Страницы

пятница, 20 ноября 2015 г.

რუსული "Булава"-ს კიდევ ერთი წარუმატებელი გამოცდა! (ვიდეო/video)

რუსული გამოცემა "Популярная механика"-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია რომელშიც მოთხრობილია ამა წლის 15 ნოემბერს თეთრი ზღვიდან რუსული რაკეტა "Булава"-ს გამოცდის
შესახებ რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა იმიტომ რომ კამჩატკაზე მდებარე პოლიგონ "კურაზე" სამიზნეების განადგურება ვერ შესძლო და მიზანს ასცდა! გამოცემა ინფორმაციას Lenta.ru-ზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელსაც მომხდარის შესახებ, სამხედრო უწყებასთან დაახლოებულმა პირმა აცნობა წყარო. თავად რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა რომ რაკეტის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია რომ ატომური წყალქვეშა ხომალდ "ვლადიმერ მონომახიდან", წყალქვეშა მდგომარეობიდან განხორციელდა ბალისტიკური რაკეტების ზალპური გასროლა, რაკეტების ფრენების ტრაექტორიამ გეგმის მიხედვით განხორციელდა და ორივე რაკეტამ მიაღწია პოლიგონ "კურამდე". თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თან ახლავს, მხოლოდ რაკეტების გაშვების ამსახველი ვიდეო და მათსში არ არის სამიზნეების განადგურება ასახული წყარო:

Lenta.ru-ს წყარო, რომელმაც წარუმატებელი გამოცდის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია გამაოცემას, აცხადებს რომ მიზეზი თუ რატომაც ასცდა რაკეტა მიზანს, ცნობილი და აღმოფხვრადია, ხოლო "Булава"-ს გამოცდებისას წარუმატებელი გასროლების კოეფიციენტი, არ არის ცუდი მაჩვენებელი და მისი ეფექტურობა, რაკეტის გამოყენებისა და წარმოების პროცესის პარალელურად გაიზრდება(!?). 
რუსული რაკეტების სიზუსტე ზოგადად განხილვის საგანია მას შემდეგ რაც რუსულმა ავიაციამ სირიული ავანტურა წამოიწყო და საავიაციო იერიშების შემდეგ სარაკეტო იერიშებზე გადავიდა. რუსული რაკეტების უზუსტობების შესახებ ვრცელი სტატია დაიწერა ასევე 17 ნოემბერს, სირიაში სტრატეგიული ავიაციის მეშვეობით დაუდგენელი პოზიციების დაბომბვების შემდეგ, როდესაც რუსული რაკეტები, სავარაუდო სამიზნე წერტილებიდან საკმაო დაშორებით აღმოაჩინეს წყარო.  თუმცა ეს "ცდომილება" შესაძლოა სპეციალურად იყო დაშვებული, რადგან მათი ჩამოვარდნის ადგილებში ძირითადად დისლოცირებულია ე.წ. "სირიის შეიარაღებული ოპოზიცია"! 

Комментариев нет:

Отправить комментарий