Страницы

вторник, 6 октября 2015 г.

რუსული ბაზა ბელორუსიაში - "ბაწკა" წინააღმდეგია!

ორი კვირაა ბელორიუსიაში არ წყდება საპროტესტო აქციები ქვეყნის ტეროტორიაზე, რუსული საავიაციო ბაზის განთავსების აკრძალვის მოთხოვნით. პერმანენტულად ბაზის მოაწინააღმდეგები იკრიბებიან და სხვადასხვა შინაარსის ლოზუნგებით
ცდილობენ იმის დემონსტრირებას რომ ბელორუსები არ არიან მოხარულნი რუსეთის სამხედრო ავიაციის საკუთარ ტერიტოროაზე განთვასების. აქციებზე ხშირად ჩნდება უკრაინული სიმბოლიკა და ტრანსფარანტები, რომელთა შინაარსიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიები ოკუპაციას უსვავს ხაზს. თავისთავად ცხადია გამოხმაურება ამ საპროტესტო აქციებს რუსულ მედიაშიც მოჰყვა და როგორც მოსალოდნელი იყო ამ აქციებშიც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელი დაინახეს. ასეთი დასკვნის საფუძვლად კი ის აქვთ აღებული რომ სოციალური ქსელის twitter-ის სივრცეში არსებობს ე.წ. ხეშტეგი #noRussianBaseninBelorus და ეს საკმარისი საფუძველია მთელი ერი დაადანაშაულონ იმაში რომ მათ საკუთარი აზროვნება არ გააჩნიათ და ვერ ხვდებიან რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს რუსული საავიაციო ბაზის განთავსებას მათ ქვეყანაში ბმული.
რუსები გაოცებულები არიან და ვერ გაუგიათ რატომ არ უნდათ ბელორუსებს რუსული თვითმფრინავები საკუთარი ქვეყნის ცაში იხილონ. ალბათ რუსებს ძალიან ხანმოკლე მეხსიერება აქვთ და ჰგონიათ რომ სხვებიც, მათ მსგავსად აღფრთოვანებულნი არიან ჯერ ყირიმის ოკუპაციით და შემდეგ დონბასის აფეთქებით. ყველსთვის თვლასჩინოა რომ რუსული ბაზა რომელიმე სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ეს არის პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტი და მასპინძელი მხარის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
 სინამდვილე კი როგორც ყოველთვის ძალიან ბანალურია და მით უმეტეს ბანალურია ბელორუსიის შემთხვევაში სადაც ალექსადნრე ლუკაშენკო უცვლელი ხელისუფალი და როგროც ევროპელები ამბობენ ხშირად, ევროპის ბოლო დიქტატორია! 
ასევე წაიკითხეთ: "გოსდეპო"- ფობია
 არ ვიცი რუსები სად და როგორ ხედავენ "გოს-დეპის" ხელს მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ბელორუსიაში მსგავსი მასობრივი აქციები ხელისუფლების ნებართვის გარეშე უბრალოდ ვერ გაიმართება. ნებართვას კი "ბაწკა" იმ შემთხვევაში გასცემს თუ მის ინტერესებში შედის მოთხოვნის შინაარსი. ასეთი აქციების დაშვება კი ორ რამეს შეიძლება ნიშნავდეს - პირველი იმას რომ ლუკაშენკო სავაჭრო თამასას სწევს რუსებთან და მეორეს იმას რომ მას არ სურს რუსული თვითმფრინავების გამო დასავლეთთან ახალი პრობლემის გაჩენა! ეს პრობლემა კი თუ რუსეთის ბოლო დროის ქმედებებს გავითვალისწინებთ აუცილებლად გაჩნდება დასავლეთსა და ლუკაშენკოს ხელისუფლებას შორის. შესაბამისად თუ კი რუსეთის დღევადნელ საერთაშორისო იმიჯს გავითვალისწინებთ და ლუკაშენკოს პოლიტიკურ მერკანტილიზმს დავამატებთ ზედ, მივიღებთ რომ ორივე ვერსია შერწყმული უფრო მეტად რეალისტურია ვიდრე მხოლოდ ერთი რომელიმე მათგანის. ლუკაშენკოს ეს ირიბი თავშეკავება კი იმაზე მიუთითებს რომ ნდობა რუსული სამყაროს მიმართ, ამავე სამყაროში ნელნელა ბათილდება და ღია კომფრონტაციის პირობებში ის სულ უფრო თვალსაჩინო გახდება!  



Комментариев нет:

Отправить комментарий