Страницы

четверг, 12 ноября 2015 г.

ვითარება უკრაინაში: საბრძოლო მოქმედებები განახლდა

უკვე მესამე დღეა რაც უკრაინის აღმოსავლეთით, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში გამაგრებული სეპარატისტები გააქტიურდნენ და შესაბამისად საბძოლო მოქმედებებიც განახლდა.
ბოლო აქტიური საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, გაჩენილი იმედი რომ სამშვიდობო პროცესი დაიწყო და მას შესაძლოა რაიმე შედეგი მოჰყოლოდა ისევე დასამარდა, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, სადაც რუსეთის მონაწილეობით პოლიტიკურ პროცესებში ხდება ხოლმე და ამართლებს ჩერჩილის ფრაზას, რუსებთან შეთანხმების ფასეულობის შესახებ.  ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ პროცესებმა, როდესაც მხარეების დაშორიშორება ხდებოდა და ფრონტის ხაზიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა დაიწყო, გამოჩნდა რომ ეს იყო ერთგვარი ტაიმ-აუტი რუსეთისთვის, რომელიც სჭირდებოდა სირიის ავანტურის წამოწყებისთვის. თავის მხრივ კი სირიული ავანტურით, აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებიდან ყურადღების გადატანის დამხმარე მოვლენა შექმნა, რასაც ერთგვარი ტაქტიკური ფორა უნდა მიეცა რუსეთისთვის რომელიც გულისხმობდა აშშ-სთვის ორ ფრონტზე პრობლემების გააქტიურებასა და "თავის მართლების პოზციაში ჩაყენებას" ფორმულით - რა მოაქვს დემოკრატიზაციას ნათელი მაგალითია ე.წ. "არაბული გაზაფხულის" შედეგები - იგივე ელის უკრაინას. ჩემი შეფასებით ეს "ტრიუკი" არ გამოუვიდათ კრემლის პოლიტტექნოლოგებს რადგან მიუხედავად საინფორმაციო სივრცეში აქტიურად შემოტანილი სირიის კომფლიქტის საკითხისა, დასავლეთ ბლოკი ახლო აღმოსავლეთის საკითხების პარალელურად, აქტიურად დაკავდა ბალტიისპირეთისა და ზოგადად აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის უნარიანობის ამაღლებით. პარალელურად რუსეთის მიმართ  მკაცრი განცხადებებით, დასავლეთმა დაამშვიდა მოკავშირეები და მოახდინა რეალობის აღქმის იმ რაკურსის დემონსტრირება, რომელიც ასე საჭირო იყო აშშ-ს აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეებისთვის. ახლო აღმოსალვეთში კი რუსულ პროპგანდას, კონკრეტულ რეგიონულ მოთამაშეებთან, სუნიტურ უმრავლესობასთან მოუწიათ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმა და იქ დასავლეთი აქტიური მონაწილედ მინიმალურად წარმოჩინდა, რამაც რუსეთის მოსალოდნელი სარგებელი გაანეიტრალა და როგორც ჩანს, ისევ აღმოსავლეთ ევროპის დესტაბილიზების გადაწყვეტილება მიიღო კრემლმა.
 რჩება შთაბეჭდილება თითქოს უკრაინის კომფლიქტში, ცოტა ხნის წინანდელი მოჩვენებითი "სიმშვიდის" პერიოდის განმავლობაში რუსეთს, უკრაინის ქვეყნის შიგნით პოლიტიკური არასტაბილურობის შექმნის იმედი ჰქონდა, რომელიც არ წავიდა ისე როგორც გეგმავდნენ და არ გაამართლა. შედეგად საჭირო გახდა ისევ ფრონტის ხაზზე ვითარების დაძაბვა ან არ არის გამორიცხული თანმდევი დამხმარე პროცესი იყოს იმ შიდაპოლიტიკური ბრძოლისა, რომელიც ბოლო პერიოდში განვითარდა უკრაინაში. ამ პროცესებში ისევ ოლიგარქული ძალები და მათ კლანთან, პროდასავლური ძალების დაპირისპირებაა, რომელიც რუსეთან ისეთნაირად არის გადახლართული რომ დონბასზე წამოწყებული კომფლიქტის თავდაპირველ ეტაპზე პრაქტიკულად შეუმჩნეველი იყო.
 უკრაინული ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვითარების გამწვავება ფრონტის ხაზზე მზარდი ტენდენციისა და არ არის გამორიცხული ისევ ფართომაშტაბინი საბრძოლო მოქმედებებამდე განვითარდეს. რუსი სეპრატისტები საბრძოლო მოქემედებებში იყენებენ მსხვილკალიბრიან შეიარაღებას და ჯავშანტექნიკას, ასევე აქტიურად ანხორციელებენ სადაზვერვო ღონისძიებებს ელექტრონული დაზვერვისა თუ სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით წყარო / წყარო რაც იმას ნიშნავს რომ რუსები, სამშვიდო პროცესისთვის არ ემზადებიან.
აქვე უნდა ითქვას რომ არც უკრაინელი მებროლები რჩებიან ვალში და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სეპარატისტების მხრიდან პროვოკაციებს უწინდებურად დუმილით აღარ ხვდებიან. უკრაინულ საიტებზე გავრცელებულ ერთერთ სტატიაში ლაპარაკია უკრაინელი მებრძოლების პასუხსა და იმ შედეგებზე, რომელიც საპასუხო ცეცხლის შედეგად მიიღეს სეპარატისტებმა. ეს ზარალი ერთერთი უკრაინელი მებრძოლის თქმით 40-მდე დაღუპული და დაჭრილი სეპარატისტია წყარო.
 
უკრაინის რუსეთთან კომფლიქტი, დეკემბრის თვემდე სულ მზარდი დაძაბულობის იქნება რადგან, დეკემბერში მოხდება რუსეთისათვის სანქციების გახანგრძლივების საკითხის განხილვა ევროკავშირში და როგორც მოსალოდნელია, ამ პროცესებითვის რუსეთი თვალთმაქცური "მშვიდობისმყოფელის" მანტიის მორგებას ვეღარ შესძლებს, ამიტომ აგრესიულ შანტაჟზე გადავა და ყველა იმ პრობლემის ესკალაციას შეეცდება, რომელზე ზემოქმედებაც ხელეწიფება.

ასევე წაიკითხეთ:

დასავლური "დუბინკა" რუსეთისთვის მზად არის!

ევროპა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ! (ფოტო/photo)

NATO-ს აქტივობა აღმოსავლეთ ევროპაში (ვიდეო/video)

NATO ბალტიისპირეთსა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში აქტიურდება

Комментариев нет:

Отправить комментарий