Страницы

вторник, 3 ноября 2015 г.

Lifenews: მოსკოვში ბატალიონ "АЗОВ"-ის ათი წევრი დააკავეს! (ვიდეო/video)

რუსული სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას რომ რუსეთის დედაქალაქში დააკავეს უკრაინული ბატალიონი  "АЗОВ"-ის ათი წევრი, რომლებიც უკანონო იარღის გაყიდვით იყვნენ დაკავებულნი და მიღებულ შემოსავალს უკრაინაში
აგზავნიდნენ. როგორც რუსული სააგენტოების  ნაწილის მიერ გაავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიღებული თანხა ბატალიონის საქმიანობას ხმარდებოდა და ამ მიზნით კიევში ირიცხებოდა. 
 თავდაპირველი ინფორმაცია სააგენტო Lifenews-მა გაავრცელა რომლის მასალაში ნათქვამია რომ დაკავებულ "АЗОВ"-ის წევრებს შორის, უმეტესობა რუსეთის მოქალაქე რუსი ნაციონალისტები არიან, რომლებიც ბატალიონს კიევში ევრომეიდანის ცნობილი პროცესების შემდეგ დაუკავშირდნენ. რუსი სამართალდამცავების თქმით, დანაშაულებრივ ჯგუფს ირაღი კიევიდან (?!) შეჰქონდათ მოსკოვში და შემდეგ ნაწილდებოდა რუსეთის სხვადასხვა რეგიონებში. არაფერია ნათქვამი ამ პირების მხირდან დონბასზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ წყარო. მიუხედავად ასეთი კონკრეტული დეტალებისა, რუსულმა სააგენტოებმა და ძალოვანმა უწყებებმა არც დაკავებულების ვინაობა დაასახელეს და არც თავად დაკავაბულთა ფოტოები გამოუქვეყნებიათ.

საინტერესოა რომ უკრაინულ მედიაში ამ ინფორმაციას არანაირი გამოხმურება არ მოჰყოლია და არავითარი კომენტარი არ გავრცელებულა. დღის ბოლოს კი BBC-ს უკრაინულ ბიუროს, "АЗОВ"-ის პრესსამსახურში განუცხადეს რომ არავითარი მათი მებრძოლები არ დაუკავებიათ მოსკოვში წყარო.
 დიდია ალბათობა რომ დაკავებულები იყვნენ დონბასზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირები, ოღინდ არა უკრაინის სამთავრობო ძალების მხარეს, არამედ რუსი სეპარატისტების მხარეს მებრძოლები რომელთა შორისაც დიდძალი იარაღი, თავად რუსეთის ხელშეწყობით ტრიალებს და სულაც არაა გამორიცხული რომ ის იარაღი ეხლა რუსეთის ტერიტორიაზე და მათ შორის მოსკოვშიც გაიყიდოს. ამ ვერსიას ის გარემოებაც ამყარებს რომ თავად დონბასელი სეპარატისტების  ვებგვერდების მეშვეობით ვრცელდება ინფორმაციები რომ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ჩამოაშორეს პროექტ "დონბასის" კუროტარობას და სეპარატისტული დაჯგუფებებს შორის გააფთრებული ბრძოლები დაიწყო, რუსეთიდან გამოყოფილი ფულის გაკონტროლებისთვის წყარო. არ არის გამორიცხული მთელი ეს კლოუნადა აზოველების დაპატიმრების შესახებ სწორედ ამ პრიცესის ნაწილი იყოს, რომლიდანაც რუსული პროპაგნდა საკუთარ სარგებელს მიიღებს და უკრაინის დისკრედიტირებისთვის კიდევ ერთი თემა გამოაცხოს, რომელიც რა თქმა უნდა რომ დარჩება იდუმალი და დაუდგენელი, იყვნენ თუ არა დაკავებული პირები მართლაც "АЗОВ"-თან ან საერთოდ უკრაინასთან, რაიმენაირადმე კავშირში! 

Комментариев нет:

Отправить комментарий