რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იორდანიის მეფესთან შეხვედრისას განცხადება გააკეთა თურქეთის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების თაობაზე.
მისი თქმით რუსული ბომბდამშენი ოპერაციაზე იყო გასული, რომელის მიზანიც ლატაკიის რაიონში, მთებში გამაგრებული ტერორისტების პოზიციებზე იერიშის მიტანა იყო. პუტინის ინფორმაციით აღნიშნულ პოზიციებზე რუსეთიდან წასული ჩრდილო კავკასიელი "ბოევიკების" მაღალი კონცენტრაციაა და ამიტომ მათი ავიაცია პრევენციულ დარტყმას ანხორციელებდა ტერორისტებზე რადგან ისინი ყოველწუთას შეიძლება დაბრუნდნენ რუსეთში და პრობლემები შექმნან იქ. მისი თქმით დღევანდელი ინციდენტი ზურგში ლახვარის ჩაცემა იყო ტერორისტების ხელშემყობთა მხრიდან, რითიც ფაქტიურად თურქეთი დაადანაშაულა ტერორიზმის ხელშეწყობაში. პუტინის განცხადებაში რაიმე სახის კონკრეტულ პასუხზე ლაპრაკი არ არის და ის ამბობს რომ კარგად გაანალიზებენ ინიციდენტის გარემოებას, თუმცა აღნიშავს რომ რუსეთი არ შეეგუება ასეთ "დანაშაულებებს" მისი ბომბდამშენების წინააღმდეგ და განაცხადა რომ აღნიშნულ ინციდენტს სერიოზული შედეგი ექნება რუსულ-თურქულ ურთიერთობების თვალსაზრისით წყარო.
როგორც ცნობილია აღნიშული ინციდენტის შესახებ განცხადება ასევე გაკეთდება NATO-ს მხრიდან, თუმცა რა კონტექსტის იქნება ძნელი სათქმელია.
პარალელურად СУ-24-თან დაკავშირებული ინციდენტისა, დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება რუსული ვერტფრენის ჩამოგდების შესახებ წყარო, რომელიც ჩამოგდებული ბომბდამშენის პილოტების ძებნის ოპერაციაზ გავიდა. რუსული სააგენტოების ინფორმაციით ვერტმფრენები ვერ ჯდებიან შემთხვევის ადგილზე რადგან პილოტების სავარაუდო დაშვების ადგლის რაიონში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს. ამ ინფორმაციის გათვალისწინებით არ არის გამორიცხული დაბალ სიმაღლეზე მფრენი ვერტმფრენის ჩამოგდება მოეხერხებინოთ სირიის თავისუფალი არმიის მებრძოლებს.
ფაქტია რომ რუსეთი დაყენებულია გადაწყვეტილების წინაშე და მის ამ ინიციდენტზე საპასუხო ნაბიჯზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ. კონკრეტულად კი მთელი იმ პროპაგანდისტული თემატიკის ნამდვილობა რომელიც ბოლოო წლებში აქტიურად მუსირებდა და ხაზს უსვავდა რუსული სამხედრო მანქანის ძლევამოსილებას.
დღევანდელ ინციდენტს გაგრძლება აუცილებლად ექნება და ეს გაგრძელება როგორი იქნება არავინ იცის ვიდრე რუსული საპასუხო ნაბიჯის შინაარსი არ გახდება ცნობილი!
ასევე წაიკითხეთ:

Комментариев нет:
Отправить комментарий