ბოლო ორი კვირა ქალაქში აქტიური მოძრაობა და შესაბამისად ფეისბუკს მიღმა ადამიანებთან კონტაქტიც ბუნებრივად მომიწია. პირველი თვალშისაცემი ცვლილება რომელიც ამ პერიოდში შევამჩნიე არის, პიკის საათის
შიში. თითქოს ყველა თავს არიდებს ამ დროს მანქანით გასვლას მაგრამ მაინც უამრავი მანქანაა ქალაქში, ამიტომ საცობებიც თითქმის ყველა ჩვეულ თუ უჩვეულო ადგილებში იქმნება და ამ საცობების მიზეზი, გარდა თბილისელი მძღოლების მენტალური ფაქტორისა, არის ნარმანიას დინჯი და დაკვირვებული "აღმშენებლობითი" პროექტებიც. ასეთ დროს ტაქსში მჯდომი უნებურად ხდები მძღოლისთვის განტვირთვის საშუალება და საცობში დგომით გახარჯული საწვავის რაოდენობის პარალელურად მათი აგრესია თბილისის მერისა და ხელისუფლების მიმართ მატულობს!
არცერთი, ვიმეორებ არცერთი ტაქსის მძღოლი არ შემხვდა ამ პერიოდში რომელიც რამენაირადმე მაინც გაამართლებდა დღევანდელი ქალაქისა თუ ცენტრალური ხელისუფლების ნაბიჯებს. ზოგადად რომ ტაქსისტებს უტრირება უყვართ ყველა იმ საკითხისა, რომელსაც საკუთარი მგზავრებისგან ისმენენ ცნობილია მაგრამ ასეთი ნეგატივი და კონსპიროლოგია მიშას დროსაც კი არ ყოფილა. მაშინ კონკრეტული პირები მაინც ჰყავდათ ვისზეც ჭორებს უტრირებდნენ და იმაზე ბრაზდებოდნენ, ეხლა კი აღარც ობიექტი ჰყავთ და ვეღარც დამნაშავე უპოვიათ ქვეყანის თავს დამართულ უბედურებაში. ყველაფერი დასულია იქამდე რომ ხმამაღლა ამბობენ მოვტყუვდით, გაგვაცურეს, გადაგვაგდეს და ა.შ. ხოლო ყველა იმ პროექტზე რომელიც მათ გადაადგილებას ხელს უშლის, კონკრეტულად ფულის საკეთებელ მანქანად ეჩვენებათ და ძნელია ამაში არ დაეთანხმო.
რა თქმა უნდა თითქმის ყოველ მათგანს გამოვკითხე მგზავრებში არსებული განწყობები და ყველამ ერთხმად დამიდასტურა რომ დღევანდელი ხელისუფლების მხარდამჭერი დიდი ხანია არ შემხვედრიაო. ერთმა ისიც კი მითხრა - მერიის თანამშრომლები ჩამიჯდნენ და ნარმანიას ისეთი პირით აგინებდნენ, შემეცოდაო! ყოველი მძღოლი, თავის მონოლოგს ასრულებდა ნაციონალების მმართველობის პერიოდის ანალიზით - ამბობენ რომ თუ კი ისინი "მილიონებს ჭამდნენ" ბევრ რამესაც აკეთებდნენო. "ნაციონალების" შემკობასაც ტრადიციულად არ ივიწყებენ და ქრონოლოგიის მიხედვით ჯერ იმათ შეამკობენ, მერე კი ისევ "ქართული ოცნების" შემკობაზე გადადიან.
ამ ადამიანებს (და არა მარტო მათ) რომ უსმენ, ძალიან უცნაური შთაბეჭდილება მრჩება, არცერთმა არ იცის როგორ უნდა გამოსწორდეს ეს ვითარება. რა შემთხვევაში იქნებოდნენ კმაყოფილები? დილემის წინაშე დგანან - ძველი არ უნდათ, ამჟამინდელი არ აწყობთ და არც კრებითი "ქართველი" მოსწონთ!
- უნებურად გიჩნდება კითხვა ვინ უნდა მოვიდეს ან რა უნდა გააკეთოს რომ ამ ხალხმა მოიწონოს?
ნიჰილიზმი ჰყვავის და ამ ნიჰილიზმს ახალი ენერგია, იმ გაჭირვებამ შემატა რომელიც ეკონომიკურმა გაუგებრობებმა შექმნა...
- უნებურად გიჩნდება კითხვა ვინ უნდა მოვიდეს ან რა უნდა გააკეთოს რომ ამ ხალხმა მოიწონოს?
ნიჰილიზმი ჰყვავის და ამ ნიჰილიზმს ახალი ენერგია, იმ გაჭირვებამ შემატა რომელიც ეკონომიკურმა გაუგებრობებმა შექმნა...
რაც ქვეყანაში დავბრუნდი საკმაოდ ბევრ ადამიანს შევხვდი, სხვდასხვა ფენებიდან. ყველა წუწუნებს და უკმაყოფილოა. საწუწუნო თემათა ნუსხაში პირველია "ფული", შემდეგ კი ადამიანების საკითხი მოდის, შემდეგი შინაარსით - ხალხი გაბოროტდა, "გამოსირდა" და ა.შ ეპითეტები მრავლად მოვისმინე, რაც იმას ნიშნავს რომ ერი საკმაოდ ღრმა კრიზისშია და გამოსავალს ვერ პულობს.
არავითარი თვითინიციატივა, არავითარი სოლიდარობა ერთმანეთის და საერთო ღირებულებების მიმართ...
ამ თემის განხილვა და გაღრმავება თითქმის უსასრულოდ შეიძლება მიზეზ-შედეგობრიობით რომ მივყვეთ მაგრამ ამაო საქმეა... ზოგნი საკუთარ კომპლექსებს ვერ გადააბიჯებენ, ზოგიც კონსპიროლოგიით დაავადებულია იმდენად რომ რაციონალიზმის მარცვალიც კი არ შერჩენია და ასეთებს, სამღვდელოება კიდევ უფრო უღრმავებს "შიშებს", ზოგი აბსულუტურ ნიჰილიზმს მისცემია და ამ ნიჰილიზმის გამართლებას, ზოგადად პოლიტიკის "მდარეობით" ცდილობს, გამოსავალი კი არცერთ ამ მდგომარეობაში არ არის და საყოველთაო "გენიოსობის" მიუხედავად, ქვეყანა კვალვ გაუგებარი კრიზისის ფსკერისკენ მიექანება...
და ბოლო! ეს ყველაფერი ცუდი იმიტომ კი არ არის რომ ადამიანებმა რწმენა დაკარგეს საკუთარი ქვეყნისა და ერისა, არამედ იმით არის ცუდი რომ ამ ვითარების შეცვლას, ზვარაკი ან კატაკლიზმის ტოლი მოვლენა სჭირდება რომ გარდატეხა მოახდინოს და შემდეგ ისევ თავიდან დაიწყება ყველაფერი...
და ბოლო! ეს ყველაფერი ცუდი იმიტომ კი არ არის რომ ადამიანებმა რწმენა დაკარგეს საკუთარი ქვეყნისა და ერისა, არამედ იმით არის ცუდი რომ ამ ვითარების შეცვლას, ზვარაკი ან კატაკლიზმის ტოლი მოვლენა სჭირდება რომ გარდატეხა მოახდინოს და შემდეგ ისევ თავიდან დაიწყება ყველაფერი...

Комментариев нет:
Отправить комментарий