Страницы

четверг, 19 ноября 2015 г.

მსგავსება 1999 წლის მოსკოვისა და Airbus A321-ის ტერაქტებს შორის! (ფოტო/photo)

18 ნოემბერს ISIS-ის ერთერთ ჟურნალში დაიბეჭდა ფოტოები, რომელზეც ტერორისტთა მტკიცებით გამოსახულია სწორედ ის ასაფეთქებელი მოწყობილობა რომლითაც იქნა აფეთქებული რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი Airbus-ი, სინას ნახევარკუნძულის ცაში.
იქვე ტერორისტებმა გამოაქვეყნეს პასპორტების ფოტოები, რომელიც მათი თქმით ეკუთვნით იმ თვითმფრინავში მყოფ მგზავრებს. რა თქმა უნდა რომ ეს ფოტოები გაავრცელა ყველა რუსულმა თუ საერთაშორისო გამოცემამ და დღის ერთერთი მთავარი თემა გახდა. გამომდინარე იქიდან რომ ჯერ კატასტროფის გამომძიებლებს არ დაუდგენიათ და არ განუცხადებიათ ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ არავითარი დაზუსტებული ინფორმაცია, ფოტოზე გამოსახული ასაფეთქებელი მოწყობილობა მიიჩნევა როგორც "შესაძლო" და არ არის დადასტურებული ოფიციალური უწყებების მიერ. 
 შესაბამისად საკითხის მნიშვნელობისა, რუსულმა გამოცემებმა დეტალურად განიხილეს მომხდარი კატასტროფა და ექსპერტების ნააზრევი შეადარეს იმ ვერსიის ნამდვილობას, რომელიც ასევე ISIS-მა გააჟღერა. მათი თქმით კი ასაფეთქებელი მოწყობილობა, მოთავსებული იყო თვითმფრინავის სალონში, ხოლო მისი შეტანა ბორტზე მოახერხეს იმიტომ რომ მათ შესძლეს შარმ ელ-შეიხის აეროპორტის უსაფრთხოების სიტემის გვერდის ავლა, რაც სავარაუდოდ იმას უნდა ნიშნავდეს რომ აეროპორტის თანამშრომლებს შორის მათ ჰყავთ მხარდამჭერი, რომელსაც შეხება აქვს თვითმფრინავებთან რეისებს შორის სერვისისას. რუსულმა გაზეთმა "კომერსანტმა" ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ გამოკითხა ექსპერტები და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს მათმა ექსპერტმა განაცხადა მსგავსებების შესახებ, 1999 წელს მოსკოვში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებისას გამოყენებული ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ტერორისტების ჟურნალში გამოქვეყნებული მოწყობილობებს შორის. მისი თქმით განსხვავება მხოლოდ იმაში მდგომარეობს რომ დროის ამთვლელად გამოყენებულია მიკროსქემა, ჩვეულებრივი ელქტრო საათის ნაცვლად, რომელიც მოსკოვის ტერაქტებისას იყო გამოყენებული. ექსპერტის თქმით, დენოტატორი რომელიც ფოტოზეა გამოსახული საბჭოთა წარმოებისაა. ასევე სტატიაში აღნიშულია რომ ანალოგიური სახის ასაფეთქებელ მოწყობილობებს, კერძოდ კი თუნუქის ქილაში მოთავსებული ასფეთქებელი ნივთიერებას იყენებდნენ ჩრდილოკავკასიელი ბოვიკები, ყუმბარებისა და მინი-ხაფანგების მოსაწყობად! წყარო

 გამოცემის წყაროს კომეტარში ხაზგასმულია რომ ასაფეთქებელი მოწყობილობების მოქმედებაში მოყვანის მექნიზმი იდენტურია იმ მექანიზმებისა რომლებიც გამოყენებული იყო 1999 წლის 8 და 13 სექტემბერს მოსკოვში გურიანოვისა და კაშირსკის გზატკეცილზე, საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებისას.
При этом источники "Ъ" обратили внимание на то, что механизм приведения бомбы в действие, опубликованной на фотографии ИГ, идентичен тем, что террористы использовали при подрывах жилых домов на улице Гурьянова и Каширском шоссе в Москве 8 и 13 сентября 1999 года. 


