Страницы

пятница, 20 ноября 2015 г.

ლიბანმა შესაძლოა რუსეთს სამხედრო დახმარებისთვის მიმართოს

მოსკოვშო სუტმრად მყოფმა ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯებრან ბასილმა მოულოდნელი განცხადება გააკეთა. ლავროვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკომფერენციაზე განაცხადა რომ
შესაძლოა ლიბანმა, სირიის მსგავსად მიმართოს რუსეთს სამხედრო დახმარებისათვის. მიზეზად კი ისევ და ისევ რადიკალ ისლამისტთა მხრიდან მომდინარე ტერორისტული საფრთხე დაასახელა. ლავროვმა, ლიბანელი კოლეგის განცხადებას იქვე დაამატა რომ ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული მოთხოვნა არ ყოფილა და ამიტომ რაიმე კონკრეტიკის შესახებ ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა დასძინა რომ ლიბანს როგორც სუვერენულ სახელმწიფოს სრული უფლება აქვს გადაწყვიტოს ვის მიმართოს დახმარებისთვის. დიპლომატიური სამსახურების "შეფები", ამ კომენტარებით შემოიფარგლნენ და შემდეგ უკვე საკითხი რუსმა ექსპერტმა განავრცეს, რომლებმაც აღნიშნეს რომ რუსეთის თავის მხრივ აქვს იურიდიული და მორალური უფლება, ებრძოლოს ტერორიზმს იქ სადაც საჭიროდ ჩათვლის! წყარო
ძნელი სათქმელია თუ რა სახის დახმარებას გაუწევს რუსეთი ლიბანს - შემოიფარგლება მხოლოდ შეიარაღების მიწოდებით, ინსტრუქტორების გაგზავნით, საფორტიფიკაციო ნაგებობების მშენებლობაში დახმარებითა და სადაზვერვო მონაცემების გაზიარებით თუ - შეიყვნას ჯარებს და სირიის მსგავსად საკუთარ ფორპოსტს მოაწყობს ჯერჯერობით უცნობია და ვიდრე კონკრეტულად ოფიციალური მოთხოვნა არ გამოქვეყნებდა ლიბანის ხელისუფლების მხრიდან, ვარაუდების იქით საქმე არ წავა. 
 ის თუ რას ემსახურება რუსეთის ასეთი ნაბიჯი ასევე ძნელი სათქმელია რადგან, ლიბანის სამხედრო დახმარებაზე მკვეთრი რეაქცია ექნება ისრაელს, ვინაიდან ის ლიბანთან პრაქტიკულად საომარ ვითარებაშია და პალესტინაში, კერძოდ კი ღაზას სექტორში კონფლიქტის შესაძლო გამწვავების შემთხვევაში, რუსული არმიით ზურგ გამაგრებული "ჰეზბოლა" რას მოიმოქმედებს ღმერთმა უწყის. მიუხედევად იმისა რომ ორის დღეა გასული, ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებიდან, მას არ მოჰყოლია რეაქცია ისრაელის ოფიციალური პირების მხრიდან. ბოლო დღეებში ებრაულ მედიაში განხილვის საგანი, ლიბანის კონტექსტში იყო ირანის მიერ გადაცემული რაკეტები "SCUD-D", რომელთა ფრენის სიშორე 700 კილომეტრია და შესაბამისად ისრეალის ნებისმიერ წერტილში შეუძლიათ იერიშის მიტანა. ერთერთ გამოცემაში აღნიშნულია რომ რამდენიმე კვირის წინ სირიაში "ჰეზბოლას" ბაზებზე ერიშების მიტანის ერთერთი მიზეზი, სწორედ  ირანული რაკეტებით დატვირთული ავტომობილების კოლონა იყო წყარო, რომლის შესახებაც მაშინვე განაცხადეს ებრაულმა წყაროებმა თუმცა მაშინ ამ ვერსიამ, როგორც სავრაუდო ვერსიამ ისე გაიჟღერა ბმული. ებრაული ავიაციის იერიშს სირიაში, არც რუსების მხრიდან მოჰყოლია რეაქცია და მდუმარედ გაატარეს ეს ეპიზოდი, რაც ძალზედ უცნაურია!
ლიბანის სურვილი რუსული არმიის საკუთარ ტერიტორაზე განთავსების შესახებ, უფრო ებრაული ავიაციის გაკონტროლების სურვილს ჰგავს და არა ტერორისტული საფრთხისაგან თავის დაცვისთვის აუცილებელ პრევენციულ ღონისძიებას. რომელსაც ლიბანი საფასურის სახით მიიღებს რუსეთისგან, ამ პოლიტიკური რევერანსის სანაცვლოდ. თუ კი იმასაც გავითვალსწინებთ რომ დღევანდელი ვითარებით, რეგიონში მაშტაბური კონფლიქტის კონტურები იკვეთება, მაშინ გასაგები ხდება "ლიბანური მოთხოვნა" და მისი მოტივები, რომელიც სულაც არ არის გამორიცხული რუსეთის ინტერესებით უფრო მეტად იყოს ნაკარნახევი. რუსული ინტერესი კი შესაძლოა მდგომარეობდეს იმაში რომ სირიაში განთავსებული პორტების ევაკუაციის საჭიროების შემთხვევაში, რომლის აუცილებლობაც ასადის დამხობის შემთხვევაშიც შეიძლება დადგეს, მათი განთავსება სწორედ ლიბანის ტეროტორიაზე განხორციელდეს, რათა ხმელთაშუა ზღვაში შეინარჩუნოს რუსეთმა სამხედრო ბაზა.

ასევე წაიკითხეთ:

ისრაელის ავიაციამ სირიაში ასადის არმიისა და "ჰეზბოლას" ბაზები დაბომბა!   

პუტინი სირიის საბრძოლო მოქმედებებში ერთვება!

სირიამ შესაძლოა რუსეთს ქვეყანაში არმიის შეყვანა ოფიციალურად სთხოვოს!

საუდის არაბეთის პრინცი ისრაელთან მოკავშირეობის აუცილებლობაზე ალაპარაკდა!

Комментариев нет:

Отправить комментарий