საოცარია რომ რუსული თუ ქართული სპეცსამსახურების მიერ ჩაწერილი სატელეფონი საუბრების მიმართ, პოლიტიკური პარტიების აქტივობაში მონაწილეობა მიღებული ადამიანების მხრიდან ასეთ რეაქციას ვისმენ და ვკითხულობ.
მე პირადად არასოდეს არ მქონია ასეთ გამოცდილება და არ მინახავს საკუთარი თვალით ასეთი აქტივობა მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში რომ ტელეეკრანზე მოსაუბრე პოლიტიკოსი და საკუთარი თანამებრძოლებთან მოსაუბრე პოლიტიკოს, აბსულუტურად განსხვავებული სტილით მოსაუბრე პიროვნებაა. ეს ჩვეულებრივი ამბავია და გასაგებია რომ ასეც იქნება. პოლიტიკოსიც რომ არ იყოს ნებისმიერი ადამიანი, საჯარო სივრცეში სულ სხვაგვარი სიტყვის მარაგს იყენებს და კერძო საუბარში, თანაც მეგობართან სულ სხვა! (საკუთარი მაგალითიც უამრავი გექნებათ). კიდევ უფრო გაუგებარია ამავე ადამიანების მხრიდან იმის თქმა რომ სააკაშვილმა თავი დაანებოს საქართველოს საქმეებში ჩარევას, რაც ასევე აბსურდულ არგუმენტად მიმაჩნის იმიტომ რომ ის თავის მეგობარს რა თემაზეც და როგორც უნდა ისე ესუბრება და ეს არავის საქმე და გადასაწყვეტი არ არის. საერთოდ რატომ გახდა ეს საუბარი ასეთი განხილვის საგანი გაუგებარია, იმიტომ რომ იქ არავინ არავის თავდასხმაზე არ ლაპრაკობს და ფაქტია რომ თავდაცვით ღონისძიებებზეა ლაპარაკი, რომელიც ისე გადაითარგმნა ოფიციალური პროპაგანდის მიერ, თითქოს სახელმწიფო გადატრიელბისკენ მოწოდება იყო. ორი დღეა ვაკვირდები რეაქციას და რამდენჯერმე მოუსმინე აღნიშნულ ჩანაწერს მაგრამ ვერსად ვერ აღმოვაჩინე მოწოდება, რომელიც შეიძლება ადამიანმა სახელმწიფო გადატრიალების ან ასეთის მოწოდებად იქნას აღქმული.
ასევე წაიკითხეთ: ფაქტად ქცეული ძალადობა ერზე!
ამ თემაზე პოლემიკაში ჩართულ ადამიანებს მინდა ვკითხო - თქვენ პირადად ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის რომ ასეთი "თავდაცვითი ღონისძიების" საჭიროების წინაშე არ დამდგარიყო რუსთავი 2? თქვენ პირადად რამენაირადმე მაინც დაანახეთ ხელისუფლებას რომ უკმაყოფილოები იყავით გრიგოლიას "გაგდებით" იმედიდან, ან მიშველაძის აფსურდული არგუმენტით საზოგადოებრივი არხიდან გაშვებით? პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა რომლებიც სააკაშვილის დისკრედიტირების თემით საეთერო სივრცის დაკავება გადაწყვიტეს და ამით "მორალისტი" პოლიტიკოსების მანტია მოსხმულნი საუბრობენ, გააკეთეს რამე საქართველოში დღეს არსებული არანორმალური ხელისუფლების მხილებისთვის?
ნუთუ ვერ ხვდებით რომ ამ ყველაფრით რუსთავი2 დატოვეთ პირისპირ სახელმწიფო სისტემის წინაშე და ღმერთმა ნუ ქნას და ურთმელიძემ თუ დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვტილება გამოიტანა, ძალიან გვიანი იქნება თქვენი გულზე მჯიღის ცემით დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულების მტკიცება და ამ შემთხვევაში სიტყვის თავისუფლების დაცვისათვის "დუბინკებისთვის" თავის მიშვერა, რუსთავი ორის ოფისთან კი არა ქალაქის მთავარ მოედანზე მოგიწევთ.
ასევე წაიკითხეთ:ხელისუფლება თვითიზოლაციაშია!
და კიდევ ერთი - სააკშვილი, გვარამია, ბოკერიას ჩანაწერების შესახებ რომ საქართველოს ძალოვანი უწყებებისთვის ადრევე იყო ცნობილი, ამაზე ისიც მეტყველებს რომ კამერების დაყენება და ტერიტორიის თვალთვალი, რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს! შესაბამისად არცერთმა ამ ადამიანმა რატომ არ დასვით შეკითხვა მოპოვებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ამავე ვებგვერდზე წინა დღეებში გავრცელებული "ზღაპრების" შესახებ? რატომ არ აქცევთ ერთიან ლოგიკაში "კასრების" ვიდეოების გავრცელებას და მთელს ამ მოვლენებს, რომელიც მიმართულია რუსთავი2-ის დამცველთა დისკრედიტირებისკენ? რატომ არ არის ეს კითხვები ბოლო დღეების მთავარი განხილვის თემატიკა და რატომ გახდა ასეთი მნიშვნელოვანი სააკაშვილის პრივატული საუბარი ბოკერიასთან და გვარამიასთან?
რამდენი ასეთი თვალებში ნაცრის შეყრა უნდა მოხდეს რომ, ცოტა გონს მოვიდეთ, ლოგიკას მოუხმოთ და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს არაჯანსაღი მანიპულაციებით პოლიტიკური თამაშის წარმოება?
აქვე არ შემიძლია გვერდი აუარო ერთ კითხვას, რომლიც ძალიან მაწუხებს და არცერთ საჯარო გამოსვლაში ჯერ არ დასმულა და არ მომისმენია. შევხედოთ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და დავფიქრდეთ - ვის აწყობს ეს ყველაფერი? აი ამ კითხვაზე რა პასუხიც გექნებათ, იმ შინაარსის შესაბამისი მრწამსით იხელმძღვანელეთ და არავითარი მანიპულატორული გავლენები თქვენზე არ იმოქმედებს. ამით ქვეყანასაც გადავარჩენთ იმ განსაცდელისგან, რომელიც ასეთი დასაქსულობით გარდაუვლად გვემუქრება!
აქვე არ შემიძლია გვერდი აუარო ერთ კითხვას, რომლიც ძალიან მაწუხებს და არცერთ საჯარო გამოსვლაში ჯერ არ დასმულა და არ მომისმენია. შევხედოთ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და დავფიქრდეთ - ვის აწყობს ეს ყველაფერი? აი ამ კითხვაზე რა პასუხიც გექნებათ, იმ შინაარსის შესაბამისი მრწამსით იხელმძღვანელეთ და არავითარი მანიპულატორული გავლენები თქვენზე არ იმოქმედებს. ამით ქვეყანასაც გადავარჩენთ იმ განსაცდელისგან, რომელიც ასეთი დასაქსულობით გარდაუვლად გვემუქრება!

Комментариев нет:
Отправить комментарий