თურქეთ-რუსეთის დაპირისპირების საკითხი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქართველი რუსოფილების "პატრიოტიზმის" გამოსავლენად.
საოცარი და ამავე დროს გამაღიზიანებელია ის რეპლიკები რომელიც ამ ინციდენტის შემდეგ, რუსოფილთა საიტებსა და ცალკეული პირების სოციალური ქსელების პირად გვერდებზე გავრცელდა. არაფერი გასაკვირი არ იქნებოდა იმაში რომ რუსოფილებს, პირდაპირ და ღიად გამოეხატათ გულისტკივილი რუსი პილოტის დაღუპვის ან მთლიანად ინციდენტის გამო, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად თურქეთის ოკუპანტად გამოცხადებისა და ამ ოკუპაციიდან რუსეთის ფაქტორის ჩამოშორება, თვალსაჩინო მაგალითი გახდა იმისა თუ რამდენად დამახინჯებულ საფუძვლებზეა მათი მსოფლმხედველობა დაფუძნებული. გამაღიზიანებელია ის რომ ამ ადამიანებს არ ახსოვთ ბოლო 25 წლის განმავლობაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები საქართველოს წინააღმდეგ და ისტერიულად გაჰკივიან თურქეთის ოკუპანტობის არგუმენტებს.
მსგავს პოლიტიკურ საკითხებში როგორც წესი მნიშვნელოვანია მოვლენის ხედვის რაკურსი და შესაბამისად, ეს რაკურსი ააშკარავებს ადამიანის აზროვნებითი კატეგორიებს. ამ მოცემულობაში კი რა გამოდის, ქართველები იმ აგრესორის მხარეს დგანან, რომელმაც მათი სამშობლოს მიმართ განახორციელა არაერთი აგრესიული აქტი და ეს მხოლოდ საომარი მოქმედებების წარმოებაში არ გამოხატულა ეს აგრესიულობა. უცნაურია რომ ადამიანები ბრაზდებოდნენ ასი წლის წინ მომხდარ ამბავზე და პრაქტიკულად გუშინდელი მოველენები დავიწყებული ჰქონდეთ მაგრამ ხომ ყველასთვის ნათელია რომ ეს ასე არ არის და მათ არაფერი დავიწყებული არ აქვთ? ეს ხომ კონკრეტული პოზიციაა, რომელიც მათთვის შემოსავლის თუ არა, თვითრეალიზაციის საშუალებას წარმოადგენს და სწორედ ამიტომ არიან ისინი მოღალატეები რომ მტრის პოზიციის ტრანსლირება აქვთ ნაქცევი თვითრეალიზაციის საშუალებად. მათი მოღალატეობის ხარისხი კიდევ უფრო მძიმდება თუ კი ეს ყველაფერი მხოლოდ ფინანსური სარგებელის მიღებას ეფუძნება!
საინტერესოა რას იტყოდნენ ეს ადამიანები, იგივე რომ საქართველოს გაეკეთებინა და საჰაერო სივრცის დარღვევისთვის რუსული ბომნდამშენი ჩამოგვეგდო ჩვენ? დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ გაგვამტყუნებდნენ ჩვენ ისევე როგორც ამას აკეთებდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ეს ყველაფერი ხომ იმაზეც მიანიშნებს თუ რა მოხდება თუ კი თურქეთ-რუსეთის ომი, რეალობა გახდება და რომელიც, ჩვენს ქვეყანას გვერდს ვერ აუვლის ვერაფრის დიდებით. ძნელი გამოსაცნობი არ არის თუ რომელ მხარეს დადგებიან ეს ადამიანები მიუხედავად იმისა რომ თურქეთი NATO-ს წევრია.
ვერაფერი ვერ გაამტყუნებს თურქეთს იმოს გამო რომ ასჯერ გაფრთხილებული რუსი სამხედროები იგივეს იმეორებდნენ და ამის გამო მიიღეს ის რაც ლოგიკურად უნდა მომხდარიყო და მოხდება თუ კი იგივეს გააკეთებენ. ასევე ვერაფერი გაამრთლებს რუსებს იმაში რომ სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეებს არღვევენ და ის რომ აქამდე არავინ ცამოგდო მათი საფრენი აპარატები მხოლოდ ამ ქვეყნების კეთილი ნება იყო, რომელიც კონფლიქტის თავიდან აცილებას ემსახურებოდა და თავს გასული რუსული სამხედრო მაქანა ამ თავშეკავებულობას, საკუთარი პროპაგანდისტული შეტევის ფაქტორად იყენებდა რომელიც ქმნიდა ილიუზიას რომ მათი შიშით ზანზარებს დედამიწა. თურქების პასუხმა კი სწორედ ეს ილუზია დაამსხვრია და ქართველი რუსოფილები რუსული უძლურების გადაფარვას სწორედ თურქეთის ძველი "ცოდვების" გახსენებით შეეცადნენ, რომელ ცოდვაშიც რუსებს ისეთივე ბრალი მიუძღვით როგორიც დღეს არსებულ ქართული ტერიტორიების ოკუპაციაში!
ასევე წაიკითხეთ:
რუსოფილი ექსპერტების უცნაური ანალიტიკა და კადიროვი ჩვენს საზღვრებთან!
ვლადიმერ ხომერიკი: რუსეთი "რბილ ძალას" არასაკმარისად იყენებს ! (ვიდეო/video)
პაციფიზმი თუ სიბრიყვე - რომელი უფრო გვჭირს?
რუსული პროპაგანდის საომარი რიტორიკა და საქართველო!
ასევე წაიკითხეთ:
რუსოფილი ექსპერტების უცნაური ანალიტიკა და კადიროვი ჩვენს საზღვრებთან!
ვლადიმერ ხომერიკი: რუსეთი "რბილ ძალას" არასაკმარისად იყენებს ! (ვიდეო/video)
პაციფიზმი თუ სიბრიყვე - რომელი უფრო გვჭირს?
რუსული პროპაგანდის საომარი რიტორიკა და საქართველო!
Комментариев нет:
Отправить комментарий