რუსულენოვანი ირანული გამოცემა iran.ru-მ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ინფორმაცია რომ სირიაში ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის, სირიაში გაგზავნილი შენაერთის ხუთი მეთაური დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით მეთაურები დაიღუპნენ ქალაქ ალეპოსთან მიმდინარე შეტაკებაში წყარო. ალეპოსთან მიმდინარე შეტაკებების შესახებ რუსული და სირიული წყაროები, სხვადასხვა შინაარსის ინფორმაციას ავრცელებენ, თუმცა არცერთი მათგანი ირანელი სამხედრო მეთაურების დაღიუპვის შესახებ არ იტყობინება. რუსული ოფიციალური წყაროების მიერ გავაცრელებულ ინფორმაციაში ნათქვამია რომ ალეპოსთან ასადის არმიამ, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მხარდაჭერით, მნიშვნელოვან სატრანსპორტო კორიდორზე აღადგინა კონტროლი და მოწინააღმდეგე ძალების კონცეტრაციის ადგილი ალყაში მოაქცია წყარო. სირიული წყაროები კი მსგავს ინფორმაციას არ ავრცელებენ და საბრძოლო მოქმედებების შესახებ გავრცელებულ ყოველდღიურ ბიულეტინში მშრალად არის ჩამოთვლილი მხოლოდ შეტაკებების გეოგრაფიის შესახებ, რომელშიც ნათქვამია რომ ოპერაციის საჰაერო მხარდაჭერას ასადის არმიის ავიაცია ანხორციელებდა და არაფერია ნათქვამი რუსული ავიაციის შესახებ. ასევე არაფერია ნათქვამი ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნების დაღუპვის თაობაზე და მხოლოდ მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ არის მოცემული ინფორმაცია, რომელიც სირიული გამოცემის მიხედვით 42 დაღუპულს შეადგენს წყარო.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება რომ რუსული პროპაგანდა შეთხზულ ამბებს უყვება თავის მოქალაქეებს, რადგან ხშირად არის რომ რუსული პროპაგანდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, წესით საკმაო გამოხმაურებას ან დადასტურებას უნდა ჰპოვებდეს მსოფლიო მედიაში თუ არა ახლო აღმოსავლეთის რეგიონულ მედიაში მაინც მაგრამ სანბოლოოდ, ისინი მხოლოდ რუსულ საიტებზე რჩებიან და ხშირ შემთხვევაში თავად ასადის მომხრე საიტებზეც კი არ ვრცელდება, მსგავის ან თუნდაც მიახლოებითი შინაარსის ინფორმაცია. ასეთი განსხვავება რუსულ და სირიულ მოკავშირე ძალების საინფორმაციო სივრცეში მიანიშნებს იმაზე რომ რუსული ავანტურა სირიაში, ძირითადად საინფორმაციო ხმაურია და არა "წარმატებული სამხედრო ოპერაცია"!

Комментариев нет:
Отправить комментарий