Страницы

понедельник, 16 ноября 2015 г.

ვითარება უკრაინაში: რუსი სეპარატისტების ტექნიკა ფრონტის ხაზისკენ გადაადგილდება (ვიდეო/video)

უკრაინის აღმოსავლეთით ვითარება მიზანმიმართულად იძაბება და რუსი სეპარატისტები საბრძოლო ტექნიკას პოზიციებზე აბრუნებენ. უკრაინული წყაროების ცნობით, სეპარატისტების მხრიდან პოზიციებზე ბრუნდება ზალპური ცეცხლის სისტემები და მძიმე ტქნიკა.
ინტენსიური შეტაკებები არ წყდება უკვე მეხუთე დღეა და ამ შეტაკებებს მსხვერპლიც მოჰყვა უკრაინელთა მხრიდან, რადგან სეპარატისტები ჩვეულებრივი ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, იყენებენ მინსკის შეთანხმებით აკრძალულ შეიარაღებას წყარო, მსხვილკალიბრიან ნაღმტყორცნებსა და ზალპური ცეცხლის სისტემებს. facebook-ზე გავრცელდა შეტაკებების შედეგად დაჭრილი უკრაინელი მებრძოლის ვერტფრენით ევაკუაციის კადრები ბმული.
 უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, ფრონტზე ვითარების ესკალაციის გამო განცხადა რომ ის მოითხოვს ეუთო-ს მონირტორების მუდმივ ყოფნას ფრონტის ხაზზე, რადგან უკრაინული არმიის მძიმე ტექნიკა, მთლიანად გაყვანილია პოზიციებიდან და გამომდინარე იქიდან რომ ვითარების ესკალაციას პროვოკაციული ხასიათი აქვს, საპასუხო ცეცხლის გახსნის შემთხვევაში, ეს შესაძლოა გამოყენებული იქნას უკრაინის, მინსკის შეთანხმების დარღვევაში დადანაშაულებისთვის. საინტერესოა ის რომ ამჟამინდელი ესკალაცია ძალიან დაბალი ინტენსივობით შუქდება როგორც უკრიანულ, ისე საერთაშორისო მედიაში. გასაგებია რომ პარიზის ტერაქტების ფონზე ეს საკითხი არ იქნებოდა "პირველ გვერდებზე" მაგრამ არც მანამდე ყოფილა აქტუალური მისი გაშუქება. ფაქტად კი რჩება ის რომ ფრონტის ხაზზე ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები და ეს დაღუპვები პირდაპირ კავშირშია რუსეთის სამეზობლო პოლიტიკასთან, რომელიც ჰუმანურობით არ გამოირჩევა.


ძალიან ძნელი სათქმელია ის თუ რამ განაპირობა კონკრეტულად ბოლო პერიოდის ესკალაცია ფრონტის ხაზზე, რადგან არანაირი მკვეთრი პოლიტიკური მოვლენა არ ყოფილა, რომელიც შესაძლოა გამხდარიყო საბრძოლო მოქმედებების განახლების საფუძველი. მაგრამ მიუხედავად რუსული ვითარების დაძაბვისა, უკრაინამ სამხედრო დახარება მიიღო ამირიკის შეერთებული შტატბისგან, რომელიც სარადარო სოსტემების გადაცემაში გამოიხატა. მანამდე კი ამ კონკრეტულ ღონისძიებას, წინ უძღოდა აშშ-ს სენატის გადაწყვეტილება უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღებით დახმარების შესახებ და როგორც ჩანს 14 ნოემბერს უკრაინაში ჩატანილი სარადარო სისტემები, სწორედ ამ გადაწყვეტილების აღსრულების პირველი ნაბიჯია.





15 ნოემბერს ანტალიაში გამართული G20 სამიტის ფარგლებში შედგა ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ 35 წუთიანი საუბარი, რომლის დროსაც გავრცელებული ინფორმაციით პრეზიდენტებმა განიხილეს სირიის და უკრიანის კრიზისები წყარო. ის თუ რა შედეგს გამოიღებს აღნიშნული პირისპირ საუბარი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, რადგან ამ დრომდე მხარეებს კონკრეტული საკითხების შესახებ კომენტარები არ გაუკეთებიათ და მხოლოდ სტანდარტული დიპლომატიური მანერის განცხადებებით შემოიფარგლნენ.

ასევე წაიკითხეთ:

ვითარება უკრაინაში: საბრძოლო მოქმედებები განახლდა

ჩინეთი რუსეთის მოკავშირე აღარ არის!

NATO-ს აქტივობა აღმოსავლეთ ევროპაში (ვიდეო/video)

NATO ბალტიისპირეთსა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში აქტიურდება

Комментариев нет:

Отправить комментарий