აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს თურქეთში გაფრენამდე, სადაც G20-ის სამიტში უნდა მიიღოს მონაწილეობა, ამერიკის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც პარიზის ტერაქტებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ეს იმის მანიშნებელია რომ ანტალიის დიდი ოცეულის სამიტის დღის წესრიგი, გარკვეულწილად შეიცვლება და სირიის საკითხის პოლიტიკური გადაწყვეტის ილუზორული იმედი სავარაუდოდ მინიმალური დიპლომატიური ეტიკეტის დაცვისთვის იქნება გამოყენებული.
ფაქტია რომ ახლო აღმოსავლეთის კომფლიქტებში, დასაველთის ძალისხმევა არ არის საკმარისი და პრობლემა არ გვარდება. ამ კომფლიქტის შედეგები კი გასცდა რეგიონს და შუაგულ ევროპაში ისეთი ძალით იფეთქა რომ ევროპელ პოლიტიკოსებს, უბრალოდ არ დაუტოვა პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებისთვის სივრცე და საქმეში ძალოვანი მექანიზმების ჩარევა გარდაუვალი გახადა.
ის რაც პარიზში მოხდა მგონი რომ მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც წინა პერიოდში ხშირად ვრცელდებოდა მუქარები ევროპის მიმართ. ამ ყველაფრით კი ისარგებლებენ ევროპული მულტიკულტურალიზმის მოწინააღმდეგე ძალები, პირველ რიგში რუსეთი და ირანი რომლებიც, სირიაში საკუთარი აქტივობის გამართლებას დასავლელი ობივატელის თვალში შეეცდებიან და პრაქტიკულად პარიზის ტრაგედიამ მისცა მათ არგუმენტი იმ ჰუმანიზმის წინააღმდეგ, რომელსაც ევროპელები მიგრანტების მიმართ იჩენდნენ და რომელიც განსაკუთრებით რუსების მხრიდან, ყოველთვის დაცინვის ობიექტი იყო. თავად ევროპის შიგნით კი ნაციონალისტურ ძალებს მისცემს საშუალებას მოიპოვონ ამომრჩევლის მხარდაჭერა და მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკა განახორციელონ რადგან, რაოდენ კეთილშობილნიც არ უნდა იყვნენ ევროპელები, საკუთარი ფულით პოტენციური ტერორისტების შენახვა და მათი ცხოვრების უზრუნველყოფის სურვილი არ ექნებათ. რუსეთისთვის ეს ყველაფერი კიდევ იმით არის "კარგი" რომ უკრაინის კრიზისის საკითხი უკანა პლანზე გადაიწევს და მეტი თავისუფლება ექნება მოქმედებისთვის.
შემთხვევითი არ იყო რომ რუსული პროპაგანდა საკუთარ სირიულ ავანტურას ანტიტერორისტული ღონისძიების შირმით ფუთავდა და სინამდვილეში ასადის მოწინააღმდეგე ძალებზე ანხორციელებდა თავდასხმებს, რომლითაც ასევე ISIS-ი სარგებლობდა. ეს ყველაფერი კი იმისთვის ხორციელდებოდა რომ დასაველთთან უკრაინის კრიზისით გამოწვეული დაპისპირების შედეგები გაენეტრალებინა და შეხების წერტილი ეპოვა, სადაც დასავლეთთან ერთად ერთ პოზიციაზე დგომის ილუზიას შექმნიდა ისევე, როგორც ეს ჩეჩნეთის მიწასთან გასწორების დროს გააკეთა და რომელზეც რუსეთის არცერთ მაშინდელ ხელმძღვანელს პასუხი არ უგია. ამაზე მოწმობს რუსეთის სადგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება რომელშიც ის მოუწოდებს დასავლეთს ანტიტერორისტული კოალიციის შექმნისკენ წყარო. დიდი ანალიტიკური უნარები არ სჭირდებოდა იმის ვარაუდს რომ პარიზის მსგავსი ტრაგედია ევროპის რომელიმე ქვეყანაში აუცილებლად დატრიალდებოდა და რუსეთს საკუთარი გეგმის განხორციელების საშუალება მიეცემოდა, რომლითაც 2014 წლის დასაწყისიდან მოყოლებული დასაველთთან დაპირისპირების შემცირებას შეეცდებოდა.
ამ ყველაფრის ფონზე დიდი ოცეულის სამიტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. უნდა ითქვას რომ ეხლა ამ სამიტის კულუარებში განხორციელებულ შეხვედრებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და რა თქმა უნდა რომ მისი დღის წესრიგი მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდიდა რადგან პარიზის ტრაგედიამ მნიშვნელოვნად შეცვალა მსოფლიო უსაფრთხოება, რომელიც დაუყოვნებელ რეაგირებას საჭიროებს და ეს რეაგირება დღევანდელი მსოფლიო ლიდერების პირდაპირი ვალდებულებაა.
ასევე წაიკითხეთ:

Комментариев нет:
Отправить комментарий