13 ნოემბრის პარიზის ტერაქტების გამოძახილი ცხადია რომ საკმაოდ ხანგრძლივი და მძიმე პოლიტიკური შედეგის მქონე იქნება. გარდა იმისა რომ მოხდა უდიდესი ტრაგედია და დაიღუპნენ ადამიანები, ძალზედ მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც ფონად ჰქონდა ამ ტერაქტების სერიას.
ამ ერთერთ ყველაზე "თავხედურ" თავდასხმას პირველ რიგში შედეგი ექნება იმ ემიგრანტებისთვის, რომლებიც მოცემულ მომენტში ევროპის ტერიტორიაზე იმყოფებიან. საემიგრაციო კრიზისის დასაწყისშივე, ევროპაში ნაციონალისტური ძალები გააქტიურდნენ და აგრესიული აქტებიც განახორციელეს, თუმცა ეს ძირითადად გერმანიაში ხდებოდა და არა საფრანგეთში მაგრამ გასულ ღამეს მომხდარი ტერაქტების სერიის ფსიქოლოგიური ეფექტი, მთელს ევროპაზე გავრცელდება. არ არის გამორიცხული მომდევნო დღეებში, ემიგრანტთა კომპაქტური განთავსების ადგილებზე, ადგილობრივ ნაციონილსტთა თავდასხმებს ჰქონდეს ადგილი. ეს ნაღმი რომ იდებოდა ევროპაში ფაქტი იყო და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს ამაზე ხშირად წერდნენ რუსი "ფანტასტი-ექსპერტები" ანუ კონსპიროლოგი ანალიტიკოსები.

მომხდარ ტრაგედიას, გარდა მყისიერი რეაქციისა გრძელვადიან პერსპექტივაშიც ექნება თავისი შედეგები, რომელიც დიდი ალბათობით სირიის კომფლიქტზე აისახება და ასეთი დასკვნის საფუძველს იძლევა ის რომ ტერორისტები თავად ყვიროდნენ უშუალოდ აქტისას - " ეს არის შურისძიება სირიის გამოო! ფაქტია რომ პარიზში მომხდარი ყველა ტერაქტი კარგად ორგანიზებული პროცესი იყო და სინქრონულად განხორციელდა საღამოს ათი საათის შემდეგ. პრაქტიკულად თავდასხმის ობიექტი გახდა თავად ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც, რომელიც გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის საფეხბურთო მატჩს ესწრებოდა სტადიონზე და საიდანაც პრეზიდენტი ოლანდი ევაკუირებული იქნა. ის რომ ტერაქტები ასეთი მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩის დროს მოხდა იმაზე მეტყველებს რომ მათ ვინც ეს ტერაქტების სერია დაგეგმეს არა მარტო საფრანგეთი, არამედ მთლიანად ევროპა გამოიწვიეს და წარმოუდგენელია რომ ასეთ თავხედობას ადეკვატური პასუხი არ მოჰყვეს.
ამ ტრაგედიამ დედამიწაზე დაძაბულობის ტემპერატურა გაზარდა და რა ასახვას ჰპოვებს მიმდინარე პრობლემებზე ამას უახლოეს პერიოდში ვნახავთ!
ამ დროისთვის (დილის 4:34 სთ 14 ნოემბერი) გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტერაქტები ერთდროულად განხორციელდა შვიდ ადგილას. დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი. ორი აფეთქება, სავარაუდოდ თვითმკვლელმა ტერორისტებმა განახორციელეს. მოხდა ერთ რესტორანზე თავდასხმა სადაც ხეხლსასროლი იარაღით ორმა ტერორისტმა ცეცხლი გაუხსნა რესტორანში მყოფებს. ერთერთი ამერიკული როკ-ჯგუფის კონცერტის მსვლელობისას, საკონცერტო დარბაზში ტყვეების აყვანა, რომელთაგან ბოლოს გავრცელებული და დაუზუსტებელი ინფორმაციით, ასამდე დაღუპულია. თავდამსხმელთაგან ორი ტერორისტი ლიკვიდირებულია და ერთი დაკავებულია! ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე და ჩაკეტა საზღვრები. საგანგებო ვითარების რეჟიმის შესაბამისად, ქუჩაში წესრიგის დასაცავად სამხედროები გამოიყვანეს!

Комментариев нет:
Отправить комментарий