Страницы

понедельник, 5 октября 2015 г.

შერჩევითი სამართალი - აღდგენილი უსამართლობა!

შეუძლებელია ქუთაისში პარლამენტთან მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული ახალგაზრდების საკითხს გვერდი აუარო, რადგან ერთობ სიმპტომატური მოვლენაა და როგორც არ უნდა იყოს, ყურადრებას საჭიროებს რადგან ეს არ არის ნორმალური პროცესი და როდესაც ანალოგიური ქმედებისთვის
100 ლარად განთავისუფლებულ "ხელისუფლებისთვის საჭირო" ხელის მქნეველთა პრეცედენტები უამრავია მით უმეტეს საყურდღებო ხდება! ბოლო ასეთი შემთხვევა კახეთში მოხდა როდესაც ღვინიაშვილს გაარტყა ხელი ვიღაც ჯეელმა მაგრამ იმავე დღეს, 100 ლარიანი სიმბოლური ჯარიმის სანაცვლოდ გაანთავისუფლეს და სხვა არც არავითარი შედეგი ამ პირისთვის არ დამდგარა.
ეს ყველაფერი ნიშნავს იმას რომ შერჩევითი სამართალი გვაქვს სახელმწიფოში და თუ კი ხელისუფლებისთვის საჭირო პოზიციიდან არ გაგილაწუნებია ვინმესთვის, კანონის მთელს სიმკაცრეს საკუთარ თავზე იწვნევ. ამ პოზიციას ჰყავს აუცილებლად საპირისპირო მხარე და ამ მხარეს დაუსჯელობის განცდას უმტკიცებს! არ მგონია როდესაც საქართველოს მოსახლეობა "სამართლიანობის აღდგენას" ითხოვდა, მსგავსი პრეცედენტები ეგულისხმა. 
ამ ყველაფრის შემხედვარეს აღარ უნდა გვიკვირდეს რომ ევროპარლამენტი ასეთ შეფასებას აკეთებს და უპრეცედენტოდ კრიტიკულ რეზოლუციას იღებს საქართველოს შესახებ. მაგრმა მოდით გვერძე გავწიოთ ყოველგვარი საერთაშორისო საზოგადოების შეფასება და ჩვენი საკუთარი გადმოსახედიდან ვიმსჯელოთ. 
ასევე წაიკითხეთ: რატომ არის ძალა ერთობაში?!
ფეისბუკში ვერცელდებოდა ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნაცემი დეპუტატების ფოტოები რომელზეც საკმაოდ ცხარე კამათები მიდიოდა და ისევ წარსულის გახსენებითა და ნიშნის მოგების შინაარსით იყო განმსჭვალული ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეთა კომენტარები! მესმის მათი პოზიცია რომ ამით გამოხატავენ პოლიტიკურ წინააღმდეგობასა და ანტიპათიას მაგრამ იმაზე რატომ არ ვფიქრდებით რომ ეს რევანშიზმი მომავალში იგივე პრობლემებს წარმოშობს და დღეს გამწარებული ადამიანებიც შურისძიების სურვილით იქნებიან განმსჭვალულნი? ეს ხომ იმას ნიშნავს რომ ისევ წრეზე ვტრიალებთ და არ დასრულდება ერთმანეთის ცემა-ტყეპა? 
ამ ადამიანებს სულ მინდა ვკითხო რას ნიშნავს ის რომ ყოფილი მთვარობის წევრები ციხეებში არიან გამომწყვდეული და მათი სასამართლოები ცირკად იქცა? ის პოზიცია რომ ოცნებაც და ნაცებიც ერთია, პოზიცია არ არის და არარსებული პოლიტიკური იდეოლოგიიდან ყურება და ისევ აგრესიული კომენტარების წერა, ვერაფერი ნუგეშია ყოველი ჩვენთაგანის საკუთარი საქართველოს სახელმწიფოსთვის. 
ასევე წაიკითხეთ: ერთობის ტესტი ჩავაგდეთ
დღეს თუ ამაზე დავხუჭავთ თვალს და არ დავაფიქსირებთ საზოგადოება რომ ასეთი სამართლიანობა არ გვიგულისხმია, ხვალ იგივეს ლაპრაკი მოგვიწევს სხვა პოიზიციებიდან და ეს მოჯადოებული წრე დაგვღუპავს! ვერ აუვლი ვერც იმას გვერდს რომ ასეთი განწყობები საზოგადოებაში ხელისუფლებამ ჩამოაყალიბა და საკუთარი წარუმატებლობის გადაფარვას, ხალხში ოპონენტების მიმართ აგრესიის თესვით ცდილობს. არ მგონია ბევრი მათგანი რომლებიც დღე გულს იფხანენ "ნაციონალების" ცემია-დაპატიმრებებით, ამას ვერ ხვდებოდნენ მაგრამ მაინც, რაღაც არ უშვებს და მაინც აგრესიულები ვართ ერთმანეთის მიმართ.  
არადა ჩვენი სასახელო წინაპრები, რომელთაც ერთნაირად ციტირებენ ყველა პოლიტიკური იდეოლოგიის მქონენი, ერთმანეთის გატანასა და გვერდში დგომას, სამრთლიანობას, სიყვარულსა და მიტევებას გვიქადაგებდნენ. ამასვე ქადაგებს ჩვენი რელიგია და ამ დეფიციტს ვხედავთ ჩვენს თავში, როდესაც მაგალითად ჩვენს მეზობელ სომხებს ვაფასებთ და ხშირად მომისმენია ფრაზა - "ერთმანეთის გატანა აქვს და ამიტომაც აქვთ საზღვარგარეთ ძლიაერი დიასპორა". ჩვენ კი ვიღაცას ველოდებით რომ ეს მიტევება დაიწყოს და საკუთარი აზრები ვერ მოიგვითოკია, ერთმანეთის გატანა მაინცდამიანც სხვის მხრიდან საკუთარი კაპრიზების თმენად გვაქვს გაგებული და ასეთ ზოგად საკითხშიც კი ვერ მიგვიღწევია ერთობა!
ამ წუთებში როდესაც ამ სიტყვებს ვწერ, ლოქრთქიფანიძის პიჯაკის დახევისთვის დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო მიმდინარეობს და იმედია რომ სამართალი თავის სიმაღლეზე დადგება. 
ამ ბიჭების ისტორია ერთობ სიმპტომატურია და ამაზე დავფიქრდეთ აჯობებს, ვიდრე ერთმანეთის ლანძღვა და ცხვირ-პირის მტვრევის სურვილები ვაფრქვიოთ ინტერნეტ სივრცეში...  

Комментариев нет:

Отправить комментарий