Подробнее:http://kommersant.ru/doc/28571
რაც ცოტა არ იყოს უცნაურად ჟღერს რადგან ალბათ ასაფეთქებელი მოწყობილობების დროის ამთვლელით მოქმედებაში მოყვანა, სავარაუდოდ ერთ მეთოდს გულისხმობს! ასეთი პარალელების გავლება იმ ფონზე როდესაც მოსკოვის ტერაქტების შესახებ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა დარჩენილი, როგორც მინიმუმ დამაფიქრებელია რადგან ამ შემთხვევაშიც არსებობდა ეჭვი რომ რუსეთის მიმართ ასეთი აქტის განხორციელება ISIS-ის მხრიდან საეჭვო ჩანდა თუნდაც იმიტომ რომ რუსული ავიაიერიშების უმეტესობა არა მათ პოზიციებზე, არამედ ე.წ. "შეიარაღებული ოპოზიციის" პოზიციებზე მოდიოდა ბმული და თუ კი ტერორისტებს ვინმეზე შურისძიება ჰქონდათ განზრახული, ეს პირველ რიგში დასავლეთის რომელიმე ქვეყანა იქნებოდა და არა რუსეთი. აქვე ისიც საინტერესოა რომ თავად ტერორისტებმა განაცხადეს, თითქოს თავდაპირველად სხვა დასავლიური ქვეყნის თვითმფრინავის აფეთქება ჰქონდათ ჩაფიქრებული მაგრამ სირიის კონფლიქტში რუსეთის ჩარევის შემდეგ გადაწყვიტეს მისი დასჯა.
 ამ ყველფრის ფონზე უნებლიედ გამახსენდა, მიმდინარე წლის დასაწყისში კადიროვის მიერ გაკეთებული განცხადება რომ ISIS-ის რიგებში მათი ეფექტური აგენტურული ქსელი მუშაობს და ვითარებას ბოლომდე აკონტროლებენ წყარო. საინტერესოა რითი არიან დაკავებულები რუსი აგენტები ISIS-ის შიგნით, თუ კი ასეთი მაშტაბის ტერაქტის შესახებ ინფორმაციას ვერ ფლობენ. აქვე გასათვალისწინებელია ისიც რომ ჩრდილოკავკასიიდან ISIS-ის რიგებში 3000 დან 5000 კაცამდეა წასული. ასეთ ფონზე კი პარალელები "ხატაბის" მიერ გაწვრთნილი ტერორისტების მოწყობილ ტერაქტსა და სინას ცაში მომხდარს შორის უნებლიედ გიბიძგებს კითხვაზე რომ ხომ არ იყო ეს ერთი და იგივე ჯგუფის მიერ მოწყობილი აქტები?! თანაც, დროში დაშორებულ ამ ეპიზოდებს, ზუსტად ერთნაირი პოლიტიკური კონტექსტი უძღოდა წინ - ერთ შემთხვევაში ჩეჩენთის მეორე ომის წამოწყების აუცილებლობა და მეორე შემთხვევაში, სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყება! 
 ამდენი მსგავსება უკვე საეჭვოა! თანაც ზედმეტად თვალშისაცემია ის თუ რა ენერგიით შეუდგა რუსული დიპლომატია და პროპაგანდა, ამ ტრაგედიების გამოყენებას საერთაშორისო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ამ ქმედებით უხერხული კითხვების დასმა ყირიმის ანექსიისა თუ ზოგადად სამეზობლო პოლიტიკის შესახებ დასავლეთის მხრიდან, როგორც მინიმუმ არაეთიკური გახადა! 
 მიუხედავად იმისა რომ შექმნილია წარმოდგენა თითქის რუსეთმა შესძლო და ისალმისტური "კარტის" გათამაშებით პოზიციების დაახლოება მოახდინა დასავლეთთან საფრანგეთის გავლით, ეს ასე არ არის და ამაზე მოწმობენ ფრანგული გამოცემები, რომლებიც აღნიშნულ განცხადებებს აფასებენ როგორც ცარიელ სიტყვებს წყარო. ანუ ეს ისეთივე ილუზიაა როგორც ის რომ რუსეთი სირიაში ტერორისტებს ებრძვის!

ასევე წაიკითხეთ:

ISIS-ი რუსული ავიაციის იერიშებით სარგებლობს! (რუკა/map)

რატომ ალაპარაკდნენ ქართველი ექსპერტები ტერორიზმის საფრთხეზე?

რუსული პროპაგანდა აღარ ხუმრობს (ვიდეო/video)

რუსი გენერალი - ISIS-ის 600 წევრი ევროპაში ცდილობს გაქცევას!

სირიული ვაკხანალია: ფრანგულმა ავიაციამ სირიაში სამიზნეებზე იერიში მიიტანა!

რუსული დიპლომატიის მოულოდნელი მანევრი!

Комментариев нет:

Отправить комментарий