Страницы

понедельник, 16 ноября 2015 г.

საფრანგეთის ავიაციამ სირიაში ISIS-ის ობიექტები დაბომბა (ვიდეო/video)

საფრანგეთმა დაუყოვნებლივი ღონისძიებების გატარება დაიწყო ISIS-ის წინააღმდეგ და სირიის აღმოსავლეთ მდებარე, ტერორისტთა დე-ფაქტო დედაქალაქ რაქაზე მასირებული საავიაციო იერიში მიიტანა.
საფრანგეთის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია რომ რაქას დაბომბვაში 10 ფრანგული ბიომბდამშენი მონაწილეობდა რომლებმაც საერთო ჯამში 20 ბომბი ესროლეს ობიექტებს, რომლებსაც ISIS-ი იყენებდა როგორც სამეთაურო პუნქტს. ასევე ფრანგული ავიაციის სამიზნე გახდა იარაღის საწყობები და ჯიჰადისტთა საწვრთნელი ბაზა წყარო. მიუხედავად იმისა რომ აღნიშული ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა, რაქადან დაბომბვების ამსახველი ფოტო მასალა 15 ნოემბრის გამთენიისასაც გამოჩნდა, რომელსაც წინ უძღოდა ინფორმაცია, რომლშიც აღნიშული იყო რომ თურქულმა ვიაციამ, დასავლელი მოკავშირეების ავიაციასთან ერთად, სირიაზე მასირებული საჰაერო იერიში მიიტანა წყარო. ამავე ინფორმაციაში მითითებულია რომ საავიაციო ოპერაციის პარალელურად, ასევე მიმდინარეობს სახმელეთო ოპერაცია. დიდი ალბათობით, გუშინ გამთენიისას და დღეს გავრცელებული ინფორმაციები ორ სხვადასხვა ეპიზოდს ეხება რადგან საფრანგეთის თავდაცვის უწყებამ, სირიაში საავიაციო იერიშების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გავრცელების პარალელურად გაავრცელა ვიდეო სიუჟეტი, რომელზეც ასახულია ბომბდამშენების აფრენა, სავარაუდოდ არაბეთის გაერთიანებული ემირატების ერთერთ საავიაციო ბაზიდან. გავრცელებული ინფორმაციით, სირიის დასაბომბად ფრანგული თვითმფრინავები ემირატებიდან და იორდანიიდან ერთდროულად აფრინდნენ:


 ის რომ პარიზის ტერაქტებს კონკრეტული ძალოვანი ღონისძიებები მოჰყვება ცხადი გახდა მას შემდეგ რაც ევროპელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთდა განცხადები და რომლებშიც გაიჟღერა სიტყვა "ომმა", "დაუყოვნებლივმა რეაგირებამ"  და ა.შ. ყოველ ასეთ განცხადების სულისკვეთებაში გამოსჭვიოდა მოწოდება რომ ტერორიზმის წინააღმდეგ საჭიროა მოქმედებეა და აღარ არის პოლიტიკური თამაშების დრო. 
როგორც ჩანს ეს მოქმედებები დაიწყო და თუკი საკმარისი, ერთიანი ძალისხმევა იქნება, წესით დიდი ხანი არ უნდა დასჭირდეს სირიაში ძირითადი საბრძოლო მოქმედებების დასრულებას!

ასევე წაიკითხეთ:

პირველი კადრები პარიზის ტერაქტებიდან! (ვიდეო/video)

G20 სამიტი და პარიზის ტერაქტების სერია - შეცვლილი დღის წესრიგი!

რუსეთმა ტერორისტ ისლამისტთა "კარტის" გათამაშება დაიწყო!

Комментариев нет:

Отправить комментарий