Страницы

среда, 18 ноября 2015 г.

რუსეთმა სტრატეგიული ავიაციით სირიის დაბომბვის კადრები გაავრცელა! (ვიდეო/video)

დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ რუსეთმა სირიაში ISIS-ის პოზიციები სტრატეგიული ავიაციის გამოყენებით დაბომბა და ამის გაშუქება მოხდა ისე რომ ეს იყო გაწეული დახმარება საფრანგეთისთვის.
ასეთი შეფუთვის საფუძველი გახდა ვლადიმერ პუტინის პირდაპირ ეთერში გაკეთებული მიმართვა საკუთარი გენერალისადმი, რომელიც სირიაში სამხედრო ოპერაციას ხელმძღვანელობს. პუტინმა ამ მიმართვაში გენერალს დაავალა კონტაქტის დამყარება ფრანგული საზღვაო ძალების იმ შემადგენლობასთან, რომელიც სირიის სანაპიროებს ხმელთაშუა ზღვაში უახლოვდება და რომლის შემადგენლობაში, ფრანგული ავიამზიდი შედის წყარო.   ამ მიმართვიდან ძალიან მალევე, რუსულ საიტებზე გამოჩნდა ისეთი შინაარსის სტატიები, რომლებიც ფრანგულ-რუსულ ალიანსს ISIS-ის წინააღმდეგ, როგორც შემდგარ მოვლენას ისე აღწერენ.
 რამდენიმე დღის წინ დავწერე სტატია, რომელშიც რუსეთის მიერ ისლამისტური "კარტის" გათამაშების შესახებ ვწერდი ბმული. დღეს უკვე უშუალოდ ამ პროცესს უყურებთ, რომელიც რუსეთის ძლიერი ძალისხმევით ხორციელდება და საკითხავი მხოლოდ ის რჩება, წამოეგება თუ არა დასავლეთი ამ რუსულ ანკესს?!
 სწორედ ამიტომაც მოხდა ის რომ რუსეთმა დიდი პომპეზურობით დაბომბა სირიაში სამიზნეები, რომელიც არავინ უწყის მართლა რადიკალ ისლამისტთა პოზიციებია თუ არა! ჯერ კიდევ უცნობია ამ ავიადარტყმების უმეტესობა რომელ პოზიციებზე მოხდა, ოპოზიციის თუ ISIS-ის.  მშვენიერი პიარ შესაძლებლობა იყო რომელიც რუსეთმა გამოიყენა და დაანახა პირველ რიგში "საკუთარ აუდიტორიას" და შემდეგ უკვე დასავლელ ობივატელს რომ - "მათი ბრძოლა მართალია"!
 საღამოს კი დასტურად და მსგავსად პარიზის ტერაქტების შემდეგ, ISIS-ის დე-ფაქტო დედაქალაქზე ფრანგული ავიადარტყმების შეასახებ გავრცელებული კადრებისა, გამოაქვეყნა ღამით აფრენის, ბომბების ჩამოყრისა და დაჯდომის კადრები:

რუსეთის მიერ სირიის დაბომბვის პომპეზურობის ამბავი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლა და გარდა საავიაციო დარტყმებისა, ხმელთაშუაზღვაში მყოფი წყალქვეშა ხომალდებიდანაც ისროლა რაკეტები. რომელთა ნაწილმა მიზნამდე ვერ მიაღწია და როგორც სოციალურ ქსელებში ფოტო მტკიცებულებების თანხლებით გავრცელებულ ინფორმაციაშია აღწერილი, სულ სხვა ადგილებში ჩამოვარდა ვიდრე ISIS-ის პოზიციები ან საერთოდ ფრონტის ხაზია.



წყარო - facebook

 ამ ყველაფრის გათვალისწინებით გასაგებია თუ რა პოლიტიკურ თამაშს თამაშობს რუსეთი და ამავე დროს, ეს თამაში იმით არის მნიშვნელოვანი რომ ააშკარავებს რუსეთისთვის დასავლეთის მნიშვნელობას. მიუხადავ მათი მხრიდან მუდმივი კუნთების თამაშის პოლიტიკისა, მსგავსი მავნებლობების გარეშე ვერ ხდება იმდენად მნიშვნელოვანი რომ მსოფლიო გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მქონე საკითხების გადაწყვეტილების მონაწილე იყოს და დადგეს იმ მოთამაშეების ლიგაში, რომელსაც საკუთარი პროპაგანდით მუდმივად გონებასუსტებად და ამორალურებად წარმოაჩენს!
ძალზედ ძნელი დასაჯერებელია რომ დასავლეთი ვერ ხედავს რუსეთის ამ მანევრს და ეს ყველაფერი, არ იწვევდეს მათში პროტესტისა გრძნობასა და აღშფოთებას რადგან თუ კი მთელს ამ ისლამისტურ ისტერიკაში რუსული კვალი მინიმალურად მაინც გამოიკვეთა ეს იქნება საბაბი მისი სამაგალითოდ დასჯის თვალსაზრისით და ამ ვალდებულებას დასავლელი ლიდერები ვერსად წაუვლენ!

ასეევ წაიკითხეთ:




Комментариев нет:

Отправить комментарий