ებრაული მედია სირიელ ოპოზიციონერებზე დაყრდნობით იტყობინება რომ 30 ოქტომბერს, ლიბანისა და სირიის საზღვართან არსებულ ორ ბაზაზე, "ცახალის" ექვსმა ბომბდამშენმა იერიში მიიტანა.
აღნიშულ ინფორმაციაზე ოფიციალური თელავივი კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ის რომ სირიის ტერიტორიაზე ებრაული ბობდამშენები შევიდნენ, დასტურდება ლიბანური გამოცემების მიერ, რომლებიც 30 ოქტომბერს აცხადებდნენ რომ ქვყნის საჰერო სივრცე დაარღვიეს ებრაულმა საფრენმა აპარატებმა.
ოპზიციონერების მიერ გავრცელებული ინფრომაციით, იერიში მიტანილია ერთ სირიულ ბაზაზე და ერთ "ჰეზბოლას" ბაზაზე, რომელზეც გავრცელებული ინფორმაციით ლიბანში "ჰეზბოლასთვის" გასაგზავნი იარაღი იმყოფებოდა.
რუსეთის სირიის ტერიტოროაზე საჰაერო ოპერაციის დაწყებიდან ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ებრაული ბომბდამშენები სირიის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ წყარო.
საგუსლიხმოა ისიც რომ ეს ინფორმაცია გავრცელდა ფონზე, როდესაც რუსული ავიდარტყმების შესახებ ინფორმაციამ იკლო და ბოლო დღეების განმავლობაში ისეთი ინტენსივობით აღარ ვრცელდება რუსული ავიაციის საგმირო საქმეების შესახებ, როგორც წინა დღეების განმავლობაში კეთდებოდა. ასეთი ფონის შექმნას კი წინ უძღოდა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მხრიდან რუსეთის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები და დამასკოს სიხლოვეს, ერთერთ დასახლებულ პუნქტში განხორციელებული ავიადრტმა, რომელსაც ორმოცზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა, რუსეთის იმიჯს საკმო ზიანი მიადგება რადგან ეს იქნება სიგნალი რომ რუსეთს ასადის დაცვა ყველაფრისგან არ შეუძლია და მისი ოპერაცია შერჩევით, მხოლოდ სუსტი მოწინააღმდეგეების წინაღმდეგ არის მიმართული.
თუ აღნიშნული ინფორმაცია დადასტურდა, რუსეთის იმიჯს საკმო ზიანი მიადგება რადგან ეს იქნება სიგნალი რომ რუსეთს ასადის დაცვა ყველაფრისგან არ შეუძლია და მისი ოპერაცია შერჩევით, მხოლოდ სუსტი მოწინააღმდეგეების წინაღმდეგ არის მიმართული.

Комментариев нет:
Отправить комментарий