Страницы

понедельник, 5 октября 2015 г.

რუსული პროპაგანდა აღარ ხუმრობს (ვიდეო/video)

სირიაში რამდენიმე დღიანი საავიაციო იერიშიების შედეგად, რუსული პროპაგანდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ 4500 ტერორისტი გამოეთიშა ბრძოლებს. ზოგი ევროპაში გაიქცა, ზოგი განადგურა, ზოგიც ასადის ჯარებს ჩაბარდა და ზოგიც იორდანიაში გადავიდა.
ასეთი შინაარსის ინფორმაციას ყოველდღიურად ავრცელებს რუსული მედია, მხოლოდ ამას ისე აკთეებს რომ არავითარი დამადასტურებელი მონაცემი არ მოჰყავს - სიტყვაზე უნდა ვენდოთ! თუ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ვენდობით, გუშინდელი ანუ 4 ოქტომბრის მონაცემებით სულ 60 გაფრენა ჰქონდათ განხორციელებული და 40 იარიში მიტანილი სხვდასხვა სამიზნეებზე, შესაბამისად ერთ საავიაციო იერიშზე ეფექტურობის გაზომვა რომ მათი მიხედვით მოავახდინოთ, გამოგვივა რომ თითოეული იერიშის შედეგად ათას კაცზე მეტი იქნა გაუვნებელყოფილი. თუ იმას გავითვალისწინებთ რომ სულ ასადის ოპზციური ძალები დაახლოებით 120 000 კაცია რუსულ არმიას სირიიდან მათ გასაყრელ/გასაუვნებელყოფებლად სულ რაღაც 40-45 იერიში დასჭირდება და თუ იმასაც მიუმატებთ რომ ასადის არმია, მაშტაბური შეტევისთვის ემზადება ოპოზიციური ძალების კონტროლირებად ტერიტორიებზე, მაშინ მათი ბუნდღა აღარ უნდა დარჩეს მიმდინარე თვის ბოლოსთვის!
 სინამდვილე კი სულ სხვაგვარია. რუსული ავიაციის იერიშებსა და ასადის ჯარებისთვის გაწეული დახმრების პირველი შედეგი, სირიიდან ცოტა მოშორებით, ყაზახეთის დედაქალაქში სირიელ ოპოზციონერთა შეხვედრაზე აისახა. სადაც აქამდე შეუთანხმებელი და დასაქასული ასადის ოპოზიციამ შეხვედრა გამართა და იმ მწირი ინფორმაციიდან დამომდინარე რომელიც გავრცელდა, შეიძლება ითქვას რომ ძირითადი საკითხების მიმართ კონსოლიდაცია და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიებება შესძლეს წყარო
გარდა ამისა რუსული ოპტიმიზმის სრულიად საპისპიროს მეტყველებს თავად რუსეთის ქმედებები, რომელიც სირიის მიმართულებით დამატებითი ძალების გადასროლაში გამოიხატება ბმული. თუ კი რუსული პროპგანდისას ვირწმუნებთ, სამხედრო ოპერაციის ასეთი წარმატებული დასაწყისი და მოხდენილი ფსიქოლოგიური გავლენა ასადის მოწინააღმდეგე ძალებზე ასეთი ზომების მიღების საჭიროება, წესით არ უნდა დამდგარიყო. ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რუსეთმა დამატებითი ძალების გადასროლა დაიწყო ბალტიისა და შავი ზღვის ფლოტებიდან. გუშინ კი ებრაულ სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია რომ სირიის სანაპიროებისკენ რუსული სტრატეგიული ატომური წყალქვეშა ხომალდი "Дмитрий Донской" გადაისროლა რუსეთმა, რომლის ბორტზეც როგორც მინიმუმ 20 უახლესი ბალისტიკური რაკეტა "Булава" განთავსებული წყარო. ისეთი წარმატებული ოპერაციის ფონზე, როგორადაც ამას წარმოაჩენს რუსული პროპაგანდა რა საჭიროა ასეთი ღონისძიებების გატარება და ატომური წყაქვეშა თუ სადესანტო ხომალდები ცოცხალ ძალასთან ერთად გადასროლა სამხედრო ოპერაციის ზონაში, გაუგებარია. ასეთი განცხადებები ალოგიკურობას სძენს რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ქმედებებს, რომელიც ზოგადად ლოგიკურობითა და თანმიმდევრულობით ისედაც არ გამოირჩევა!   
 სამხედრო შინაარსი პროპაგანდის ალოგიკურიობას რომ თავი დავანებოთ, რუსული საინფორმაციო სივრცეც ვერ გამოყურება მთლად ჯანმრთელად და გუშინ ერთ-ერთ რუსულ არხზე გასული დაბომბვევბისთვის ამინდის პროგნოზის გამოცხადება პრაქტიკულად ამ სივრცის დეგრადირების თვალსაზრისით პიკი იყო:

რუსეთის ნაბიჯებიდან გამომდინარე როგორ განვითარდება მოვლენები ძნელი სათქმელია რადგან მისი მოქმედება, არ ჰგავს ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში განხორციელებულ ქმედებებს და თუ კი უკრაინის კრიზისის შემთხვევაში მანევრირებისთვის სირიის საკითხი დარჩენილი ჰქონდა, ეს სივრცეც სრულად ამოწურულია და ძნელი წარმოსადგენია როგორ უნდა მოახდინოს რუსეთმა ამ ავანტურიდან უდანაკარგოდ გამოსვლა!

Комментариев нет:

Отправить комментарий