Страницы

пятница, 13 ноября 2015 г.

ერდოღანი სირიის კომფლიქტის რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელებას წინასწარმეტყველებს!

რუსეთის სირიული ავანტურა როგროც ჩანს პროგრესირებადი სახის არის და მისი შედეგები არ შემოიფარგლება, მხოლოდ დასავლეთისა და რუსეთს შორის დაპირისპირების სიბრტყით.
რუსეთის ამ ავანტურამ, ზოგადად "დიდი ახლო აღმოსავლეთად" წოდებულ რეგიონში შექმნა/გააქტიურა ისეთი სახის პრობლემები, რომელიც სირიის კომფლიქტის კონტექსტში წინა პერიოდებში არ ჩანდა ან უბრალოდ არ იყო აქტიულაური კომფლიქტის მონაწილეთა იმ კომფიგურაციის შემთხვევაში, რომელიც სირიის კომფლიქტში რუსეთის ჩარევამდე იყო. თუ გაიხსენებთ რუსეთის სირიულ ავენტურას წინ უძღოდა მოლაპრაკებები თურქეთთან ე.წ "თურქული ნაკადის" შესახებ, რომელიც რუსული პროპაგანდის მიერ დასახელებული იქნა როგორც "გარღვევა" და კიდევ ერთი სადამსჯელო პროექტი ევროპისთვის, უკრაინის კრიზისის საპასუხოდ! ასეთმა პროპაგანდისტულმა აქტივობამ აღნიშნულ პროექტს მოუხსნა წმინდად ეკონომიკური სტატუსი და იმდენად პოლიტიზებული გახადა რომ წარმოუდგენელი იყო მისი განხორციელება იმ პირობებში, როდესაც თურქეთი NATO-ს წევრი და ასადის საწინააღმდეგო ბანაკის ერთერთი აქტიური მოთამაშეა. რაოდენ "პრაგმატულადაც" არ უნდა უყურებდეთ მსგავს საკითხებს ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ რომ ყველა ალიანსის წევრებს შორის არსებობს გარკვეული ვალდებულებები რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს და მით უმტეს რუსული "ტრუბა" არ არის იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტორი რომ NATO-ს ტიპის ალიანსის წევრებს შორის, პოლიტიკურ საკითხთა დისპოზიცია გამოიწვიოს. შესაბამისად რუსეთის ასეთმა, რბილად რომ ვთქვათ არაპარტნიორული საინფორმაციო კამპანიის წარმოებით, თურქეთთან დაძაბულობა გააჩინა და ალბათ ამ პოლიტიკური დაპირისპირების გაგრძლებად უნდა აღვიქვათ ერდოღანის ის განცხადებაც, რომელიც დღეს გერმანულ გამოცემა Der Spiegel-ზე დაყრდნობით გავრცელდა რუსულ მედიაში და რომელის მიხედვითაც, თურქეთის პრეზიდენტმა სირიის კომფლქიტის, რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელება იწინასწარმეტყველა წყარო. პრაქტიკულად არაფერი განსაკუთრებული ამ განცხადებაში ერდოღანს არ უთქვამს რადგან ისედაც ვხედავთ რომ რუსეთის სირიული ორმაგი თამაში (დეკლარირებულად ტერორიზმთან ბრძოლა, სინამდვილეში კი ასადის არმიის მხარდაჭერა) თავის შედეგს გამოიღებს და ამაზე თავად რუსული სპეცსამსახურები და მედიაც აქტიურად ლაპარაკობს. თუმცა მიუხედავად იმისა რომ აღნიშნულ საფრთხეს თავად რუსებიც მკვეთრად ხედავენ, მაინც განხილვის საგანი გახდა ერდოღანის განცხადება და გავრცელდა ისე თითქოს ის რუსეთს ემუქრებოდეს!
 ეს ყველაფერი კი პირდაპირ კავშირშია საქართველოსთან რადგან ერდოღანის ასეთი განცხადებები, შეიძლება რუსულმა პროპაგანდამ გამოიყენოს საქართველოში ტერორისტული საფრთხეების თემატიკის წამოწევითა და ამ მოტივებით გააძლიეროს სამხედრო აქტივობა ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, პანკისის მიმართულებასა და სომხეთში. მით უმტეს რომ ასეთი წინაპირობა შექმნილია და არაერთხელ გაჟღერებულა რომ "ტერორისტების" რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლის ერთერთი მოქმედი მარშუტი, თურქეთიდან საქართველოს გავლით გაედინება. 
მკითხველისა არ ვიცი მაგრამ მე ისეთი შთაბეჭდილება მექმნება რომ სირიული კომფლიქტის გეოგრაფია სულ უფრო ფართოვდება და ჩვენს რეგიონსაც ითრევს არასტაბილურობის მორევში, რომლისთვისაც დღევანდელი საქართველოს სახელმწიფო აბსულუტურად მოუმზადებელია...

ასევე წაიკითხეთ:

კავასიის რეგიონს გაოპოლიტიკური ტურბულენტობა უახლოვდება!

დასავლური "დუბინკა" რუსეთისთვის მზად არის!

საქართველო რუსეთის საჰაერო თავდაცვითი სისტემის ალყაშია!

რუსოფილი ექსპერტების უცნაური ანალიტიკა და კადიროვი ჩვენს საზღვრებთან!

Комментариев нет:

Отправить комментарий