ბოლო ერთი კვირაა რუსული მედია პრაქტიკულად გმინავს ერთადერთი ძლევამოსილი მოკავშირის, ჩინეთის დაკარგვის თაობაზე. მიზეზები იმისათვის რომ ჩინეთს რუსეთის მხარდაჭერისგან უარი ეთქვა
საკმარისზე მეტია, თუმცა ამის დაჯერება რუსული პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს არ უნდათ და როგორც წესი ათასგვარ კონსპირაციულ თეორიებს თხზავენ საკუთარი პოზიციისა თუ მოსახლეობაში იმედის გასამყრებლად.
პირველი სიმპტომი რომელიც ჩინეთის მხრიდან რუსეთის მხადაჭერის შეწყვეტას მიანიშნებდა იყო, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოში უკრაინის წევრობის შესახებ გამართული კენჭისყრა, როდესაც ჩინეთმა რუსული პოზიციის საპისრისპირო პოზიცია დაიჭირა და ხმა მისცა უკრაინის წევრობას უშიშროების საბჭოში. ამ კენჭისყრაზე ჩინეთის პოზიცია ადრევე იყო ცნობილი, როდესაც სექტემბრის თვის ბოლო რიცხვებში, აშშ-ში გაიმართა შეხვედრა უკრაინის საგარეოს აქმეთა მინისტრსა და ჩინეთი გაეროს წარმომადგენლობას შორის წყარო. შესაბამისად რუსეთს საკმარისი დრო ჰქონდა რაიმენაირადმე მაინც ემოქმედა და ცდილიყო ჩინეთის პოზიციის შეცვლას მაგრამ როგორც შედეგმა აჩვენა, ვერ შესძლო.
გარდა ზემოთქმულისა ჩინეთის დასავლეთთან დაახლოების სიგნალები მრავლად იყო ბოლო ორი თვის განმავლობაში და პირველი ასეთი მკვეთრი სიგნალი სი ცზიანპინის აშშ-ში ვიზიტისას გამოჩნდა, როდესაც ჩინურმა კომპანიებმა 38 მილიარდიანი შეკვეთას მოაწერეს ხელი აშშ-ს უმსხვილეს ავიამშენებელ "Boeing"-თან წყარო. ასევე აღსანიშნავია თავად ვიზიტის ატმოსფერო რომელშიც წარიმართა ჩინეთის ლიდერის ვიზიტი და შეფასებები, რომელიც ისტორიული ვიზიტის შემდეგ გავრცელდა ორივე მხრიდან წყარო.

ჩინეთის რუსეთისადმი მხარდაჭერის განელების ერთერთი მთავარი მიზეზი, ჩინეთის ეკონომიკის შენელებაა, რომლის კომპენსირებას რუსეთის პოლიტიკისადმი მხარდაჭერა ვერფრით ვერ უზრუნველყოფს და ამას რა თქმა უნდა რომ კარგად ხედავენ პრაგმატული ჩინელები. შედეგად ჩინეთის აქტივობა გაზრდილია არა მხოლოდ აშშ-ს მიმართულებით, არამედ ევროპის მიმართულებითაც და ამის კარგი მაგალითია გასული თვის ბოლოს, სი ცზიანპინის ბრიტანეთში ვიზიტი, რომელიც საენსაციური იყო თუნდაც იმით რომ ბრიტანეთს პარლამენტის ორივე პალატაში აქამდე მხოლოდ დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები გამოდიოდნენ. ამჯერად კი კომუნისტური ჩინეთის ლიდერს ხვდა ეს პატივი წილად და სავარაუდოდ ეს ჟესტი, ძალიან ბევრს უნდა ნიშნავდეს. მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის საკითხებია რომელიც განიხილეს ჩინელმა და ბრიტანელმა ლიდრებმა და რომელის დროსაც გაცხადდა რომ მხარეები გეგმავენ 30 მილიარდი ფუნტ სტერლინგის სავაჭრო და საინვესტიციო შეთანხმებების გაფორმებას წყარო.
ბრიტანეთში ჩინეთის ლიდერის ვიზიტის შემდეგ, ჩინეთს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელის ეწვია ორ დღიანი ვიზიტით ბმული. მერკელის ვიზიტისას განხილული იქნა ძალზედ მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რომელიც ძირითადად ახლო აღმოსავლეთის კრიზისის საკითხებს ეხებოდა და რომელშიც ცდილობს კანცლერი მერკელი ჩინეთის ჩართვას, რუსეთზე და ირანზე ზემოქმედი ფაქტორის როლით. იმაზე თუ რა შედეგით დასრულდა კანცლერის ეს ვიზიტი, შეგვიძლია ვივარაუდოთ იმით რომ ჩინეთის მხრიდან მოხდა ევროპულ ავიამშენებელ გიგანტთან Airbus-სთან 9,7 მილიარდიანი კონტრაქტის გაფორმება წყარო.
