ბრიუსელში გაიმართა NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სამიტი, რომელზეც სირიის კრიზისი და მასში რუსეთის ჩართვის საკითხებზე იმსჯელეს.
ამ სამიტს წინ უსწრებდა რუსეთის არმიის საავიაციო და სარაკეტო დარტყმები ასადის მოწინააღმდეგე ძალებზე და ასევე ორი ინციდენტი თურქეთის საჰაერო სივრცეში, როდესაც რუსულმა საფრენმა აპარატებმა დაარღვიეს საჰაერო სივრცე. რა თქმა უნდა რომ ამას მოჰყვა პროტესტი თურქეთის მხრიდან და რუსეთის ელჩიც იქნა გამოძახებული საგარეო საქმეთა სამინისტროში. რუსებმა თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა ცუდი მეტეოროლოგიური პირობებით ახსნეს და პირობა დადეს რომ მსგავსი აღარ განმეორდებოდა, თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს კიდევ ერთხელ იქნა დარღვეულის თურქეთის საჰაერო სივრცე. რუსული ავიაციის ასეთი აქტივობა თურქეთის და მაშასადამე NATO-ს საზღვრებთან შესაძლოა განპირობებული იყოს თურქეთში არსებული, ალიანსის საჰაერო თავდაცვითი სისტემების გამოსავლენად. რუსული სამხედრო ავიაციის ასეთ აქტივობას თურქეთის საზღვრებთან, უცნაურად დაემთხვა გუშინ კასპიის ზღვიდან მიტანილი სარაკეტო იერიშის შემდეგ გავრცელებული განცხადებები რომ ასადის მოწინააღმდეგე ძალებმა თურქეთის მიმართულებით დაიწყეს უკან დახევა ბმული, ასევე წინა დღეებში გავრცელებული ინფორმაცია თითქოს რუსული საავიაციო დარტყემების შემდეგ ISIS-ის ექვსასმა მებრძოლმა მიატოვა პოზიციები და ევროპაში გადასვლას ცდილობს ბმული. რაც ასევე გულისხმობს მათ გადაადგილებას თურქეთის მიმართულებით.

ასევე წაიკითხეთ: რუსული პროპაგანდა აღარ ხუმრობს (ვიდეო/video)
ასეთი საინფორმაციო ფონი ლოგიკურად ჯდება რუსული არმიის მიერ გაცხადებულ ამოცანაში რომ ხმელთაშუა ზღვის სანაპირო რეგიონებიდან ასადის მოწინააღმდეგე ძალები განდევნონ და ძირითადი საბრძოლო მოქმედებები გადაიტანონ თურქეთისა და ერაყის საზღვრებისკენ, რათა ზღვისპირა რეგიონები ლატაკია და ტარტუსი გახდეს ლოგისტიკური პლაცდარმი ასადის არმიისთვის. ასეთი სტრატეგია პირდაპირ საფრთხეს უქმნის თურქეთს და შესაბამისად მის კომფლიქტში ჩართვის აუცილებლობას განაპირობებს, რომელშიც ასევე ჩათრეული აღმოჩნდება NATO, რდგან თურქეთი ალიანსის წევრია.
სავარაუდოდ ამ საფრთხის რეალურობით უნდა იყოს განპირობებული ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის დღევანდელი განცხადება, თურქეთში NATO-ს დამატებითი ძალების გადასროლისთვის მზადყოფნის შესახებ წყარო. რაც კიდევ ერთხელ უსავს ხაზს რუსული პროვოკაციის ხარისხს ზოგადი საერთაშორისო უსაფრთხოების გაუარესების თვალსაზრისით და სულ უფრო რაციონალური ხდება აზრი რომ ყველა ეს ქმედება, მიმართულია ალიანსის წესდების მე-5 პუნქტის მოქმედების შემოწმებისკენ (NATO-ს ერთ წევრზე თავდასხმა ნიშნავს ყველა წევრზე თვადასხმას). შესაბამისად თუ კი რუსეთი არ მიიღებს საკადრის პასუხს თურქეთის შემთხვევაში, მყისიერად მოხდება შეტევის დაწყება ბალტიისპირეთში და პირველ რიგში ესტონეთზე, რაც გამოიწვევს უთანხმოებას ალიანსის შიგნით რადგან ერთ შემთხვევაში თუ არ იქნება ამოქმედებული ზემოთ აღნიშნული მე-5 პუნქტი, პრობლემა გახდება ეს საკითხი სხვა წევრებისთვისაც და ასეთი გაუგებრობით ისარგებლებს მხოლოდ რუსეთი.
ზოგადად რუსეთის ქმედებებს თუ კარგად დაუკვირდებით ის თავისი ქმედებებით მიდის იქამდე რომ ამ პუნქტის ამოქმედების შემთხვევაში ერთადერთი ბირთვული ულტიმატუმის ამარა დარჩება, რადგან ჩვეულებრივი სამხედრო ძალების გამოყენებით ალიანსის წინაშე გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს. ალიანსის დღვანდელი გადაწყვეტილება რომ გადასიროლოს დამატებითი ძალები თურქეში სავარაუდოდ ამ სცენარის თავიდან აცილების სურვილით არის განპირობებული.

Комментариев нет:
Отправить комментарий