროპაგანდამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ საკუთარი ქვეყნის მოსახლეობისთვის ომში ჩართულობის წარმოდგენა შეექმნა.
ამისთვის პირველი ნაბიჯი უკრაინაში ინტერვენციით გადაიდგა და შემდეგ მოყოლებული მოვლენები, თითოეული გარდამტეხი მოვლენა, მიმართული იყო ამ განწყობების გაღრმავებისაკენ. ასეთი გარდამტეხი მოვლენები კი მრავლად იყო - დაწყებული ყირიმის ანექსიიდან და დამთავრებული თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის განადგურების ჩათვლით.
 რუსულ ტელევიზიებსა და მათ საინფორმაციო თუ ანალიტიკურ გადაცემებს თუ გადავავლებთ თვალს, თვალშისაცემია ის ხაზი რომელსაც აშკარა კოორდინაციის კვალი ეტყობა და მოვლენების ისეთი რაკურსით წამრმოჩენას ცდილობს, რომელშიც რუსული მხარე არის მსხვერპლი, რომელსაც ყველა თავს ესხმის. ამ თავდასხმის თემატიკა სხვდასხვა გვარია და გარდა ფიზიკური თუ პოლიტიკური დაპირისპირებისა, რატომღაც კრემლის პოლიტ ტექნოლოგებმა "რუსული სამყაროს" ფენომენიც მიამატეს, რომელსაც დასავლეთთან მორალურ ღირებულებათა თვალსაზრისებისგან განმასხვავებელი ფუნქცია აქვს და შინაარსობრივად არცერთ კონკრეტულ იდეოლოგიურ თეორიას არ ეფუძნება. აღნიშული ახალი ფენომენის დანიშნულება ჩემი სუბიექტური აზრით, პოლიტიკური დაპირისპირების პარალელურად, მორალური სხვაობის დემონსტრირებასა და მათზე საწინააღმდეგო იდეოლოგიის ბაზის შექმნას წარმოადგენს. 
რუსეთის პროპაგანდის თემატიკაში მშრალად დასაველთთან დაპისპირება, ტერორიზმთან დაპისპირებით შეზავდა. თანაც ისე რომ დასავლური კვალი არ გამოირიცხა და მეტი დამაჯერებლობისთვის ან წარსული კონსპიროლოგიური თეორიების საფუძველით, ერთ კონტექსტში მოხსენიებადი ფენომენები გახდნენ. ბოლო დრის ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ რუსული ბრალდებები დასავლეთისა და მათი მოკავშირეების მიმართ რომ მათი ძალისხმევით არის შექმნილი ISIS და ალ-ქაიდა და ა.შ. ეს თემა გასულ წლებშიც მუდმივად მუსირებდა თუმცა ნაკლებად ოფიციალურ ლექსიკაში და ის ყოველთვის მიეწოდებოდა რუს პუბლიკას კონსპიროლოგიის ან სპეცსამსახურების "ყოფილ" თანამშრომელთა ბიოგრაფიული რომანებისა და "ანალიტიკის" მეშვეობით. მისი მოხმარება იმდენად დიდი იყო რომ იფიცალურმა პროპაგანდამ, "შეიარაღებაში მიიღო" და დღეს წარმატებით აპელირებს მსაგავის შინაარსებით, რომლის მიზანიც საკუთარი მოსახლეობის დაშინებაა და სხვა არაფერი. 
 დასავლეთის "მტაცებლობისა" და ტერორიზმის შეზავების შედეგად შემქნილი განწყობით, ერთის მხრივ რუსეთის მოსახლეობისთვის "სანგრებში ჩასმის" მშვენიერი არგუმენტი შეიქმნეს პუტინმა და მისმა "რაზმმა" და მეორეს მხრივ, საკმაოდ მოქნილი ინსტრუმენტია, ახლო სამეზობლოს შანტაჟისთვის. მაგალითად საქართველოზე ზეწოლისთვის რუსეთს, ნებისმიერ დროს შეუძლია თქვას რომ სირიიდან წამოსული "ტერორისტები" საქართველოს მთებიდან გადადიან ჩრდილო კავკასიაში და ამით განახორციელოს საკუთარი სურვილის მიხედვით რაიმე ღონისძიება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამ არგუმენტისთვის საქართველოშიც შეიქმნა გარემო და ბოლო დროს რუსოფილი ექსპერტების