თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია სირია-თურქეთის საზღვარზე სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ, რომელიც არ დაზუსტებულა თუ რომელიც ქვეყნის კუთვნილი ბომბდამშენი იყო.
თავდაპირველი ინფორმაციით იყო ვარაუდი რომ ის ასადის არმიას ეკუთვნოდა, თუმცა მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია რომ მათი თვითმფრინავიც ჩამოვარდა, კატასტროფის ადგილად კი ლატაკია დასახელდა წყარო.
თავდაპირველი ინფორმაციით იყო ვარაუდი რომ ის ასადის არმიას ეკუთვნოდა, თუმცა მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია რომ მათი თვითმფრინავიც ჩამოვარდა, კატასტროფის ადგილად კი ლატაკია დასახელდა წყარო.
თურქული წყაროების ინფორმაციით თვითმფრინავი ჩამოაგდო მათმა F-16S-მა, რომელიც ანხორციელებდა საჰაერო სივრცის დაცვის პატრულირებას და დამრღვევ ბომბდამშენს, გაფრთხილების შემდეგ გაუხსნა ცეცხლი. რუსეთის თავდაცვამ დაადასტურა ბომბდამშენის დაკარგვის ფაქტი, თუმცა აღნიშნა რომ მათი საფრენი აპარატი იმყოფებოდა სირიის ტერიტორიაზე და არავის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ჩამოგდებული ბომბდამშენის პილოტების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს და ეხლა ადგენენ მათ ბედს. რუსული ბომბდამშენის კატასტროფის მიზეზად "РИАНОВОСТИ"-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში დასახელებულია მიწიდან ცეცხლის გახსნა, თუმცა არ არის ნათქვამი რა სახის შეიარაღებით და ნათქვამია მხოლოდ ის რომ ცეცხლის გახსნის მომენტში, რუსული ბომბდამშენი 6 000 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა წყარო.
ჯერჯერობით ინფორმაცია რუსული თვითმფრინავის თურქეთ-სირიის საზღვართან ჩამოგდების შესახებ, კიდევ საჭიროებს დადასტურებას რომელიმე მხარის მიერ რომ მეტი სიცხადე შეიძინოს ინფორმაციამ. "Reuters"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად თურქული მხარის მიერ განხორციელებული დიპლომატიური პროცესები, მომხდარი ინციდენტის სერიოზულობაზე მიანიშნებს. კერძოდ - თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ შეხვედრა გამართა არმიის გენერალური შტაბის უფროსთან და საგარეოს აქმეთა მინისტრთან, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრს დაავალა კონსულტაციების გამართვა NATO-სა და გაეროსთან, რომელთა საკითხიც შემდეგი ფრაზით ჩამოაყალიბა პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა - "თურქეთ-სირიის საზღვართან შექმნილი ვითარების შესახებ". სხვა რაიმე ისეთი მოვლენა რომელის განხილვაც საჭირო იქნებოდა ალინსთან ან გაეროსთან არ მოხდარა თურქეთ-სირიის საზღვართან და სავარაუდოდ, განხილვის საგანიც მხოლოდ ჩამოგდებული ბომბდამშენი იქნება, რომელიც იმ შემთხვევაში თუ კი ის ასადის არმიის კუთვნილი იქნებოდა, ასევე არ გამოიწვევდა ასეთი კონსულტაციების გამართვის აუცილებლობას და არ გახდებოდა პრემიერ-მინისტრისა, გენერალური შტაბის უფროსისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი განხილვის საგანი.
ის რომ თურქეთ-სირიის საზღვართან ჩამოვარდნილი ბომბდამშენი რუსეთს ეკუთვნის ფაქტია და ამაზე მეტყველებს რამდენიმე წუთის წინ ასევე "РИАНОВОСТИ"-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატია რომელიც რუსული ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, მიწაზე თურქეთის მოქალქეების დაზარალებას ეხება წყარო. ეხლა გასარკვევია ის თუ რა პასუხი ექნება რუსეთს ამ ინციდენტზე?!
ასევე წაიკითხეთ:

Комментариев нет:
Отправить комментарий