რუსეთის ეკონომიკური უძლურების გამო, ასევე მოხდა ის რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჩინეთის პოზიციები გაძლიერდა. ეს ის რეგიონია რომელსაც რუსეთი ასევე საკუთარი "პრივილეგირებული ინტერესების" ზონად განიხილავს. რეგიონში ჩინურ "ექსპანსიაზე" ყველაზე კარგად ციფრები მიუთითებენ - 2000 წლისთვის ინვესტიციების 1,8 მილიარდიანი მოცულობა, 2013 წელს უკვე 50 მილიარდი აშშ-ს დოლარი იყო და ცალკეული ქვეყნების ტვირთბრუნვა აჭარბებს რუსეთთან არსებული ტვირთბრუნვის მაჩვენებლებს. პრინციპში ასეთი ვითარება პროგნოზირებადი იყო რადგან რუსეთს, რეგიონის ამ ქვეყნებისთვის გასული 25 წლის განმავლობაში არაფერი შეუთავაზებია გარდა "გასტარბაიტერების" ექსპორტისა და სამხედრო ბაზების გახსნისა, რომლებიც ისევ რუსული გავლენის უზრუნველყოფას ხმარდებოდა და არა რესპუბლიკების ეკონომიკების სტიმულირებას, რომელიც წარმატებით ჩაანაცვლა ჩინეთმა და ეს პროცესი კვალვ გრძელდება წყარო. უფრო მეტიც, იქ ახალი აქტორები შედიან და ეს არის იაპონია და აშშ. შეხესენებისთვის 29 ოქტომბრიდან ცენტეალური აზიის ქვეყნებში, ერთ კვირიან ტურნეს მართავს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი წყარო
ასევე ჩინეთის დასავლეთთან დაახლოების სერიოზულობაზე მიუთითებს ის რომ ვატიკანმა დელეგაცია მიავლინა ჩინეთში, რომელთა სავარაუდო მიზანიც იქნება, ადგილობრივი კთოლიკებისთვის ეპისკოპოსების ვატიკანიდან დანიშვნის ნების დართვის საკითხის მოგვარება და რომელსაც, ჩიენთის ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა წყარო.
ჯამში ეს ყველაფერი ნიშნავს იმას რომ ჩინეთი არ დაიწყებს რუსეთის ზურგის გამაგრებას ისეთ საკითხებში, რომელიც ზიანის მომტანი იქნება ჩინეთის პოლიტიკური იმიჯისთვის და სწორედ ეს პროცესები მიანიშნებს იამზე რომ რუსეთი შესაბამის ლიგაში არ თამაშობს. ის არ არის იმ მაშტაბის რომ მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტურ საკითხებზე გავლენა იქონიოს თუ არ იმოქმედებს როგორც პარაზიტი.
რუსეთის ეკონომიკური უძლურების გამო, ასევე მოხდა ის რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჩინეთის პოზიციები გაძლიერდა. ეს ის რეგიონია რომელსაც რუსეთი ასევე საკუთარი "პრივილეგირებული ინტერესების" ზონად განიხილავს. რეგიონში ჩინურ "ექსპანსიაზე" ყველაზე კარგად ციფრები მიუთითებენ - 2000 წლისთვის ინვესტიციების 1,8 მილიარდიანი მოცულობა, 2013 წელს უკვე 50 მილიარდი აშშ-ს დოლარი იყო და ცალკეული ქვეყნების ტვირთბრუნვა აჭარბებს რუსეთთან არსებული ტვირთბრუნვის მაჩვენებლებს. პრინციპში ასეთი ვითარება პროგნოზირებადი იყო რადგან რუსეთს, რეგიონის ამ ქვეყნებისთვის გასული 25 წლის განმავლობაში არაფერი შეუთავაზებია გარდა "გასტარბაიტერების" ექსპორტისა და სამხედრო ბაზების გახსნისა, რომლებიც ისევ რუსული გავლენის უზრუნველყოფას ხმარდებოდა და არა რესპუბლიკების ეკონომიკების სტიმულირებას, რომელიც წარმატებით ჩაანაცვლა ჩინეთმა და ეს პროცესი კვალვ გრძელდება წყარო. უფრო მეტიც, იქ ახალი აქტორები შედიან და ეს არის იაპონია და აშშ. შეხესენებისთვის 29 ოქტომბრიდან ცენტეალური აზიის ქვეყნებში, ერთ კვირიან ტურნეს მართავს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი წყარო
ასევე წაიკითხეთ: პუტინი ჩინეთიდან უშედეგოდ ბრუნდება- რუსეთი იზოლაციაშია?!
გარდა ზემოთ მოყვანილი წმინდად გეოპოლიტიკური საკითხებისა ჩინეთსა და რუსეთს შორის, პოზიციების დაშორიშორება შეინიშნება ისეთ საკითხებში როგორიც არის მაგალითად ანტარქტიდის სანაპიროებთან ოკენური ნაკრძალის შექმნა, რომელსაც რუსეთი ეწინააღმდეგება. ჩინეთის პოზიციის ცვლილების შესახებ პრქტიკულად გუშინ გახდა ცნობილი და რუსეთი ამ საკითხში დარჩა მარტოდმარტო წყარო.ასევე ჩინეთის დასავლეთთან დაახლოების სერიოზულობაზე მიუთითებს ის რომ ვატიკანმა დელეგაცია მიავლინა ჩინეთში, რომელთა სავარაუდო მიზანიც იქნება, ადგილობრივი კთოლიკებისთვის ეპისკოპოსების ვატიკანიდან დანიშვნის ნების დართვის საკითხის მოგვარება და რომელსაც, ჩიენთის ხელისუფლება ეწინააღმდეგებოდა წყარო.
ჯამში ეს ყველაფერი ნიშნავს იმას რომ ჩინეთი არ დაიწყებს რუსეთის ზურგის გამაგრებას ისეთ საკითხებში, რომელიც ზიანის მომტანი იქნება ჩინეთის პოლიტიკური იმიჯისთვის და სწორედ ეს პროცესები მიანიშნებს იამზე რომ რუსეთი შესაბამის ლიგაში არ თამაშობს. ის არ არის იმ მაშტაბის რომ მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტურ საკითხებზე გავლენა იქონიოს თუ არ იმოქმედებს როგორც პარაზიტი.

Комментариев нет:
Отправить комментарий