ნაწერი ანალიტიკა სწორედ აღნიშული, რუსეთისთვის ტერორიზმის არგუმენტის სამომავლო გამოყენებისთვის გადადგმული ნაბიჯებია ბმული. რუსეთმა ამ თვალსაზრისით კიდევ ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი ილუზია შექმნა, რომელიც ადრე თუ გვიან პრობლემატური გახდება და ამიტომ საჭიროა ეხლავე მოხდეს მისი გამოაშკარავება. კრემლის მიერ, ყველა ის სამხედრო ფორმირება, რომელიც სირიაში ასადის წინააღმდეგ იბრძვის, შერაცხულია ტერორისტულ ორგანიზაციებად და შესაბამისად ყველა ის მებრძოლი, რომელიც ამ დაჯგუფებებთან ერთად იბრძვის, შესაძლოა  დადანაშაულებული იქნას ტერორიზმში. ეს ძირითადად ეხებათ ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და კავკასიიდან წასულ მებრძოლებს. ამ კონტექსტში არავინ არ ვიცით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არა ISIS-ში, არამედ ე.წ. "სირიის შეიარაღებული ოპოზიციის" მხარეს იბრძვიან, თუმცა თითქმის გარდაუვალია ის რომ ასეთებს რუსოფილი ექსპერტები და ჟურნალისტები, მოსკოვიდან მიღებული დავალებით ან თუნდაც საამებლად, ტეორირისტებად შერაცხაავენ და არავინ იცის როგორ მოიქცევიან ამ შემთხვევაში ქართველი სამართალდამცავები. 
 სამწუხაროა რომ რუსეთ-თურქეთის დაპირისპირების ფონზე, საქართველოს მოსახლეობისთვის არავინ აკეთებს განმარტებას და არავინ აქცევს ყურადღებას იმ საფრთხეებს, რომელიც პირველ რიგში რუსული პროპაგანდის საომარი რიტორიკისა და ზოგადად შექმნილი ვითარებიდან მომდინარეობს. 
არაერთხელ დამიწერია რომ ვერაფრით ვერ ვხსნი საქართველოს ხელისუფლების ასეთ სიმშვიდეს რუსეთის აგრესიულობის მიმართ. რეალური ვითარება ჩვენს რეგიონში, მნიშვნელოვნად განსხვავდება იმისგან, როგორიც ქართულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობის სიმშვიდის შესაბამისი უნდა იყოს და ამიტომ, მგონია რომ მომავალი საფრთხეების მიმართ, ქვეყნის მოსახლეობა აბსულუტურად მოუმზადებელია. მით უმეტეს როდესაც ჩვენს შემთხვევაში, ზემოთ თქმული რუსული პოლიტიკის არგუმენტიკიდან ორივე მოქმედია - პროდასავლურობაც და "ტერორისტული" საფრთხეც. ამიტომ ჩემი წარმოდგენით საქართველოს სახელმწიფო, დღეს სრულიად სხვაგვარ შიდა საინფორმაციო პოლიტიკას უნდა ატარებდეს, რომლის არავითარი ნიშანწყალიც არ ჩანას და ის რაც საქართველოს შიდა საინფორმაციო სივრცეს ქმნის, მიმართულია მხოლოდ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე, რომლის გვერდით ეფექტებსაც ძალიან ხშირად არავინ ითვალისწინებს. ასეთმა ინერტულობამ რეგიონული უსაფრთხოების საკითხების მიმართ, შესაძლოა მომავალში დიდი პრობლემების წინაშე დაგვაყენოს და შეუმზადებელი მოსახლეობის ფაქტორის გამო, ამ პრობლემების მავნე ზემოქმედება კიდევ უფრო სავალალო აღმოჩნდეს.  

ასევე წაიკითხეთ:

რუსოფილი ექსპერტების უცნაური ანალიტიკა და კადიროვი ჩვენს საზღვრებთან!    

რუსეთმა ტერორისტ ისლამისტთა "კარტის" გათამაშება დაიწყო!

ერდოღანი სირიის კომფლიქტის რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელებას წინასწარმეტყველებს!

ჩინეთი რუსეთის მოკავშირე აღარ არის!

Комментариев нет:

Отправить комментарий