Страницы

среда, 7 октября 2015 г.

რუსეთმა კასპიის ზღვიდან სირიის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში მიიტანა! (ვიდეო/video)

რუსეთის კასპიის ზღვის სამხედრო საზღვაო ძალებმა, ფრთოსანი რაკეტებით სირიაში ასადის მოწინააღმდეგეთა პოზიციები დაბომბეს წყარო. რუსეთის თვადაცვის მინისტრმა, განხორციელებული
სარაკეტო დარტყმის შესახებ ვლადიმერ პუტინს სოჭში მოახსენა და როგორც წესი ყველა სამიზნე, რომელზეც კი იერიში იქნა მიტანილი ISIS-ის პოზიციებად გამოაცხადა. შოიგუს მოხსენების მიხედვთ ირკვევა რომ რუსულმა ფლოტმა 26 ფრთოსანი რაკეტა გაუშვა და 11 სამიზნე გაანადგურა. აღსანიშნავია ის რომ რუსული მხარე ჯიუტად იმეორებს თითქოს მათ მიერ განხორციელებული იერიშების სამიზნეები, მხოლოდ რადიკალ ისლამისტთა პოზიციებია, მაშინ როდესაც თავად ასადის მოწინააღდმეგეები და მათი მხარდამჭერი საერთაშორსო ძალები, აცხადებენ რომ იერიშების უმეტესობა სწორედ ასადის ოპოზიციის პოზიციებზე იქნა მიტანილი. მოგვიანებით რუსულმა პროპაგანდამ განაცხადა, ამ იერიშის შემდეგ მოწინააღმდეგე ძალებმა თურქეთის მიმართულებით დაიწყეს უკან დახევაო! რადმენად შეესაბამება ეს სიმართლეს არავინ იცის და თუ ეს ასეა მაშინ სირიის კომფლიქტი კიდევ უფრო რთული კომფიგურაციის გახდება.
 რა თქმა უნდა რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელევიზიამ, კასპიის ფლოტის ხომალდებიდან რაკეტების გაშვების მომენტი გადაიღო და გამოაქვყნა:


პარალელურად ამ ინფორმაციის გავრცელებისა ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ ასადის არმია მაშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება, რაც შესაბამისად იმას უნდა ნიშნავდეს რომ სარაკეტო დაბომბვა, სწორედ აღნიშნული სახმელეთო ოპერაციის  მოსამზადებელი დამუშავება იყო.  
 აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც რომ რუსულმა არმიამ ასეთი სახის სარაკეტო დარტყმა პირველად განახორციელა თავისი არსებობის განმავლობაში და მისი მიზანი გარდა სამხედრო დანიშნულებისა, სავარაუდოდ ძალის დემონსტრირებაც იყო დასაველთისთვის რომ რუსებსაც შეიძლიათ ათასობით კილომეტრიდან სარაკეტო დარტყმების განხორციელება. რა რეაქცია მოჰყვება კონკრეტულად ამ ეპიზოდს ძნელი სათქმელია თუმცა, აშს-ს პოზიცია რუსეთის ახლო აღმოსავლური აქტივობის შესახებ ცნობილია და ის გამორიცხავს ყოველგვარ თანამშრომლობას რუსეთთან ამ საკითხში რადგან რუსეთის ქმედებები მიაჩნიათ არასწორად და არ იზიარებენ იმ მოსაზრებას რომ ასადის მოწინააღმდეგე ყველა ძალა არის ტერორისტული შინაარსის წყარო. რუსებმა თავისი ქმედებით ასევე საწინააღმდეგოდ განაწყეს სუნიტური კოალიცია, რომელთა მხრიდანაც უკვე გახშირდა მოწოდებები რუსულ-ირანული კოალიციის წინააღმდეგ გაქტიურების თაობაზე და უნდა ითქვას რომ მათაც აქვთ ოპოზიციური ძალებისთვის იარაღის მიწოდების შესაძლებლობა, რომელიც დიდი პრობლემა შეიძლება გახდეს როგორც რუსული დანაყოფებისთვის ასევე ასადის არმიისთვის!
 დღევანდელმა ფაქტმა ერთი კითხვა გამიჩინა და სავარაუდოდ ამ კითხვაზე პასუხს მოგვიანებთ სამხედრო ექსპერტები გასცემენ. ეს კითხვა კი იმაში მდგომარეობას თუ რამდენად გამართლებული იყო ასეთი სარაკეტო დარტყმის გახოციელება მაშინ, როდესაც საჰაერო უპირატესობა აქვს ასადის არმიას მოწინააღმდეგეზე და ხომ არ იყო განპირობებული იმით რომ რუსული ავიაცია, მთლად თვადაჯერებულად ვეღარ გრძნობს თავს სირიის ცაში? 

Комментариев нет:

Отправить комментарий